სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დები ხაჩატურიანების სკანდალური საქმის ახალი დეტალები - გოგონები, რომლებმაც მამა მოკლეს, სასამართლომ დაზარალებულად სცნო
დები ხაჩატურიანების სკანდალური საქმის ახალი დეტალები - გოგონები, რომლებმაც მამა მოკლეს, სასამართლომ დაზარალებულად სცნო

რუ­სეთ­ში მომ­ხდა­რი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბის საქ­მის ფი­გუ­რან­ტე­ბი, დები ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნე­ბი რუ­სულ­მა სა­სა­მარ­თლომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად სცნო, თუმ­ცა საქ­მის იმ ნა­წილ­ში, რო­მე­ლიც მა­მის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბა­სა და ცე­მას ეხე­ბა.

სა­ა­გენ­ტო Tacc-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­ბის ად­ვო­კა­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ეს წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია და ყო­ვე­ლი­ვე სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემთ, რომ გო­გო­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის თა­ვი­დან აღ­ძვრა აი­ცი­ლონ.

ად­ვო­კა­ტე­ბი ახლა იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა სრულ­ფა­სოვ­ნად წა­რი­მარ­თე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ დამ­ტკიც­დე­ბა, რომ დები მოქ­მე­დე­ბას მა­მის მკვლე­ლო­ბის დროს ჰქონ­და თავ­დაც­ვის ხა­სი­ა­თი.

ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნე­ბის საქ­მე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბაა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მსოფ­ლიო მე­დი­ის ინ­ტე­რე­სი დღემ­დე დი­დია. საქ­მე შე­ე­ხე­ბა მი­ხა­ილ ხა­ჩა­ტუ­რი­ანს, რო­მე­ლიც 2018 წელს ქა­ლიშ­ვი­ლებ­მა მოკ­ლეს. ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნის ცხე­და­რი მოს­კოვ­ში, სა­კუ­თარ აპარ­ტა­მენ­ტში, კი­ბე­ზე იპო­ვეს, მას გულ­მკერ­დი­სა და კის­რის არე­ში და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ათო­ბით ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და.

მას შემ­დეგ, რო­გორც სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, "ხან­გრძლი­ვი, რთუ­ლი და ჩახ­ლარ­თუ­ლი“ სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მოს­კო­ვის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აცხა­დე­ბენ, რომ დებ ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნებ­ზე მამა გა­მუდ­მე­ბით ძა­ლა­დობ­და, რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, ად­გი­ლი ჰქონ­და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვებს და ამი­ტო­მაც, გო­გო­ნებს გა­ნუ­ვი­თარ­დათ თავ­დაც­ვი­თი რე­აქ­ცია. პრო­კუ­რა­ტუ­რა მო­ი­თხოვ­და, რომ სა­სა­მარ­თლოს ისი­ნი არა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, არა­მედ თავ­დაც­ვის მიზ­ნით მკვლე­ლო­ბის­თვის გა­ე­სა­მარ­თლე­ბი­ნა, თუმ­ცა მო­თხოვ­ნა თავ­და­პირ­ვე­ლად დაკ­მა­ყო­ფილ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე მი­ხა­ილ ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნი სახ­ლში ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კი­დან დაბ­რუნ­და, ქა­ლიშ­ვი­ლებს წი­წა­კის სპრეი შე­ას­ხა და მათ­ზე იძა­ლა­და. გო­გო­ნე­ბი­დან ერთ-ერთს, კრის­ტი­ნას ას­თმა აქვს და ყო­ვე­ლი­ვეს გამო, გო­ნე­ბა და­კარ­გა.

რო­გორც CNN წერს, დებ­მა ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნებ­მა, 19 წლის კრის­ტი­ნამ, 18 წლის ან­გე­ლი­ნამ და 17 წლის მა­რი­ამ, სწო­რედ იმ ღა­მეს გა­და­წყვი­ტეს მა­მის მოკ­ვლა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნე­ბი მა­მას თავს და­ესხნენ ჩა­ჩუ­ქით, და­ნით და წი­წა­კის იმა­ვე სპრე­ით, რო­მე­ლიც მა­მა­კაც­მა შვი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნა და მას მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს.

და­კი­თხვის ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, ერთ-ერთი და ამ­ბობს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად, სცა­დეს სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის მი­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ჭრი­ლო­ბე­ბი და ისე გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, რომ ეს ჭრი­ლო­ბე­ბი მათ მა­მამ მი­ა­ყე­ნა.

რო­დე­საც გო­გო­ნე­ბი და­ა­კა­ვეს, მათ აღი­ა­რეს მკვლე­ლო­ბა. დე­ბის თქმით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი მა­მის მხრი­დან სექ­სუ­ა­ლუ­რი, ფი­ზი­კუ­რი და ემო­ცი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლნი იყ­ვნენ. გა­სულ ზა­ფხულს გო­გო­ნებს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, რა­მაც რუს აქ­ტი­ვის­ტთა აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლთა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ გო­გო­ნე­ბი თავს იცავ­დნენ და მო­ძა­ლა­დის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად, სხვა გზა აღარ ჰქონ­დათ.

"ვფიქ­რობთ, მათ სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ ჰქონ­დათ. მა­მამ შვი­ლე­ბი სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა და მათი ცხოვ­რე­ბა ჯო­ჯო­ხე­თუ­რი იყო. გო­გო­ნებს სე­რი­ო­ზუ­ლი ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­დათ, პოსტტრავ­მუ­ლი სტრე­სუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა, ეს და­დას­ტურ­და შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბით“, - ამ­ბობს გო­გო­ნე­ბის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ალექ­სეი პარ­სი­ნი.

"ის ძა­ლი­ან გვძულ­და და მხო­ლოდ ერთი რამ გვინ­დო­და - და­კარ­გუ­ლი­ყო, თით­ქოს მას არა­სო­დეს ვიც­ნობ­დით. გვსურ­და ერთხე­ლაც წა­სუ­ლი­ყო და სახ­ლში აღა­რა­სო­დეს დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო,“ - გა­ნუ­ცხა­და გა­მო­ძი­ე­ბას ან­გე­ლი­ნა ხა­ჩა­ტუ­რი­ან­მა.

გო­გო­ნე­ბის თქმით, მი­ხა­ილ­მა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა და­ი­წყო და სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა. ერთ დროს მზრუნ­ვე­ლი მამა მონ­სტრად იქცა, რო­მე­ლიც სცემ­და შვი­ლებს. გო­გო­ნე­ბის დაც­ვა არც დე­დას შე­ეძ­ლო, რად­გან ოჯა­ხი მან დიდი ხნის წინ მი­ა­ტო­ვა.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ქალი უბ­რა­ლოდ გა­იქ­ცა, გო­გო­ნე­ბი კი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მი­ხა­ილ­მა მათი დედა სახ­ლი­დან გა­აგ­დო. ან­გე­ლი­ნას, კრის­ტი­ნას და მა­რი­ას ძმაც ჰყავთ, 20 წლის ხა­ჩი­კი, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია. ის დიდი ხა­ნია, ოჯა­ხის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად სხვა სახ­ლში ცხოვ­რობს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მი­ხა­ილ­მა დე­რე­ფან­ში და­ა­ყე­ნა კა­მე­რე­ბი და მიკრო­ფო­ნე­ბი, რათა შვი­ლე­ბის­თვის ეთ­ვალ­თვა­ლა. შე­ში­ნე­ბულ გო­გო­ნებს არ შე­ეძ­ლოთ, მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე გა­სუ­ლიყ­ვნენ სახ­ლი­დან, ან დედა მო­ე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნათ. სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის გამო მი­ხა­ი­ლის შვილ­მა თა­ვის მოკ­ვლაც სცა­და, აბე­ბი მი­ი­ღო. მა­შინ ექი­მებს მა­მამ გა­ნუ­ცხა­და, რომ გო­გო­ნას წამ­ლე­ბი აე­რია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
12

საცოდავი გოგოები ესენი ადამიანებად მაინც აღარ ივარგებენ, დაუნგრიათ ცხოვრება მამამისმა

ანი
1

სულ ვადევნებ თვალს .. ეს ბავშვები მთელი ცხოვრება ძალადობას იტანდნენ,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

დები ხაჩატურიანების სკანდალური საქმის ახალი დეტალები - გოგონები, რომლებმაც მამა მოკლეს, სასამართლომ დაზარალებულად სცნო

დები ხაჩატურიანების სკანდალური საქმის ახალი დეტალები - გოგონები, რომლებმაც მამა მოკლეს, სასამართლომ დაზარალებულად სცნო

რუსეთში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმის ფიგურანტები, დები ხაჩატურიანები რუსულმა სასამართლომ დაზარალებულად სცნო, თუმცა საქმის იმ ნაწილში, რომელიც მამის მხრიდან ძალადობასა და ცემას ეხება.

სააგენტო Tacc-ის ინფორმაციით, დების ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯია და ყოველივე საშუალებას მისცემთ, რომ გოგონების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის თავიდან აღძვრა აიცილონ.

ადვოკატები ახლა იმედოვნებენ, რომ გამოძიება სრულფასოვნად წარიმართება და საბოლოოდ დამტკიცდება, რომ დები მოქმედებას მამის მკვლელობის დროს ჰქონდა თავდაცვის ხასიათი.

ხაჩატურიანების საქმე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობაა, რომლის შესახებაც მსოფლიო მედიის ინტერესი დღემდე დიდია. საქმე შეეხება მიხაილ ხაჩატურიანს, რომელიც 2018 წელს ქალიშვილებმა მოკლეს. ხაჩატურიანის ცხედარი მოსკოვში, საკუთარ აპარტამენტში, კიბეზე იპოვეს, მას გულმკერდისა და კისრის არეში დანით მიყენებული ათობით ჭრილობა ჰქონდა.

მას შემდეგ, როგორც სხვადასხვა გამოცემები წერენ, "ხანგრძლივი, რთული და ჩახლართული“ საგამოძიებო პროცესი მიმდინარეობს.

მოსკოვის პროკურატურაში აცხადებენ, რომ დებ ხაჩატურიანებზე მამა გამუდმებით ძალადობდა, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, ადგილი ჰქონდა სექსუალური ძალადობის შემთხვევებს და ამიტომაც, გოგონებს განუვითარდათ თავდაცვითი რეაქცია. პროკურატურა მოითხოვდა, რომ სასამართლოს ისინი არა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, არამედ თავდაცვის მიზნით მკვლელობისთვის გაესამართლებინა, თუმცა მოთხოვნა თავდაპირველად დაკმაყოფილდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე მიხაილ ხაჩატურიანი სახლში ფსიქიატრიული კლინიკიდან დაბრუნდა, ქალიშვილებს წიწაკის სპრეი შეასხა და მათზე იძალადა. გოგონებიდან ერთ-ერთს, კრისტინას ასთმა აქვს და ყოველივეს გამო, გონება დაკარგა.

როგორც CNN წერს, დებმა ხაჩატურიანებმა, 19 წლის კრისტინამ, 18 წლის ანგელინამ და 17 წლის მარიამ, სწორედ იმ ღამეს გადაწყვიტეს მამის მოკვლა. გამოძიების ინფორმაციით, გოგონები მამას თავს დაესხნენ ჩაჩუქით, დანით და წიწაკის იმავე სპრეით, რომელიც მამაკაცმა შვილების წინააღმდეგ გამოიყენა და მას მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.

დაკითხვის ჩანაწერების მიხედვით, ერთ-ერთი და ამბობს, რომ თავდაპირველად, სცადეს საკუთარი თავისთვის მიეყენებინათ ჭრილობები და ისე გამოჩენილიყო, რომ ეს ჭრილობები მათ მამამ მიაყენა.

როდესაც გოგონები დააკავეს, მათ აღიარეს მკვლელობა. დების თქმით, წლების განმავლობაში ისინი მამის მხრიდან სექსუალური, ფიზიკური და ემოციური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. გასულ ზაფხულს გოგონებს ბრალი წაუყენეს განზრახ მკვლელობის ბრალდებით, რამაც რუს აქტივისტთა აღშფოთება გამოიწვია. ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ გოგონები თავს იცავდნენ და მოძალადისგან თავის დასაცავად, სხვა გზა აღარ ჰქონდათ.

"ვფიქრობთ, მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ. მამამ შვილები სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა და მათი ცხოვრება ჯოჯოხეთური იყო. გოგონებს სერიოზული ფსიქიკური დაავადებები განუვითარდათ, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ეს დადასტურდა შესაბამისი კვლევებით“, - ამბობს გოგონების უფლებადამცველი ალექსეი პარსინი.

"ის ძალიან გვძულდა და მხოლოდ ერთი რამ გვინდოდა - დაკარგულიყო, თითქოს მას არასოდეს ვიცნობდით. გვსურდა ერთხელაც წასულიყო და სახლში აღარასოდეს დაბრუნებულიყო,“ - განუცხადა გამოძიებას ანგელინა ხაჩატურიანმა.

გოგონების თქმით, მიხაილმა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება დაიწყო და სრულიად შეიცვალა. ერთ დროს მზრუნველი მამა მონსტრად იქცა, რომელიც სცემდა შვილებს. გოგონების დაცვა არც დედას შეეძლო, რადგან ოჯახი მან დიდი ხნის წინ მიატოვა.

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ქალი უბრალოდ გაიქცა, გოგონები კი ამტკიცებენ, რომ მიხაილმა მათი დედა სახლიდან გააგდო. ანგელინას, კრისტინას და მარიას ძმაც ჰყავთ, 20 წლის ხაჩიკი, რომელიც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ის დიდი ხანია, ოჯახისგან დამოუკიდებლად სხვა სახლში ცხოვრობს.

როგორც ცნობილია, მიხაილმა დერეფანში დააყენა კამერები და მიკროფონები, რათა შვილებისთვის ეთვალთვალა. შეშინებულ გოგონებს არ შეეძლოთ, მისი ნებართვის გარეშე გასულიყვნენ სახლიდან, ან დედა მოენახულებინათ. სექსუალური ძალადობის გამო მიხაილის შვილმა თავის მოკვლაც სცადა, აბები მიიღო. მაშინ ექიმებს მამამ განუცხადა, რომ გოგონას წამლები აერია.

რამზან კადიროვის რეკომენდაცია ისრაელს - "ნუ აშინებთ თქვენს მოქალაქეებს არარსებული ჩეჩენი ტერორისტებით"

კორონავირუსის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" ვაქცინას სახელი შეუცვალეს - რა ჰქვია ვაქცინას ამიერიდან

ოცნების სამსახური ღვინის მოყვარულებისთვის კალიფორნიაში - "თქვენს განკარგულებაშია უფასო საცხოვრებელი, 100 000 დოლარი და უსაზღვრო რაოდენობის ღვინო“