სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სამაშველო ოპერაცია გორში - რა ვითარებაა სოფელ ქვახვრელში, სადაც მტკვრის ადიდების შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე მეორე დღეა მწყემსები და პირუტყვია ჩარჩენილი
სამაშველო ოპერაცია გორში - რა ვითარებაა სოფელ ქვახვრელში, სადაც მტკვრის ადიდების შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე მეორე დღეა მწყემსები და პირუტყვია ჩარჩენილი

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვახ­ვრელ­ში, სა­დაც მდი­ნა­რე მტკვრის ადი­დე­ბის შე­დე­გად წარ­მოქ­მნილ კუნ­ძულ­ზე მე­ო­რე დღეა ად­გი­ლობ­რი­ვი მწყემ­სე­ბი და პი­რუ­ტყვია ჩარ­ჩე­ნი­ლი, სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია გა­ნახ­ლდა. მაშ­ვე­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, მდი­ნა­რე­ში წარ­მოქ­მნი­ლი კუნ­ძუ­ლი­დან პი­რუ­ტყვი და მწყემ­სე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნონ.

სო­ფელ ქვახ­ვრელ­ში მცხოვ­რე­ბი ექ­ვსი მწყემ­სი და ასამ­დე სული პი­რუ­ტყვი სოფ­ლის გა­ნა­პი­რას, მდი­ნა­რის კა­ლა­პოტ­ში არ­სე­ბულ ფერ­დობ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რა დრო­საც წყლის დო­ნემ მკვეთ­რად მო­ი­მა­ტა და ადა­მი­ა­ნე­ბიც და პი­რუ­ტყვიც აღ­ნიშ­ნულ კუნ­ძულ­ზე ჩარ­ჩნენ.

სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია გუ­შინ და­ი­წყო და სპე­ცი­ა­ლუ­რი მცუ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბით, შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 4 მწყემ­სის გა­მოყ­ვა­ნა შეძ­ლეს, ორმა კი, აღ­ნიშ­ნულ კუნ­ძულ­ზე დარ­ჩე­ნა და პი­რუ­ტყვის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა გა­და­წყვი­ტა. მაშ­ვე­ლებ­მა, გუ­შინ, გვი­ან სა­ღა­მოს მწყემ­სე­ბის­თვის კა­რა­ვი გა­მარ­თეს. ამ­ჟა­მად, მწყემ­სე­ბი უსაფრ­თხოდ არი­ან.

ფო­რო­ე­ბი: qartli.ge

00:00 / 00:00
ეს მაინც ვიცით,სხვა თუ არაფერი
1

ძროხების ევაკუაცია ჩვენი მოგონილია.აგერ გვყავს ვახტანგ კიკაბიძე.მივცეთ საბჭოთა ვერტალიოტი МИ-2 და სულ სიმღერ-სიმღერით გაიყვანს სამშვიდობოს. :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

სამაშველო ოპერაცია გორში - რა ვითარებაა სოფელ ქვახვრელში, სადაც მტკვრის ადიდების შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე მეორე დღეა მწყემსები და პირუტყვია ჩარჩენილი

სამაშველო ოპერაცია გორში - რა ვითარებაა სოფელ ქვახვრელში, სადაც მტკვრის ადიდების შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე მეორე დღეა მწყემსები და პირუტყვია ჩარჩენილი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, სადაც მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე მეორე დღეა ადგილობრივი მწყემსები და პირუტყვია ჩარჩენილი, სამაშველო ოპერაცია განახლდა. მაშველები ცდილობენ, მდინარეში წარმოქმნილი კუნძულიდან პირუტყვი და მწყემსები გამოიყვანონ.

სოფელ ქვახვრელში მცხოვრები ექვსი მწყემსი და ასამდე სული პირუტყვი სოფლის განაპირას, მდინარის კალაპოტში არსებულ ფერდობზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც წყლის დონემ მკვეთრად მოიმატა და ადამიანებიც და პირუტყვიც აღნიშნულ კუნძულზე ჩარჩნენ.

სამაშველო ოპერაცია გუშინ დაიწყო და სპეციალური მცურავი საშუალებით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 4 მწყემსის გამოყვანა შეძლეს, ორმა კი, აღნიშნულ კუნძულზე დარჩენა და პირუტყვის მეთვალყურეობა გადაწყვიტა. მაშველებმა, გუშინ, გვიან საღამოს მწყემსებისთვის კარავი გამართეს. ამჟამად, მწყემსები უსაფრთხოდ არიან.

ფოროები: qartli.ge

ხობში დიდი სიჩქარით მოძრავი დისტრიბუციის მანქანა გზიდან გადავიდა, ბოძს შეეჯახა და ერთ-ერთი სახლის ეზოში შევარდა - გარდაიცვალა ერთი ადამიანი

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა - არიან დაშავებულები

საქართველოს "პირველი არხის" ჟურნალისტი ეკა ეგაძე გარდაიცვალა