სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"...ეს გახდა საფუძველი ბოღმის ბუკეტი კობახიძისთვის, რომ მე რუსეთის აგენტი მეძახოს" - შოთა დიღმელაშვილი ირაკლი კობახიძეს პასუხობს
"...ეს გახდა საფუძველი ბოღმის ბუკეტი კობახიძისთვის, რომ მე რუსეთის აგენტი მეძახოს" - შოთა დიღმელაშვილი ირაკლი კობახიძეს პასუხობს

მოძ­რა­ო­ბა "სირ­ცხვი­ლი­ას" თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი შოთა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რეს, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პა­სუ­ხობს.

"დღეს კო­ბა­ხი­ძე გა­მო­ვი­და და თქვა, რომ აქვს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ მე რუ­სე­თის აგენ­ტი ვარ და ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად მო­ი­ტა­ნა 2009 წლის აქ­ცია-პერ­ფორ­მან­სი, რო­მელ­ზეც ბუ­შის ქუ­ჩის­თვის სა­ხე­ლის შეც­ვლას "ვი­თხოვ­დით" ვოლტ ვიტ­მა­ნის ქუ­ჩით.

ბევ­რის­თვის უცხო არაა ეს თემა, 12 წლის წინ, როცა პო­ე­ზია მი­ტა­ცებ­და, ლექ­სე­ბის კი­თხვა მო­ვა­წყე მე­გობ­რებ­თან ერ­თად ჯორჯ ბუ­შის ქუ­ჩა­ზე. წა­ვი­კი­თხეთ ჩემი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რე­ბის - ვიტ­მა­ნის, რო­ბინ­ზონ ჯე­ფერ­სის, ალენ გინზბერ­გის ზოგ­მა სა­კუ­თა­რი ლექ­სე­ბიც, რა დრო­საც ად­გილ­ზე გაჩ­ნდა პატ­რუ­ლის ეკი­პა­ჟი და დაგ­ვა­პა­ტიმ­რეს იმა­ვე მუხ­ლით, რა მუხ­ლი­თაც აპა­ტიმ­რე­ბენ დღეს აქ­ტი­ვის­ტებს.

ეს გახ­და სა­ფუძ­ვე­ლი ბოღ­მის ბუ­კე­ტი კო­ბა­ხი­ძის­თვის, რო­მელ­საც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტის და­ტო­ვე­ბა სა­ვარ­ძლის სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის დათ­მო­ბის­თვის მო­უ­წია, რომ მე რუ­სე­თის აგენ­ტი მე­ძა­ხოს სა­ჯა­როდ, პირ­და­პირ ეთერ­ში. არ ვიცი რა რე­აქ­ცია უნდა მქონ­დეს, ალ­ბათ უნდა ვუ­ჩივ­ლო და და­ვე­ლო­დო სა­სა­მარ­თლო რო­დის გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, რომ ამ სი­ტყვებ­ზე პა­სუ­ხის­გე­ბა მო­უ­წი­ოს" , - წერს დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი.

"ეს ხალ­ხი მხო­ლოდ რუ­სულ საქ­მეს კი არ აკე­თებს, არა­მედ რუ­სე­თის აგენ­ტე­ბი არი­ან, ასე­თი ვი­ზი­ტე­ბის შე­სა­ხებ ელე­ნე ხოშ­ტა­რია ყვე­ლა­ზე ადრე სა­ი­დან იგებს", - ამის შე­სა­ხებ დღეს პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ გიგა მა­ქა­რაშ­ვი­ლი, შოთა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი და ელე­ნე ხოშ­ტა­რია რუ­სე­თის აგენ­ტუ­რის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დე­ბენ.

„სი­ნამ­დვი­ლე­ში ისი­ნი არი­ან რუ­სუ­ლი საქ­მის მკე­თე­ბე­ლი ხალ­ხი. ვინ არის გიგა მა­ქა­რაშ­ვი­ლი? გუ­ლუ­ას ყო­ფი­ლი პრესს­პი­კე­რი. ვინ არის შოთა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი? ის აპ­რო­ტეს­ტებ­და ბუ­შის ქუ­ჩის გახ­სნას სა­ქარ­თვე­ლო­ში. ვინ არის ელე­ნე ხოშ­ტა­რია? რუ­სე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი. სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი არ­სე­ბობს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ისი­ნი მარ­ტო რუ­სულ საქ­მეს კი არ აკე­თე­ბენ, არა­მედ ისი­ნი არი­ან რუ­სე­თის აგენ­ტე­ბი. რო­გორ იგე­ბენ ყვე­ლა­ზე ადრე ასეთ ვი­ზი­ტებს? ელე­ნე ხოშ­ტა­რია სა­ი­დან იგებს? მე­სი­ჯე­ბის „სქ­რი­ნე­ბი“ რომ ჰქონ­დათ, გა­მარ­თუ­ლი რუ­სუ­ლით და­წე­რი­ლი. ეს არის აგენ­ტუ­რა, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებს აგენ­ტო­რუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანიკო
65

შენ თვითონ იმდენი ტვინი არა გაქვს, რომ გაიაზრო, მართლა რუსეთის წისქვილზე რომ ასხამთ წყალს? ყველანაირად ცდილობთ, ეკონომიკური პრობლემები შექმნათ რომ მშიერი ხალხი გარეთ გამოიყვანოთ, აბა ისე არ გამოდიან და....

bbbbbbbbbbbb
14

მაგათმა შენზე ადრე იცოდნენ რომ პარლამენტის თავჯდომარე აღარ იყავი და ლოგიკაში თუ გამოგყვები უფრო ბიძოს აგენტები ყოფილან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"...ეს გახდა საფუძველი ბოღმის ბუკეტი კობახიძისთვის, რომ მე რუსეთის აგენტი მეძახოს" - შოთა დიღმელაშვილი ირაკლი კობახიძეს პასუხობს

"...ეს გახდა საფუძველი ბოღმის ბუკეტი კობახიძისთვის, რომ მე რუსეთის აგენტი მეძახოს" - შოთა დიღმელაშვილი ირაკლი კობახიძეს პასუხობს

მოძრაობა "სირცხვილიას" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სოციალურ ქსელში პასუხობს.

"დღეს კობახიძე გამოვიდა და თქვა, რომ აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მე რუსეთის აგენტი ვარ და ამის მტკიცებულებად მოიტანა 2009 წლის აქცია-პერფორმანსი, რომელზეც ბუშის ქუჩისთვის სახელის შეცვლას "ვითხოვდით" ვოლტ ვიტმანის ქუჩით.

ბევრისთვის უცხო არაა ეს თემა, 12 წლის წინ, როცა პოეზია მიტაცებდა, ლექსების კითხვა მოვაწყე მეგობრებთან ერთად ჯორჯ ბუშის ქუჩაზე. წავიკითხეთ ჩემი საყვარელი ავტორების - ვიტმანის, რობინზონ ჯეფერსის, ალენ გინზბერგის ზოგმა საკუთარი ლექსებიც, რა დროსაც ადგილზე გაჩნდა პატრულის ეკიპაჟი და დაგვაპატიმრეს იმავე მუხლით, რა მუხლითაც აპატიმრებენ დღეს აქტივისტებს.

ეს გახდა საფუძველი ბოღმის ბუკეტი კობახიძისთვის, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვება სავარძლის სერგეი გავრილოვის დათმობისთვის მოუწია, რომ მე რუსეთის აგენტი მეძახოს საჯაროდ, პირდაპირ ეთერში. არ ვიცი რა რეაქცია უნდა მქონდეს, ალბათ უნდა ვუჩივლო და დაველოდო სასამართლო როდის გათავისუფლდება, რომ ამ სიტყვებზე პასუხისგება მოუწიოს" , - წერს დიღმელაშვილი.

"ეს ხალხი მხოლოდ რუსულ საქმეს კი არ აკეთებს, არამედ რუსეთის აგენტები არიან, ასეთი ვიზიტების შესახებ ელენე ხოშტარია ყველაზე ადრე საიდან იგებს", - ამის შესახებ დღეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ გიგა მაქარაშვილი, შოთა დიღმელაშვილი და ელენე ხოშტარია რუსეთის აგენტურის ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ.

„სინამდვილეში ისინი არიან რუსული საქმის მკეთებელი ხალხი. ვინ არის გიგა მაქარაშვილი? გულუას ყოფილი პრესსპიკერი. ვინ არის შოთა დიღმელაშვილი? ის აპროტესტებდა ბუშის ქუჩის გახსნას საქართველოში. ვინ არის ელენე ხოშტარია? რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების დიპლომირებული სპეციალისტი. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მარტო რუსულ საქმეს კი არ აკეთებენ, არამედ ისინი არიან რუსეთის აგენტები. როგორ იგებენ ყველაზე ადრე ასეთ ვიზიტებს? ელენე ხოშტარია საიდან იგებს? მესიჯების „სქრინები“ რომ ჰქონდათ, გამართული რუსულით დაწერილი. ეს არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს აგენტორული ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"საკმარისია გაშვერილი თითი 26 მაისს, ფარდულზე ორი მიცვალებულის დამტოვებელი დეპუტატების,  მინისტრების, გულმხურვალე "ნაცებისგან!" - თინა ხიდაშელი

"მიგვატოვა კეთილმა კაცმა..." - როგორ ემშვიდობება რობერტ სტურუა კახი კავსაძეს

"ვინც ეს გააკეთეთ, ყველაზე მეტად ხართ დასჯილები ცხოვრებაში" - ყველასთვის საყვარელი გოგიჩას მანქანა, მისივე დაბადების დღეს გაძარცვეს