ავტორი:

"უკრაინული მხარე შესაძლოა, ამა თუ იმ გზით პროვოკაციულ ქმედებებზე წავიდეს, რაც ომს გამოიწვევს" - დიმიტრი პესკოვი ხელახალ კონფლიქტზე საუბრობს

"უკრაინული მხარე შესაძლოა, ამა თუ იმ გზით პროვოკაციულ ქმედებებზე წავიდეს, რაც ომს გამოიწვევს" - დიმიტრი პესკოვი ხელახალ კონფლიქტზე საუბრობს

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი შეშფოთებულია უკრაინაში დაძაბულობის ზრდით და შიშობს, რომ ქვეყნის მთავრობის ქმედებებმა, შესაძლოა, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტის ხელახალი დაწყება გამოიწვიოს.

"ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას მზარდი დაძაბულობის გამო და იმის გამო, რომ ამა თუ იმ გზით, უკრაინული მხარე შესაძლოა, პროვოკაციულ ქმედებებზე წავიდეს, რაც ომს გამოიწვევს. რა თქმა უნდა, ნამდვილად არ გვსურს ამის ნახვა“, – აღნიშნა პესკოვმა.

კითხვაზე, უშვებს თუ არა ის ამ ომში დონბასის მხარეს რუსეთის მონაწილეობის შესაძლებლობას, კრემლის პრესსპიკერმა განმარტა: ”ვგულისხმობ სამოქალაქო ომს, რომელსაც იქ უკვე ადგილი ჰქონდა“.

"რუსული კვალი იკვეთება იარაღის იმ საწყობების აფეთქებებში, საიდანაც სამხედრო მასალა საქართველოს უნდა მიეღო" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბულგარეთის პროკურატურა?

რა დეტალებს იხსენებს ლავროვი აგვისტოს ომის პერიოდიდან - "სარკოზი ჩაფრინდა თბილისში, რათა სააკაშვილის მხრიდან დოკუმენტზე მხარდაჭერა უზრუნველეყო"

თურქული გამოცემა: "ჩვენმა ნაბიჯებმა კავკასიის რეგიონში, ამერიკა საკმაოდ უკმაყოფილო დატოვა" - რა პასუხი შეიძლება გასცეს თურქეთმა აშშ-ს?