სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მოერიდონ მიხეილ სააკაშვილს როგორც კეთროვანს და მისი ზეგავლენის ქვეშ ნუ იქნებიან" - სოზარ სუბარის რჩევა ოპოზიციას
"მოერიდონ მიხეილ სააკაშვილს როგორც კეთროვანს და მისი ზეგავლენის ქვეშ ნუ იქნებიან" - სოზარ სუბარის რჩევა ოპოზიციას

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მი­მართ ერ­თა­დერ­თი მო­წო­დე­ბა და რჩე­ვა მექ­ნე­ბა - მო­ე­რი­დონ რო­გორც კეთ­რო­ვანს და მისი ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ ნუ იქ­ნე­ბი­ან, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტატ­მა სო­ზარ სუ­ბარ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ ან­დრი­უს კუ­ბი­ლი­უ­სის პო­ზი­ცი­ის თა­ო­ბა­ზე დას­მუ­ლი კი­თხვის პა­სუ­ხად გა­ნუ­ცხა­და.

სუ­ბარ­მა აქვე დას­ძი­ნა, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სი წინ მშვი­დად, კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად წავა და შე­დე­გი პარ­ლა­მენ­ტში ოპო­ზი­ცი­ის შე­მოს­ვლა იქ­ნე­ბა.

„კუ­ბი­ლი­უს ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი, სი­ტყვა არა­ფორ­მა­ლურ მმარ­თველ­ზე, როცა სა­უ­ბა­რია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე. ის იყო პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე, პო­ლი­ტი­კი­დან მარ­თლა გა­ვი­და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ვის სჯე­რა და ვის - არა, ვის მოს­წონს და ვის - არა. ჩემ­და გა­სა­ოც­რად, ყვე­ლა­ზე დიდი ლუსტრა­ცია, ვის­შიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კი­დან გას­ვლამ მო­ახ­დი­ნა, ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცია იყო, რად­გან უსაგ­ნოდ დარ­ჩნენ ჰა­ერ­ში, აღარ იცი­ან, რა გა­ა­კე­თონ. რაც შე­ე­ხე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, ის ვე­რა­ფერ­ში ჩა­ერ­თვე­ბა, რად­გან არ არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და აქვს მის­ჯი­ლი არა­ერთ საქ­მე­ზე", - გა­ნა­ცხა­და სო­ზარ სუ­ბარ­მა.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი ან­დრი­უს კუ­ბი­ლი­უ­სი მი­იჩ­ნევს, რომ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის­თვის უფრო ეფექ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა, თუ ევ­რო­პე­ლი დიპ­ლო­მა­ტი კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნი და­ე­ლა­პა­რა­კე­ბა რე­ა­ლურ ლი­დე­რებს, რომ­ლე­ბიც დღემ­დე მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. "გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა, თუ არა­ფორ­მა­ლუ­რი ლი­დე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ ლი­დე­რე­ბი არ არი­ან, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით კვლავ ლი­დე­რე­ბი არი­ან მათი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის, მათ აი­ღონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში, რათა ღიად გა­ნა­ცხა­დონ თა­ვი­ან­თი ხედ­ვე­ბი, რისი მიღ­წე­ვა სურთ. მზად არი­ან თუ არა კომ­პრო­მი­სის­თვის. მზად არი­ან თუ არა პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის­თვის", - თქვა კუ­ბი­ლი­უს­მა "ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცია
24

ქვეყანას მიხედეთ,ინფლაციაზე დაქცეულ ეკონომიკაზე და გაჭირვებაზე ისაუბრეთ,,,დავიღალ 9 წელი სულ წარსულზე>>>>>>>>>>>>>

)))))
11

პახმელიაზე სააკაშვილის სურათით გამოდის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"მოერიდონ მიხეილ სააკაშვილს როგორც კეთროვანს და მისი ზეგავლენის ქვეშ ნუ იქნებიან" - სოზარ სუბარის რჩევა ოპოზიციას

"მოერიდონ მიხეილ სააკაშვილს როგორც კეთროვანს და მისი ზეგავლენის ქვეშ ნუ იქნებიან" - სოზარ სუბარის რჩევა ოპოზიციას

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ქართული ოპოზიციის მიმართ ერთადერთი მოწოდება და რჩევა მექნება - მოერიდონ როგორც კეთროვანს და მისი ზეგავლენის ქვეშ ნუ იქნებიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა სოზარ სუბარმა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის პოზიციის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

სუბარმა აქვე დასძინა, რომ ამ შემთხვევაში, მოლაპარაკებების პროცესი წინ მშვიდად, კონსტრუქციულად წავა და შედეგი პარლამენტში ოპოზიციის შემოსვლა იქნება.

„კუბილიუს ვერ დავეთანხმები, სიტყვა არაფორმალურ მმართველზე, როცა საუბარია ბიძინა ივანიშვილზე. ის იყო პარტიის თავმჯდომარე, პოლიტიკიდან მართლა გავიდა მიუხედავად იმისა, ვის სჯერა და ვის - არა, ვის მოსწონს და ვის - არა. ჩემდა გასაოცრად, ყველაზე დიდი ლუსტრაცია, ვისშიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლამ მოახდინა, ქართული ოპოზიცია იყო, რადგან უსაგნოდ დარჩნენ ჰაერში, აღარ იციან, რა გააკეთონ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის ვერაფერში ჩაერთვება, რადგან არ არის საქართველოს მოქალაქე და აქვს მისჯილი არაერთ საქმეზე", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარებისთვის უფრო ეფექტიანი იქნება, თუ ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი დაელაპარაკება რეალურ ლიდერებს, რომლებიც დღემდე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ. "გაცილებით ეფექტური იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ლიდერები არ არიან, მაგრამ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კვლავ ლიდერები არიან მათი პოლიტიკური პარტიების, მათ აიღონ პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებებში, რათა ღიად განაცხადონ თავიანთი ხედვები, რისი მიღწევა სურთ. მზად არიან თუ არა კომპრომისისთვის. მზად არიან თუ არა პრობლემის მოგვარებისთვის", - თქვა კუბილიუსმა "ფორმულას" ეთერში.

აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა - დაკავებულია რამდენიმე პირი

"სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო თუ არა, სამართლებრივი შეფასების საკითხია" - რას ამბობს სოზარ სუბარი 20-21 ივნისის მოვლენებზე

პარლამენტში ორი პოლიტიკური ჯგუფი - "მოქალაქეები" და "გირჩი" რეგისტრირდება