სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კლდესავით იდგა და ამაგრებდა ქართულ მიწა-წყალს - ოკუპირებული სამაჩაბლოს სიმბოლოდ ქცეული დათა პაპა აღარ გვყავს
კლდესავით იდგა და ამაგრებდა ქართულ მიწა-წყალს - ოკუპირებული სამაჩაბლოს სიმბოლოდ ქცეული დათა პაპა აღარ გვყავს

მავ­თულხლარ­თებს მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის სიმ­ბო­ლო, დათა ვა­ნიშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის­თვის დათა პაპა, გარ­და­იც­ვა­ლა. ბოლო დროს, 88 წლის დათა ვა­ნიშ­ვილს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, თუმ­ცა სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის და სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სებ­ზე წვდო­მის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ, რა­ზეც და­ვით ვა­ნიშ­ვი­ლი მე­დი­ა­სა და მავ­თულხლარ­თებ­თან მყოფ ევ­რო­პელ დიპ­ლო­მა­ტებ­თან მუდ­მი­ვად ლა­პა­რა­კობ­და.

2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის შემ­დგომ და­წყე­ბუ­ლი უკა­ნო­ნო ე.წ. ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, და­ვით ვა­ნიშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი მავ­თულხლარ­თებს მიღ­მა, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ექ­ცა. ვა­ნიშ­ვილ­მა უარი თქვა სახ­ლის და­ტო­ვე­ბა­ზე და მო­ხუც მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლიშ­ვილთნ ერ­თად, 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გამ­ყო­ფი ხა­ზის მიღ­მა ცხოვ­რობ­და... გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დათა ვა­ნიშ­ვილს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე­ვე, სოფ­ლის ძველ სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლა­ვენ.

ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, მავ­თულხლარ­თებს აქეთ დარ­ჩე­ნილ­მა ოჯა­ხის წევ­რებ­მა და ნა­თე­სა­ვებ­მა, მე­ო­რე მხა­რეს მყოფ მე­ზობ­ლებ­სა და ახ­ლობ­ლებს სა­სახ­ლე აქე­დან უნდა გა­და­ა­წო­დონ... აქეთ მყო­ფებს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლის და სამ­ძიმ­რის თქმის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც არ ექ­ნე­ბათ.

2014 წელს, მე და ჩემი მე­გო­ბა­რი, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ სო­ფელს ხურ­ვა­ლეთს ვეს­ტუმ­რეთ, რო­მე­ლიც მავ­თულხლარ­თე­ბის გამო, უბ­ნე­ბად არის და­ყო­ფი­ლი. ე.წ. რუს­მა მე­სა­ზღვრებ­მა ამ სო­ფელ­ში მავ­თულხლარ­თი ისე გა­ავ­ლეს, რომ ბობ­ნე­ვის უბან­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თუ­ლი ოჯა­ხე­ბი "სა­ზღვრის" მიღ­მა დარ­ჩნენ. რამ­დე­ნი­მემ ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი და მუდ­მი­ვი წნე­ხი ვერ აი­ტა­ნა და სა­ცხოვ­რებ­ლად სხვა­გან წა­ვი­და, მაგ­რამ და­ვით ვა­ნიშ­ვილ­მა სახლ-კარი ვერ და­ტო­ვა...

რო­გორც კი მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვე­დით, დაგ­ვი­ნა­ხა თუ არა, მავ­თულხლარ­თე­ბის მე­ო­რე მხრი­დან, ღო­ბის­კენ წა­მო­ვი­და... პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი თა­ვა­ზი­ა­ნად გვაფრ­თხი­ლებ­დნენ, შორს არ წავ­სუ­ლი­ყა­ვით... "ეს ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ქარ­თვე­ლია," - ჩა­ი­ლა­პა­რა­კა ერთ-ერ­თმა... ჩვენს და­ნახ­ვა­ზე დათო პა­პამ სა­მუ­შაო ია­რა­ღი და­აგ­დო და ჩვენ­თან სა­სა­უბ­როდ ღო­ბეს მო­ა­შუ­რა.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ლალი პა­პას­კი­რი სა­ო­კუ­პა­ციო მავ­თულხლარ­თთან

"რა­ღაც დღე­ე­ბი დამ­რჩე­ნია და სა­კუ­თარ მი­წა­ზე ვერ გა­მივ­ლია... მე­უღ­ლე ცუ­დად მყავს და მის­თვის წა­მა­ლი ვერ მი­ყი­დია. რამ­დე­ნი­მე თვეა, წევს. მე კი ექიმ­თა­ნაც ვერ მიმ­ყავს, ამ სა­ზღვრის მიღ­მა გა­დას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლე­ვენ, ცხინ­ვალ­ში წა­დიო, - მე­უბ­ნე­ბი­ან... არა­და, იქა­უ­რე­ბი აქეთ გა­მორ­ბი­ან ექიმ­სა და წა­მალ­ზე", - შე­მოგვჩივ­ლა მა­შინ... ე.წ. სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის გამო, არა­ერ­თხელ და­ა­კა­ვეს და ცხინ­ვა­ლის იზო­ლა­ტორ­ში წა­იყ­ვა­ნეს. მაგ­რამ ვერ გა­ა­ჩუ­მეს და ვერც სა­კუ­თარ მი­წა­ზე სი­ა­რუ­ლი აუკ­რძა­ლეს.

"მი­თხრეს, - თუ სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის გამო კი­დევ ერთხელ და­გი­ჭი­რეთ, იცო­დე, სა­დაც ცხოვ­რობ, იქაც არ გა­გა­ჩე­რებ­თო... რაც გინ­დათ ის მი­ქე­ნით-მეთ­ქი, ვუ­თხა­რი, მაგ­რამ ამ­დენ ჯა­რი­მებს გა­დახ­და ხომ უნ­დო­და? ამი­ტო­მაც, ვცდი­ლობ, აღარ გა­და­ვი­დე, თუმ­ცა, გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, სად ჯან­და­ბა­ში წა­ვი­დე, აბა?" - გვი­თხრა მა­შინ.

მავ­თულხლარ­თე­ბის მიღ­მა მო­ყო­ლი­ლი უბ­ნის სა­საფ­ლა­ოს მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი უპატ­რო­ნოდ რომ არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მათ საფ­ლა­ვებს უვ­ლი­და. სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე აკი­თხავ­და, სან­თელს უნ­თებ­და და ღვი­ნოს უქ­ცევ­და.

"ჩემი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან, ჩემი სის­ხლი და ხორ­ცი, ამ უცხო­ე­ბის ხელ­ში ხომ არ გა­ვა­პარ­ტა­ხებ? აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზე, ჭი­რი­სუფ­ლებ­მა კვერ­ცხი, ხილი და ტკბი­ლე­უ­ლი გად­მო­მა­წო­დეს, ჩვენს სა­ხელ­ზე მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს წა­უ­ღეო... ვი­ჯე­ქი მარ­ტო­კა საფ­ლა­ვებს შუა და ჩემი ქვეყ­ნის, ქარ­თვე­ლი კა­ცის ბე­დუ­კუღ­მარ­თო­ბა­ზე ვტი­რო­დი... ეს არის ცხოვ­რე­ბა?" - ყვე­ბო­და დათა პაპა.

გა­სულ წელს, ე.წ. რუს­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა დათა პა­პას შვი­ლიშ­ვი­ლი და რძა­ლი და­ა­კა­ვეს.

"ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ, გვა­ი­ძუ­ლონ, რომ აქა­უ­რო­ბა დავ­ტო­ვოთ. მაგ­რამ დათა პაპა კლდე­სა­ვით დგას და არ­სად მი­დი­სო..." - მი­თხრა მა­შინ გა­ტა­ცე­ბუ­ლი გო­გო­ნას დამ... მძი­მე რე­ა­ლო­ბას არ ეპუ­ე­ბო­და და ყო­ველ გა­ზა­ფხულ­ზე მი­წას ამუ­შა­ვებ­და, თე­სავ­და, ვე­ნახს სხლავ­და... აქ, ჩემი ღო­ბის გას­წვრივ, დიდი ჭად­რის ხე რომ დგას, კა­მე­რე­ბი აქვთ იმა­ზე და­ყე­ნე­ბუ­ლი და ყვე­ლა­ფერს აკონ­ტრო­ლე­ბენ, მაგ­რამ მი­ყუ­რონ რამ­დე­ნიც უნ­დათ. ჩემს თავს და გარ­შე­მომ­ყო­ფებს ვა­ჯე­რებ, რომ ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბაო, - იმე­დი­ა­ნი ღი­მი­ლით გვი­თხრა დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას.

"ძა­ლი­ან მალე 89 წლის უნდა გამ­ხდა­რი­ყო. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც უყ­ვარ­და თა­ვი­სი და­ბა­დე­ბის დღე. ცრემ­ლე­ბი მახ­რჩობს რო­დე­საც გა­ვი­ფიქ­რებ, რომ ჩემი სახ­ლი­დან მისი სახ­ლის ღია კარს ვერ და­ვი­ნა­ხავ. მა­ინც იმე­დი მაქვს, დათა პა­პას ნაწ­ვა­ლებ კარ-მი­და­მო­ში კარი არ და­ი­კე­ტე­ბა და მის მო­ნა­გარს იქ ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, ღირ­სე­უ­ლი პა­პის - ყვე­ლას ჭი­რი­სუფ­ლის საფ­ლავ­ზე სან­თე­ლიც მუ­დამ აინ­თე­ბა..." - ამ­ბობს მისი ახ­ლო­ბე­ლი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
1

ვენაცვალე შენ სულს, პაპა. 

....
1

დათა პაპას სახელი დაარქვით სკოლას, რომ მაგალითი გახდეს ახალგაზრდებში სამშობლოს სიყვარულისა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

კლდესავით იდგა და ამაგრებდა ქართულ მიწა-წყალს - ოკუპირებული სამაჩაბლოს სიმბოლოდ ქცეული დათა პაპა აღარ გვყავს

კლდესავით იდგა და ამაგრებდა ქართულ მიწა-წყალს - ოკუპირებული სამაჩაბლოს სიმბოლოდ ქცეული დათა პაპა აღარ გვყავს

მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სიმბოლო, დათა ვანიშვილი, ჟურნალისტებისა და ახლობლებისთვის დათა პაპა, გარდაიცვალა. ბოლო დროს, 88 წლის დათა ვანიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების და სამედიცინო სერვისებზე წვდომის უფლებას არ აძლევდნენ, რაზეც დავით ვანიშვილი მედიასა და მავთულხლართებთან მყოფ ევროპელ დიპლომატებთან მუდმივად ლაპარაკობდა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ დაწყებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის მიმდინარეობისას, დავით ვანიშვილის საცხოვრებელი სახლი მავთულხლართებს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ვანიშვილმა უარი თქვა სახლის დატოვებაზე და მოხუც მეუღლესთან და შვილიშვილთნ ერთად, 12 წლის განმავლობაში გამყოფი ხაზის მიღმა ცხოვრობდა... გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, დათა ვანიშვილს ოკუპირებულ ტერიტორიაზევე, სოფლის ძველ სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ახლობლების თქმით, მავთულხლართებს აქეთ დარჩენილმა ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, მეორე მხარეს მყოფ მეზობლებსა და ახლობლებს სასახლე აქედან უნდა გადააწოდონ... აქეთ მყოფებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის და სამძიმრის თქმის შესაძლებლობაც არ ექნებათ.

2014 წელს, მე და ჩემი მეგობარი, გორის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელს ხურვალეთს ვესტუმრეთ, რომელიც მავთულხლართების გამო, უბნებად არის დაყოფილი. ე.წ. რუსმა მესაზღვრებმა ამ სოფელში მავთულხლართი ისე გაავლეს, რომ ბობნევის უბანში მცხოვრები ქართული ოჯახები "საზღვრის" მიღმა დარჩნენ. რამდენიმემ ცხოვრების პირობები და მუდმივი წნეხი ვერ აიტანა და საცხოვრებლად სხვაგან წავიდა, მაგრამ დავით ვანიშვილმა სახლ-კარი ვერ დატოვა...

როგორც კი მანქანიდან გადმოვედით, დაგვინახა თუ არა, მავთულხლართების მეორე მხრიდან, ღობისკენ წამოვიდა... პოლიციელები თავაზიანად გვაფრთხილებდნენ, შორს არ წავსულიყავით... "ეს ყველაზე მაგარი ქართველია," - ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა... ჩვენს დანახვაზე დათო პაპამ სამუშაო იარაღი დააგდო და ჩვენთან სასაუბროდ ღობეს მოაშურა.

სტატიის ავტორი ლალი პაპასკირი საოკუპაციო მავთულხლართთან

"რაღაც დღეები დამრჩენია და საკუთარ მიწაზე ვერ გამივლია... მეუღლე ცუდად მყავს და მისთვის წამალი ვერ მიყიდია. რამდენიმე თვეა, წევს. მე კი ექიმთანაც ვერ მიმყავს, ამ საზღვრის მიღმა გადასვლის საშუალებას არ მაძლევენ, ცხინვალში წადიო, - მეუბნებიან... არადა, იქაურები აქეთ გამორბიან ექიმსა და წამალზე", - შემოგვჩივლა მაშინ... ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო, არაერთხელ დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში წაიყვანეს. მაგრამ ვერ გააჩუმეს და ვერც საკუთარ მიწაზე სიარული აუკრძალეს.

"მითხრეს, - თუ საზღვრის გადაკვეთის გამო კიდევ ერთხელ დაგიჭირეთ, იცოდე, სადაც ცხოვრობ, იქაც არ გაგაჩერებთო... რაც გინდათ ის მიქენით-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ ამდენ ჯარიმებს გადახდა ხომ უნდოდა? ამიტომაც, ვცდილობ, აღარ გადავიდე, თუმცა, გამოუვალ მდგომარეობაში, სად ჯანდაბაში წავიდე, აბა?" - გვითხრა მაშინ.

მავთულხლართების მიღმა მოყოლილი უბნის სასაფლაოს მიცვალებულები უპატრონოდ რომ არ დარჩენილიყო, მათ საფლავებს უვლიდა. საეკლესიო დღესასწაულებზე აკითხავდა, სანთელს უნთებდა და ღვინოს უქცევდა.

"ჩემი ქართველები არიან, ჩემი სისხლი და ხორცი, ამ უცხოების ხელში ხომ არ გავაპარტახებ? აღდგომის დღესასწაულზე, ჭირისუფლებმა კვერცხი, ხილი და ტკბილეული გადმომაწოდეს, ჩვენს სახელზე მიცვალებულებს წაუღეო... ვიჯექი მარტოკა საფლავებს შუა და ჩემი ქვეყნის, ქართველი კაცის ბედუკუღმართობაზე ვტიროდი... ეს არის ცხოვრება?" - ყვებოდა დათა პაპა.

გასულ წელს, ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა დათა პაპას შვილიშვილი და რძალი დააკავეს.

"ყველანაირად ცდილობენ, გვაიძულონ, რომ აქაურობა დავტოვოთ. მაგრამ დათა პაპა კლდესავით დგას და არსად მიდისო..." - მითხრა მაშინ გატაცებული გოგონას დამ... მძიმე რეალობას არ ეპუებოდა და ყოველ გაზაფხულზე მიწას ამუშავებდა, თესავდა, ვენახს სხლავდა... აქ, ჩემი ღობის გასწვრივ, დიდი ჭადრის ხე რომ დგას, კამერები აქვთ იმაზე დაყენებული და ყველაფერს აკონტროლებენ, მაგრამ მიყურონ რამდენიც უნდათ. ჩემს თავს და გარშემომყოფებს ვაჯერებ, რომ ცხოვრება გრძელდებაო, - იმედიანი ღიმილით გვითხრა დამშვიდობებისას.

"ძალიან მალე 89 წლის უნდა გამხდარიყო. ყველაფრის მიუხედავად, მაინც უყვარდა თავისი დაბადების დღე. ცრემლები მახრჩობს როდესაც გავიფიქრებ, რომ ჩემი სახლიდან მისი სახლის ღია კარს ვერ დავინახავ. მაინც იმედი მაქვს, დათა პაპას ნაწვალებ კარ-მიდამოში კარი არ დაიკეტება და მის მონაგარს იქ ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა ექნება, ღირსეული პაპის - ყველას ჭირისუფლის საფლავზე სანთელიც მუდამ აინთება..." - ამბობს მისი ახლობელი ჩვენთან საუბარში.

"ვითომ მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული და მისი კვალი ოჩამჩირის სკოლებში აღმოაჩინეს" - რას წერენ აფხაზები გალში დაკავებულ ნარკოდამნაშავეებზე?

"ასეთ პირობებში უწევთ გალელებს პენსიების ასაღებად და მედიკამენტების შესაძენად ზუგდიდში გადმოსვლა" - "ფეისბუქზე" უმძიმესი კადრები ვრცელდება

დათა ვანიშვილი საქართველოს ჰიმნის ფონზე დაკრძალეს - ემოციური ფოტორეპორტაჟი ხურვალეთიდან