სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რამზან კადიროვის რეკომენდაცია ისრაელს - "ნუ აშინებთ თქვენს მოქალაქეებს არარსებული ჩეჩენი ტერორისტებით"
რამზან კადიროვის რეკომენდაცია ისრაელს - "ნუ აშინებთ თქვენს მოქალაქეებს არარსებული ჩეჩენი ტერორისტებით"

ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი რამ­ზან კა­დი­რო­ვი ის­რა­ელს მო­უ­წო­დებს, სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს ნუ აში­ნებს ჩეჩ­ნეთ­ში ტე­რო­რიზ­მის საფრ­თხით. ამის შე­სა­ხებ „რია ნო­ვოს­ტი“ იუ­წყე­ბა.

მისი თქმით, ტე­რო­რის­ტუ­ლი საფრ­თხე აღარ არის აქ­ტუ­ა­ლუ­რი.

„ის­რა­ე­ლის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭომ ტრა­დი­ცი­ას არ უღა­ლა­ტა და კი­დევ ერთხელ შე­იყ­ვა­ნა ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა იმ რე­გი­ო­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, სა­დაც ნარ­ჩუნ­დე­ბა ტე­რო­რიზ­მის მა­ღა­ლი საფრ­თხე ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის.

მსურს რე­კო­მენ­და­ცია მივ­ცე ის­რა­ე­ლის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს, ნუ აში­ნებს თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებს არარ­სე­ბუ­ლი ჩე­ჩე­ნი ტე­რო­რის­ტე­ბით. ეს ტერ­მი­ნი, ისე­ვე რო­გორც თა­ვად ტე­რო­რიზ­მის საფრ­თხე ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში, დიდი ხა­ნია, აღარ არის აქ­ტუ­ა­ლუ­რი. „ბო­ე­ვი­კე­ბი“ ჩვენ გა­ვა­ნად­გუ­რეთ. თქვენ და­იგ­ვი­ა­ნეთ“, - წერს კა­დი­რო­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ინ­სტაგ­რამ­ში“.

ის ვა­რა­უ­დობს, რომ ის­რა­ელს ბოლო 20 წე­ლია სია აღარ გა­ნუ­ახ­ლე­ბია და „ის ვი­ღა­ცის დაკ­რულ­ზე“ შე­იქ­მნა.

„ვფიქ­რობ, რომ ის­რა­ე­ლი - არის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც არა­ვის მის­ცემს უფ­ლე­ბას პი­რო­ბე­ბი უკარ­ნა­ხოს. ამი­ტომ, ჩემ­თვის გა­სა­ო­ცა­რია, რომ სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სხვის ან­კესს ეგე­ბა და სრუ­ლი­ად არ აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას საქ­მის რე­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას“, - წერს კა­დი­რო­ვი.

მისი თქმით, მო­ხა­რუ­ლია, რომ „ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რე­ა­ლუ­რი საქ­მის კურ­სში არი­ან, აქ­ტი­უ­რად ჩა­მო­დი­ან რეს­პუბ­ლი­კა­ში, და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან ბიზ­ნე­სით, ის­ვე­ნე­ბენ და მოგ­ზა­უ­რო­ბენ“.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არი
15

სანამ ასეთები არსებობენ, რეგიონში მშვიდობა არ იქნება. ანუ 21 საუკუნის ბოლოსთვის რაღაცა სინათლე იქნება. 

თაზო
13

ეს მგონი გაიჩალიჩებს მოსადის რისხვას))) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რამზან კადიროვის რეკომენდაცია ისრაელს - "ნუ აშინებთ თქვენს მოქალაქეებს არარსებული ჩეჩენი ტერორისტებით"

რამზან კადიროვის რეკომენდაცია ისრაელს - "ნუ აშინებთ თქვენს მოქალაქეებს არარსებული ჩეჩენი ტერორისტებით"

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ისრაელს მოუწოდებს, საკუთარ მოქალაქეებს ნუ აშინებს ჩეჩნეთში ტერორიზმის საფრთხით. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

მისი თქმით, ტერორისტული საფრთხე აღარ არის აქტუალური.

„ისრაელის უშიშროების საბჭომ ტრადიციას არ უღალატა და კიდევ ერთხელ შეიყვანა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იმ რეგიონების ჩამონათვალში, სადაც ნარჩუნდება ტერორიზმის მაღალი საფრთხე ისრაელის მოქალაქეებისთვის.

მსურს რეკომენდაცია მივცე ისრაელის უშიშროების საბჭოს, ნუ აშინებს თავის მოქალაქეებს არარსებული ჩეჩენი ტერორისტებით. ეს ტერმინი, ისევე როგორც თავად ტერორიზმის საფრთხე ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, დიდი ხანია, აღარ არის აქტუალური. „ბოევიკები“ ჩვენ გავანადგურეთ. თქვენ დაიგვიანეთ“, - წერს კადიროვი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“.

ის ვარაუდობს, რომ ისრაელს ბოლო 20 წელია სია აღარ განუახლებია და „ის ვიღაცის დაკრულზე“ შეიქმნა.

„ვფიქრობ, რომ ისრაელი - არის ქვეყანა, რომელიც არავის მისცემს უფლებას პირობები უკარნახოს. ამიტომ, ჩემთვის გასაოცარია, რომ სუვერენული სახელმწიფო სხვის ანკესს ეგება და სრულიად არ აქცევს ყურადღებას საქმის რეალურ მდგომარეობას“, - წერს კადიროვი.

მისი თქმით, მოხარულია, რომ „ისრაელის მოქალაქეები რეალური საქმის კურსში არიან, აქტიურად ჩამოდიან რესპუბლიკაში, დაკავებული არიან ბიზნესით, ისვენებენ და მოგზაურობენ“.

"ირაკლი ღარიბაშვილის, ჩვენი ქართველი ძმების ძალისხმევით ისინი სომხეთში არიან" - რას ამბობს ნიკოლ ფაშინიანი სომეხი სამხედრო ტყვეების სამშობლოში დაბრუნებაზე

ენტონი ბლინკენი საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის - რას წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი "ტვიტერში" სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საქართველოს შუამდგომლობაზე

ცრემლები, ემოციები და ერთი ადამიანის გარშემო გაერთიანებული მსოფლიო - კადრები "ევრო 2020"-ის დრამატული მატჩიდან - როგორია კრისტიან ერიკსენის მდგომარეობა ახლა