სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ევროპის წამლის სააგენტომ" AstraZeneca-ზე წინასწარი მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა - ვაქცინა "უსაფრთხო და ეფექტურია"
"ევროპის წამლის სააგენტომ" AstraZeneca-ზე წინასწარი მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა - ვაქცინა "უსაფრთხო და ეფექტურია"

„ევ­რო­პის წამ­ლის სა­ა­გენ­ტომ“ (EMA) AstraZeneca-ს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის თა­ო­ბა­ზე წი­ნას­წა­რი მოკ­ვლე­ვის შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

რო­გორც დღეს გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ა­გენ­ტოს შე­სა­ბა­მის­მა კო­მი­ტეტ­მა და­ად­გი­ნა:

1. ვაქ­ცი­ნის სარ­გე­ბე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბულ საფრ­თხეს­თან ბრძო­ლა­ში კვლავ აჭარ­ბებს გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის რისკს.

2. ვაქ­ცი­ნა არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში სის­ხლის კოლ­ტე­ბის სა­ერ­თო რის­კე­ბის (თრომ­ბო­ემ­ბო­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის) ზრდას­თან.

3. არ არ­სე­ბობს ვაქ­ცი­ნის კონ­კრე­ტულ პარ­ტი­ას­თან ან მწარ­მო­ე­ბელ ქარ­ხა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

4. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ვაქ­ცი­ნა შე­იძ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს თრომ­ბო­ცი­ტო­პე­ნი­ას­თან ასო­ცი­რე­ბულ თრომ­ბე­ბის წარ­მოქ­მნის ძა­ლი­ან იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვებ­თან, ანუ თრომ­ბო­ცი­ტე­ბის და­ბალ დო­ნეს­თან. „ეს იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვე­ბია - დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში და ევ­რო­პულ ეკო­ნო­მი­კურ ზო­ნა­ში და­ა­ხო­ლე­ბით 20 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი აიც­რა 16 მარ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბით და EMA-ს მიერ გა­ა­ნა­ლიზ­და სის­ხლძარ­ღვებ­ში თრომ­ბე­ბის წარ­მოქ­მნის მხო­ლოდ 7 და ცე­რებ­რა­ლუ­რი ვე­ნუ­რი სი­ნუ­სის თრომ­ბო­ზის (CVST) 18 შემ­თხვე­ვა. ვაქ­ცი­ნას­თან მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია და შემ­დგომ ანა­ლიზს იმ­სა­ხუ­რებს“, - ნათ­ქვა­მია წამ­ლის სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მოკ­ვლე­ვა „ევ­რო­პის წამ­ლის სა­ა­გენ­ტოს“ იმ კო­მი­ტეტ­მა ჩა­ა­ტა­რა, რომ­ლე­ბიც მე­დი­კა­მენ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბის შე­ფა­სე­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. მა­ნამ­დე, სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­დეს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო Oxford/AstraZeneca-ს ვაქ­ცი­ნა „უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რია“.

რო­გორც BBC წერს, ევ­რო­კავ­ში­რის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ორ­გა­ნომ და­ად­გი­ნა, რომ ვაქ­ცი­ნა ”არ ასო­ცირ­დე­ბა” თრომ­ბის მა­ღალ რისკთან, თუმ­ცა ის ვაქ­ცი­ნა­სა და სის­ხლის შე­დე­დე­ბის იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვებს შო­რის შე­საძ­ლო კავ­ში­რის შეს­წავ­ლას გა­ნაგ­რძობს.

„ეს არის უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნა. მისი სარ­გე­ბე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ადა­მი­ა­ნე­ბის დაც­ვის მხრივ აჭარ­ბებს შე­სა­ლო რის­კებს“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­გენ­ტოს აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ემერ ქუქ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
2

მეტი მაგათ რა ვუთხარი რაც არარი კარგი კარგი რომ იყოს თვითონ მოიხმარდნენ აქ ვარ და ხსენებაც არარი მაგის როგორ ატყვილებთ ამ საწყალ ხალხს

jb
1

Josef Mengele!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ევროპის წამლის სააგენტომ" AstraZeneca-ზე წინასწარი მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა - ვაქცინა "უსაფრთხო და ეფექტურია"

"ევროპის წამლის სააგენტომ" AstraZeneca-ზე წინასწარი მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა - ვაქცინა "უსაფრთხო და ეფექტურია"

„ევროპის წამლის სააგენტომ“ (EMA) AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის თაობაზე წინასწარი მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სააგენტოს შესაბამისმა კომიტეტმა დაადგინა:

1. ვაქცინის სარგებელი კორონავირუსის ფართოდ გავრცელებულ საფრთხესთან ბრძოლაში კვლავ აჭარბებს გვერდითი ეფექტების რისკს.

2. ვაქცინა არ არის დაკავშირებული ვაქცინირებულ პაციენტებში სისხლის კოლტების საერთო რისკების (თრომბოემბოლური მოვლენების) ზრდასთან.

3. არ არსებობს ვაქცინის კონკრეტულ პარტიასთან ან მწარმოებელ ქარხანასთან დაკავშირებით პრობლემის მტკიცებულება.

4. ამის მიუხედავად, ვაქცინა შეიძლება დაკავშირებული იყოს თრომბოციტოპენიასთან ასოცირებულ თრომბების წარმოქმნის ძალიან იშვიათ შემთხვევებთან, ანუ თრომბოციტების დაბალ დონესთან. „ეს იშვიათი შემთხვევებია - დიდ ბრიტანეთში და ევროპულ ეკონომიკურ ზონაში დაახოლებით 20 მილიონი ადამიანი აიცრა 16 მარტის მდგომარეობით და EMA-ს მიერ გაანალიზდა სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის მხოლოდ 7 და ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზის (CVST) 18 შემთხვევა. ვაქცინასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადასტურებული არ არის, მაგრამ შესაძლებელია და შემდგომ ანალიზს იმსახურებს“, - ნათქვამია წამლის სააგენტოს განცხადებაში.

მოკვლევა „ევროპის წამლის სააგენტოს“ იმ კომიტეტმა ჩაატარა, რომლებიც მედიკამენტების უსაფრთხოების საკითხების შეფასებაზეა პასუხისმგებელი. მანამდე, სააგენტოს წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.

როგორც BBC წერს, ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ დაადგინა, რომ ვაქცინა ”არ ასოცირდება” თრომბის მაღალ რისკთან, თუმცა ის ვაქცინასა და სისხლის შედედების იშვიათ შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირის შესწავლას განაგრძობს.

„ეს არის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა. მისი სარგებელი კორონავირუსის წინააღმდეგ ადამიანების დაცვის მხრივ აჭარბებს შესალო რისკებს“, - განაცხადა სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ემერ ქუქმა პრესკონფერენციაზე.

"მკურნალობა სჭირდება...ის საშიშია" - რამზან კადიროვი ჯო ბაიდენის შესახებ

პუტინი ადასტურებს: ბაიდენმა მართლაც უთხრა, რომ სული არ აქვს - როგორ ეხმაურებიან რუსული მედიის წარმომადგენლები და ექსპერტები ბაიდენის განცხადებას?

ასპირინს შეუძლია შეამციროს კოვიდით ინფიცირებულის მდგომარეობის გართულებისა და გარდაცვალების რისკი - ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევა