სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ეს არის უკიდურესი თავხედობა არა იმდენად პოზნერის, არამედ მასპინძლის მხრიდან, რომელმაც ეს ყველაფერი კომენდანტის საათის პირობებში დაგეგმა" - ხუხაშვილი
"ეს არის უკიდურესი თავხედობა არა იმდენად პოზნერის, არამედ მასპინძლის მხრიდან, რომელმაც ეს ყველაფერი კომენდანტის საათის პირობებში დაგეგმა" - ხუხაშვილი

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი რუსი ჟურ­ნა­ლის­ტის ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რის თბი­ლის­ში ვი­ზიტ­სა და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა.

"თუ ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი არ და­ურ­ღვე­ვია, პოზ­ნერს ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის უფ­ლე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჰქონ­და მწვა­ვე პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა. აი, ვახ­შამ­ზე წას­ვლა კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის დროს უკვე იყო უკი­დუ­რე­სი თავ­ხე­დო­ბა, სიბ­რიყ­ვე და პრო­ვო­კა­ცია, არა იმ­დე­ნად პოზ­ნე­რის, არა­მედ:

1. მას­პინ­ძე­ლი სუ­ბი­ექ­ტის მხრი­დან, რო­მელ­მაც ეს ყვე­ლა­ფე­რი და­გეგ­მა და შე­ა­თან­ხმა მთე­ლი ეს მარ­შრუ­ტი კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის პი­რო­ბებ­ში.

2. სას­ტუმ­როს მხრი­დან, რო­მელ­მაც ამა­ზე “ხელი მო­ა­წე­რა”.

3. რეს­ტორ­ნის მხრი­დან, რომ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია და მთე­ლი პერ­სო­ნა­ლი აგ­რეთ­ვე მოქ­მე­დებ­და კა­ნონს მიღ­მა.

4. პო­ლი­ცი­ის­გან, რო­მე­ლიც კა­ნო­ნით და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას უკუღ­მა ას­რუ­ლებ­და სა­ვა­რა­უ­დოდ ზე­პი­რი ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, საქ­მე გვაქვს სის­ტე­მურ პრობ­ლე­მას­თან, რო­მელ­შიც ვლინ­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან არა­ფორ­მა­ლუ­რი ინ­ტე­რეს-ჯგუ­ფე­ბის კა­ნონ­ზე მაღ­ლა მოქ­მე­დე­ბე­ბის აღი­ა­რე­ბა, ანუ ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კრი­ზი­სი" - წერს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში 31 მარტს ჩა­მო­ვი­და. მის ვი­ზიტს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა, რომ­ლებ­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ.

აქ­ტი­ვის­ტე­ბის თქმით, პოზ­ნე­რი არის გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც "აფხა­ზე­თი არას­დროს იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლი", რი­თაც მან სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა და მან სა­ქარ­თვე­ლო უნდა და­ტო­ვოს. ამას­თან, აქ­ტი­ვის­ტე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ პოზ­ნერ­მა და მის­მა სტუმ­რებ­მა ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი და­არ­ღვი­ეს.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფაფუა
56

ერთი ესეთინაკციები სამი მუშკეტერის სახლებთანაც არ გვაწკენდა , გონს მოეგონ იქნებ და მოეშვან ერის გენოციდს...

მერაბი
30

ეხ ხუხა ხუხა. ვაი რომ ვერ ხვდები იმას რომ ისტიტუციური კრიზისი შენ გაქვს თავში. შენ ხარ კაცი უბედურება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ეს არის უკიდურესი თავხედობა არა იმდენად პოზნერის, არამედ მასპინძლის მხრიდან, რომელმაც ეს ყველაფერი კომენდანტის საათის პირობებში დაგეგმა" - ხუხაშვილი

"ეს არის უკიდურესი თავხედობა არა იმდენად პოზნერის, არამედ მასპინძლის მხრიდან, რომელმაც ეს ყველაფერი კომენდანტის საათის პირობებში დაგეგმა" - ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის თბილისში ვიზიტსა და საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"თუ ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია, პოზნერს ჰქონდა საქართველოში ჩამოსვლის უფლება. საზოგადოებას ჰქონდა მწვავე პროტესტის გამოხატვის უფლება. აი, ვახშამზე წასვლა კომენდანტის საათის დროს უკვე იყო უკიდურესი თავხედობა, სიბრიყვე და პროვოკაცია, არა იმდენად პოზნერის, არამედ:

1. მასპინძელი სუბიექტის მხრიდან, რომელმაც ეს ყველაფერი დაგეგმა და შეათანხმა მთელი ეს მარშრუტი კომენდანტის საათის პირობებში.

2. სასტუმროს მხრიდან, რომელმაც ამაზე “ხელი მოაწერა”.

3. რესტორნის მხრიდან, რომლის ადმინისტრაცია და მთელი პერსონალი აგრეთვე მოქმედებდა კანონს მიღმა.

4. პოლიციისგან, რომელიც კანონით დაკისრებულ მოვალეობას უკუღმა ასრულებდა სავარაუდოდ ზეპირი ბრძანების საფუძველზე. შესაბამისად, საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან, რომელშიც ვლინდება ხელისუფლების მხრიდან არაფორმალური ინტერეს-ჯგუფების კანონზე მაღლა მოქმედებების აღიარება, ანუ ინსტიტუციური კრიზისი" - წერს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.

აქტივისტების თქმით, პოზნერი არის განცხადების ავტორი, რომლის თანახმადაც "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი", რითაც მან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეურაცხყოფა მიაყენა და მან საქართველო უნდა დატოვოს. ამასთან, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა ე.წ. კომენდანტის საათი დაარღვიეს.

"აღმოვჩნდით წამყვანის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობისა და შეურაცხყოფის მსხვერპლები" - "ფარულ კონვერტს" პროდიუსერები ტოვებენ

"ბესოს ძალადობები, თქვენ გარდა, ყველამ ვიცოდით, თქვენივე ხელით რომ გამოკვებეთ ეს ამაზრზენი ადამიანი, ვერც ხედავდით" - ნინუცა მაყაშვილის ბიცოლა რობერტს სტურუას

რობერტ სტურუა ბესო ზანგურის შესახებ ნინუცა მაყაშვილის განცხადებებს ეხამურება - რეჟისორის სკანდალური პოსტი და საზოგადოების უმწვავესი კომენტარები