სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ყოჩაღ და მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ანგელოზები დაუფეთა პოზნერს და პირიდან ლუკმა გააგდებინა" - ალეკო ელისაშვილი
"ყოჩაღ და მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ანგელოზები დაუფეთა პოზნერს და პირიდან ლუკმა გააგდებინა" - ალეკო ელისაშვილი

"ძა­ლი­ან კარ­გია, ყო­ჩაღ და მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ იმ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც ან­გე­ლო­ზე­ბი და­უ­ფე­თა პოზ­ნერს და პი­რი­დან ლუკ­მა გა­აგ­დე­ბი­ნა",- ასე ეხ­მა­უ­რე­ბა პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დე­რი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან რუსი ჟურ­ნა­ლის­ტის, ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რი­სა და მისი სტუმ­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის­გან გა­მო­ხა­ტულ პრო­ტესტს.

მი­სი­ვე თქმით, იმ ფაქ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მათ თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ ეჭ­ვე­ბი ჩნდე­ბა და სა­ჭი­როა, რომ მათ დე­ტა­ლუ­რად ახ­სნან, რა­ტომ ხდე­ბო­და მათი თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბა.

ამას­თან, ელი­საშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ შსს-მ იმ 41 და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი პი­რის ვი­ნა­ო­ბაც უნდა გა­ა­სა­ჯა­რო­ვოს და ქარ­თვე­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი უნდა არ­კვევ­დნენ, რამ­დე­ნად იყ­ვნენ მათ შო­რის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მა­ნამ­დე სა­ქე­ი­ფოდ ცხინ­ვალ­სა და სო­ხუმ­ში და­დი­ოდ­ნენ და ახლა "ასე ლა­ღად სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვიდ­ნენ."

"მე პი­რა­დად არ ვყო­ფილ­ვარ აქ­ცი­ა­ზე, რად­გან და­ნი­ელ­სონ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ძა­ლი­ან მძი­მე ღამე მქონ­და ემო­ცი­უ­რად, ვერ ვი­ნე­ლებ იმ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და გუ­შინ ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი ფი­ზი­კუ­რად, მაგ­რამ აბ­სო­ლუ­ტუ­რად სო­ლი­და­რუ­ლი ვარ იმ პრო­ტეს­ტის მი­მართ, რაც გუ­შინ გა­ი­მარ­თა. ჯერ კი­დევ ან­დრო­პოვს ჰქონ­და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს ეძახ­და "იუ­ჟნა­ია შაშ­ლიჩ­ნა­ი­ას", სა­ხელ­მწი­ფოდ არ აღიქ­ვამ­და მა­შინ საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლოს და მი­აჩ­ნდა და დღემ­დე მი­აჩ­ნი­ათ რუ­სებს, რო­გორც ჩანს, რომ შე­იძ­ლე­ბა აკად­რო ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს ნე­ბის­მი­ე­რი რამ, და­აბ­რა­ლო მა­გა­ლი­თად, ომის და­წყე­ბა, შემ­დეგ სი­ნა­ნუ­ლი გა­მოთ­ქვა, რომ ტან­კე­ბი გა­ჩერ­დნენ შუა გზა­ზე და თბი­ლი­სამ­დე ვერ მო­ვიდ­ნენ, ამის შემ­დეგ ჩა­მოხ­ვი­დე “იუ­ჟნა­ია შაშ­ლიჩ­ნა­ი­ა­ში”, რო­გორც ისი­ნი ჩვენ აღგ­ვიქ­ვა­მენ და გემ­რი­ე­ლად მო­ილ­ხი­ნო,"- აცხა­დებს ელი­საშ­ვი­ლი.

რო­გორც ელი­საშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა იყოს უფრო ყუ­რა­დღე­ბით და ჰქონ­დეს რე­ა­გი­რე­ბა.

"სა­ნამ აქ­ცია არ და­ი­წყო, მა­ნამ­დე ხომ არ მი­ვი­და ინ­სპექ­ცია და ის ღრე­ო­ბა ხომ არ და­ა­ჯა­რი­მა? მხო­ლოდ ამ­ბა­ვი რომ ატყდა, ამის შემ­დეგ და­ა­ჯა­რი­მეს. კო­რო­ნა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ ხალ­ხზე თუ ვრცელ­დე­ბა, მა­შინ რა­ტომ არ უნდა ვრცელ­დე­ბო­დეს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის შე­უ­რა­ცხმყო­ფელ პოზ­ნერ­ზე და მის ამა­ლა­ზე?!"- გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
11

შენც იქ უნდა ყოფილიყავი წესით,მაგრამ როგორ გეკადრება ეხლა დეპუტატ კაცს...

nnn
20

მატრაკვეცებს შენი წაქეზებაღა აკლდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ყოჩაღ და მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ანგელოზები დაუფეთა პოზნერს და პირიდან ლუკმა გააგდებინა" - ალეკო ელისაშვილი

"ყოჩაღ და მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ანგელოზები დაუფეთა პოზნერს და პირიდან ლუკმა გააგდებინა" - ალეკო ელისაშვილი

"ძალიან კარგია, ყოჩაღ და მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ანგელოზები დაუფეთა პოზნერს და პირიდან ლუკმა გააგდებინა",- ასე ეხმაურება პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილისგან გამოხატულ პროტესტს.

მისივე თქმით, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მათ თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცათ, ხელისუფლების მიმართ ეჭვები ჩნდება და საჭიროა, რომ მათ დეტალურად ახსნან, რატომ ხდებოდა მათი თავისუფალი გადაადგილება.

ამასთან, ელისაშვილი მიიჩნევს, რომ შსს-მ იმ 41 დაჯარიმებული პირის ვინაობაც უნდა გაასაჯაროვოს და ქართველი სპეცსამსახურები უნდა არკვევდნენ, რამდენად იყვნენ მათ შორის ადამიანები, ვინც მანამდე საქეიფოდ ცხინვალსა და სოხუმში დადიოდნენ და ახლა "ასე ლაღად საქართველოში შემოვიდნენ."

"მე პირადად არ ვყოფილვარ აქციაზე, რადგან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ძალიან მძიმე ღამე მქონდა ემოციურად, ვერ ვინელებ იმ უპასუხისმგებლობას და გუშინ ძალიან ცუდად ვიყავი ფიზიკურად, მაგრამ აბსოლუტურად სოლიდარული ვარ იმ პროტესტის მიმართ, რაც გუშინ გაიმართა. ჯერ კიდევ ანდროპოვს ჰქონდა დამოკიდებულება და საქართველოს ეძახდა "იუჟნაია შაშლიჩნაიას", სახელმწიფოდ არ აღიქვამდა მაშინ საბჭოთა საქართველოს და მიაჩნდა და დღემდე მიაჩნიათ რუსებს, როგორც ჩანს, რომ შეიძლება აკადრო ქართულ სახელმწიფოს ნებისმიერი რამ, დააბრალო მაგალითად, ომის დაწყება, შემდეგ სინანული გამოთქვა, რომ ტანკები გაჩერდნენ შუა გზაზე და თბილისამდე ვერ მოვიდნენ, ამის შემდეგ ჩამოხვიდე “იუჟნაია შაშლიჩნაიაში”, როგორც ისინი ჩვენ აღგვიქვამენ და გემრიელად მოილხინო,"- აცხადებს ელისაშვილი.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება უნდა იყოს უფრო ყურადღებით და ჰქონდეს რეაგირება.

"სანამ აქცია არ დაიწყო, მანამდე ხომ არ მივიდა ინსპექცია და ის ღრეობა ხომ არ დააჯარიმა? მხოლოდ ამბავი რომ ატყდა, ამის შემდეგ დააჯარიმეს. კორონა რეგულაციები ჩვეულებრივ ხალხზე თუ ვრცელდება, მაშინ რატომ არ უნდა ვრცელდებოდეს ქართული სახელმწიფოებრიობის შეურაცხმყოფელ პოზნერზე და მის ამალაზე?!"- განაცხადა ელისაშვილმა.

"თუ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე 7 ევროპარლამენტარის განცხადება საკმარისი არ არის, მე-8 ვიქნები, ვინც ამ განცხადებას შეუერთდება" - გრეგოროვა

"ტყუილად  შეხვალთ პარლამენტში, გამოგრეკავთ გახარია - საერთოდ "გაფარჩაკებულები" იქნებით" - დავით ჭიჭინაძე ვახტანგ მეგრელიშვილს

"თალაკვაძე უტრიალდებოდა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს, ქაღალდს უშვერდა - თქვენ თუ მოაწერთ ხელს, მეც ვაწერო" - მეგრელიშვილი