სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მოლაპარაკებებს რომ აწარმოებდნენ, კომენდანტის საათის მომიზეზებით თავაზიანად ეთქვათ უარი წვეულების გამართვაზე" - რას წერს რაჭველი პოზნერის ჩამოსვლაზე?
"მოლაპარაკებებს რომ აწარმოებდნენ, კომენდანტის საათის მომიზეზებით თავაზიანად ეთქვათ უარი წვეულების გამართვაზე" - რას წერს რაჭველი პოზნერის ჩამოსვლაზე?

კომ­პო­ზი­ტო­რი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი რუსი ჟურ­ნა­ლის­ტის ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას და თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა:

"მახ­სოვს წლე­ბის წინ, საკ­მა­ოდ დიდი ხნის უკან მარ­თლაც რომ დიდი მუ­სი­კო­სის და მსოფ­ლიო მო­ქა­ლა­ქის იური ბაშ­მე­ტის კონ­ცერ­ტის დროს, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, გა­რეთ საპ­რო­ტეს­ტო გან­წყო­ბით მო­სულ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა დიდი ხმა­უ­რი გა­მო­იწ­ვი­ეს, ხმა დარ­ბაზ­შიც შე­დი­ო­და, რა­მაც ხელი შე­უ­შა­ლა გია ყან­ჩე­ლის ჩუმი და პა­უ­ზე­ბით სავ­სე ნა­წარ­მო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

მა­შინ ორაზ­რო­ვა­ნი გან­ცდა მქონ­და, ერ­თის მხრივ მინ­დო­და კონ­ცერტს და ნა­წარ­მო­ე­ბის პრე­მი­ე­რას მა­ღალ დო­ნე­ზე ჩა­ევ­ლო და მე­ო­რეს მხრივ ბო­ლომ­დე ვუ­თა­ნაგ­რძნობ­დი პრო­ტეს­ტის ში­ნა­არსს, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო მა­ნამ­დე ბაშ­მე­ტის მიერ აფხა­ზეთ­ში სა­გას­ტრო­ლო მოგ­ზა­უ­რო­ბი­სა და სო­ხუმ­ში ფეს­ტი­ვა­ლის და­არ­სე­ბის ამ­ბე­ბის გახ­მუ­რე­ბით, რა­მაც ჩვე­ნამ­დეც მო­აღ­წია და ძა­ლი­ან დაგ­ვწყვი­ტა გული. ერ­თია, როცა ამ­ბობ, რომ გიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო (არც ბაშ­მე­ტის და არც პოზ­ნე­რის გულ­წრფე­ლო­ბა­ში ეჭვი არ შე­მაქვს), მაგ­რამ მე­ო­რეა რო­გორ ექ­ცე­ვი იმ ერს, რო­მელ­საც ეფი­ცე­ბი სიყ­ვა­რულს. ბაშ­მე­ტი­ცა და პოზ­ნე­რიც საზ­რდო­ო­ბენ პუ­ტი­ნის ინ­დუ­ლი­გენ­ცი­ე­ბით, მაგ­რამ მათი რან­გის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს და აღი­ა­რე­ბუ­ლებს სწო­რედ ის გა­მო­არ­ჩევს, რომ მათ შე­უძ­ლი­ათ იყ­ვნენ თა­ვი­სუფ­ლე­ბი, შე­უძ­ლი­ათ თავი აა­რი­დონ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის იმ ნა­წილს, სა­დაც ავა­ლე­ბენ, რომ აფხა­ზე­თის და სა­მა­ჩაბ­ლოს მი­მართ სა­ჯა­როდ და­ა­ფიქ­სი­რონ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის და მით უფრო ჩვე­ნი წა­მე­ბუ­ლი გმი­რე­ბის სუ­ლე­ბის­თვის ყოვ­ლად შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი თუ მოქ­მე­დე­ბე­ბი. მათ კი ეს არ ქნეს, ვერ კი არა, არ!!!

ჰოდა არც ბაშ­მეტს უნდა წყინ­დეს მი­სად­მი გა­მო­ხა­ტუ­ლი პრო­ტეს­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში და მი­თუ­მე­ტეს პოზ­ნერს, რო­მელ­საც არც ამე­რი­კის პას­პორ­ტი უშ­ვე­ლის და არც ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბი­სად­მი რე­ვე­რან­სე­ბი. სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა და მას­პინ­ძლო­ბის ადა­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­დროს ვრცელ­დე­ბო­და დამ­პყრობ­ლებ­სა და მტრებ­ზე!

ასევე დაგაინტერესებთ
23:05 / 31-03-2021

"საქართველოში დაბადების დღის აღნიშვნა ტრადიციად მექცა..." - არსებული ინფორმაციით, ვლადიმერ პოზნერის მასპინძელი მირანდა მირიანაშვილია

23:34 / 31-03-2021

შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა სასტუმრო, სადაც რუს შოუმენებს მასპინძლობენ

07:18 / 01-04-2021

ვლადიმერ პოზნერმა თბილისის, შესაძლოა, დროზე ადრე დატოვოს - რა ხდებოდა მთელი ღამე "რუმსთან", სადაც რუსი შეუმენები იმყოფებოდნენ

07:29 / 01-04-2021

"წინანდალი, 2011 წელი - სააკაშვილი პუტინის საყვარელი რეჟისორის - მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში" - რას წერს ლექსო თამაზაშვილი "ფეისბუქზე"?

08:47 / 01-04-2021

ორჯერ დამარცხებული სიმსივნე, 21 წლით უმცროსი ცოლი და კრიტიკული განცხადებები საქართველოზე - ვინ არის ვლადიმერ პოზნერი და რით ახსოვთ ის ქართველებს?

08:44 / 01-04-2021

"ეს არის უკიდურესი თავხედობა არა იმდენად პოზნერის, არამედ მასპინძლის მხრიდან, რომელმაც ეს ყველაფერი კომენდანტის საათის პირობებში დაგეგმა" - ხუხაშვილი

14:38 / 01-04-2021

"Нахуйамдис!" - როგორ ეხმაურებიან ცნობილი ქართველები პოზნერის ვიზიტს "ფეისბუქში"

უბ­რა­ლოდ ვი­სურ­ვებ­დი საქ­მე აქამ­დე არ მი­სუ­ლი­ყო და მათ ვის­თა­ნაც ლო­ჯის­ტი­კურ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებ­დნენ რუსი “ტუ­რის­ტე­ბის” სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მი­ნი­მუმ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­სა და კო­მენ­და­ტი სა­ა­თის მო­მი­ზე­ზე­ბით თა­ვა­ზი­ა­ნად ეთ­ქვათ უარი წვე­უ­ლე­ბის თბი­ლის­ში გა­მარ­თვა­ზე. ეს იქ­ნე­ბო­და გო­ნებ­რი­ვი პრე­ვენ­ცია. ახლა კი რაც ხდე­ბა ყვე­ლამ სა­კუ­თარ თავს უნდა და­აბ­რა­ლოს, სტუმ­რებ­მაც და უშუ­ა­ლოდ მათ­მა მას­პინ­ძლებ­მაც, სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­ზღვრო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჩათ­ვლით! და ის თუ რას იფიქ­რე­ბენ ჩვენ­ზე მე აღარ მა­ღელ­ვებს, რად­გან უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რას ფიქ­რობს ჩვენ­ზე გერ­მა­ნია, ჰო­ლან­დია, ბელ­გია, საფ­რან­გე­თი, შვე­ი­ცა­რია, ავ­სტრია, ეს­პა­ნე­თი, იტა­ლია, ამე­რი­კა, ია­პო­ნია და პორ­ტუ­გა­ლია..." - წერს რაჭ­ვე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
___
164

ანუ ვინც აფხაზეთში ჩადის ყველა რუსული პოლიტიკის მომხრეა??? სისულელე!!! რუსული ელიტის უმრავლესობა თვითონ აკრიტიკებს ქვეყნის პოლოტიკას!!! ბაშმეტი ევროპაში კი იცით რა ჰონორარებსიღებს, საქართველოში მისი ჩამოსვლა ქველმოქმედება იყო. პანდემიის რეგულაციების დარღვევა დასასჯელია , დანარჩენი რაც მოხდა ქაჯობაა!!!

ალუდა ქეთელაური
6

სწორია ნიკა, ამ ბაზარს არ სჯობდა, პრევენციული ზომები მიეღოთ და საქმე აქამდე არ მიეყვანათ. ბოლომდე საქმის კურსში არ ვარ. როგორც მივხვდი, კერძო პირმა მოიპატიჟა და ეს არაა ოფიციალური ვიზიტი, როგორც გავრილოვის შემთხვევაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"მოლაპარაკებებს რომ აწარმოებდნენ, კომენდანტის საათის მომიზეზებით თავაზიანად ეთქვათ უარი წვეულების გამართვაზე" - რას წერს რაჭველი პოზნერის ჩამოსვლაზე?

"მოლაპარაკებებს რომ აწარმოებდნენ, კომენდანტის საათის მომიზეზებით თავაზიანად ეთქვათ უარი წვეულების გამართვაზე" - რას წერს რაჭველი პოზნერის ჩამოსვლაზე?

კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას და თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"მახსოვს წლების წინ, საკმაოდ დიდი ხნის უკან მართლაც რომ დიდი მუსიკოსის და მსოფლიო მოქალაქის იური ბაშმეტის კონცერტის დროს, რომელიც თბილისის კონსერვატორიაში მიმდინარეობდა, გარეთ საპროტესტო განწყობით მოსულმა მოქალაქეებმა დიდი ხმაური გამოიწვიეს, ხმა დარბაზშიც შედიოდა, რამაც ხელი შეუშალა გია ყანჩელის ჩუმი და პაუზებით სავსე ნაწარმოების შესრულებას.

მაშინ ორაზროვანი განცდა მქონდა, ერთის მხრივ მინდოდა კონცერტს და ნაწარმოების პრემიერას მაღალ დონეზე ჩაევლო და მეორეს მხრივ ბოლომდე ვუთანაგრძნობდი პროტესტის შინაარსს, რომელიც გამოწვეული იყო მანამდე ბაშმეტის მიერ აფხაზეთში საგასტროლო მოგზაურობისა და სოხუმში ფესტივალის დაარსების ამბების გახმურებით, რამაც ჩვენამდეც მოაღწია და ძალიან დაგვწყვიტა გული. ერთია, როცა ამბობ, რომ გიყვარს საქართველო (არც ბაშმეტის და არც პოზნერის გულწრფელობაში ეჭვი არ შემაქვს), მაგრამ მეორეა როგორ ექცევი იმ ერს, რომელსაც ეფიცები სიყვარულს. ბაშმეტიცა და პოზნერიც საზრდოობენ პუტინის ინდულიგენციებით, მაგრამ მათი რანგის პროფესიონალებს და აღიარებულებს სწორედ ის გამოარჩევს, რომ მათ შეუძლიათ იყვნენ თავისუფლები, შეუძლიათ თავი აარიდონ ვალდებულებების იმ ნაწილს, სადაც ავალებენ, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს მიმართ საჯაროდ დააფიქსირონ საქართველოსთვის, ჩვენი ხალხისთვის და მით უფრო ჩვენი წამებული გმირების სულებისთვის ყოვლად შეურაცხმყოფელი მოსაზრებები თუ მოქმედებები. მათ კი ეს არ ქნეს, ვერ კი არა, არ!!!

ჰოდა არც ბაშმეტს უნდა წყინდეს მისადმი გამოხატული პროტესტი საქართველოში და მითუმეტეს პოზნერს, რომელსაც არც ამერიკის პასპორტი უშველის და არც ქართული ხელოვნებისადმი რევერანსები. სტუმართმოყვარეობა და მასპინძლობის ადათი საქართველოში არასდროს ვრცელდებოდა დამპყრობლებსა და მტრებზე!

უბრალოდ ვისურვებდი საქმე აქამდე არ მისულიყო და მათ ვისთანაც ლოჯისტიკურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ რუსი “ტურისტების” საქართველოში ვიზიტის ორგანიზატორები მინიმუმ რეგულაციებისა და კომენდატი საათის მომიზეზებით თავაზიანად ეთქვათ უარი წვეულების თბილისში გამართვაზე. ეს იქნებოდა გონებრივი პრევენცია. ახლა კი რაც ხდება ყველამ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, სტუმრებმაც და უშუალოდ მათმა მასპინძლებმაც, საქართველოს სასაზღვრო ორგანიზაციების ჩათვლით! და ის თუ რას იფიქრებენ ჩვენზე მე აღარ მაღელვებს, რადგან უფრო მნიშვნელოვანია რას ფიქრობს ჩვენზე გერმანია, ჰოლანდია, ბელგია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, ესპანეთი, იტალია, ამერიკა, იაპონია და პორტუგალია..." - წერს რაჭველი.

სოფო ნიჟარაძე საბავშვო ეტლით - მომღერლის პირველი ფოტო შვილთან ერთად

"პირველად გრენობლში შევხვდით ერთმანეთს, ისე ვიკამათეთ მეპატრონეს ჩხუბი ეგონა" - როგორ იხსენებს საზოგადოება საყვარელ მწერალს?

"სხვათაშორის, ბევრი ადამიანი ჩინურ ვაქცინას ელოდება, რომელიც "ტრადიციული" მეთოდით არის დამზადებული" - გოცირიძე "სინოფარმზე" კრიტიკას ეხმაურება