სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ჩემმა შვილმა მაგისტრატურის მისაღები საერთაშორისო გამოცდა GMAT ჩააბარა და მიღებული ქულით ტოპ 3%-ში შევიდა" - რას წერს ნინო ქადაგიძე?
"ჩემმა შვილმა მაგისტრატურის მისაღები საერთაშორისო გამოცდა GMAT ჩააბარა და მიღებული ქულით ტოპ 3%-ში შევიდა" - რას წერს ნინო ქადაგიძე?

ნინო ქა­და­გი­ძე-ჟვა­ნია წერს, რომ მის­მა შვილ­მა, ბუსა ჟვა­ნი­ამ, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­შია, მა­გის­ტრა­ტუ­რის მი­სა­ღე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­და GMAT ჩა­ა­ბა­რა და მი­ღე­ბუ­ლი ქუ­ლით 740 ტოპ 3%-ში შე­ვი­და.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟვა­ნია "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს.

"ჩემ­მა შვილ­მა, ბე­სა­რი­ონ­მა, მა­გის­ტრა­ტუ­რის მი­სა­ღე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­და GMAT ჩა­ა­ბა­რა და მი­ღე­ბუ­ლი ქუ­ლით 740 ტოპ 3%ში შე­ვი­და. მად­ლო­ბა პე­ნი­ტენ­ცი­ურ დე­პარ­ტა­მენტს თა­ნად­გო­მი­სათ­ვის" - წერს ნინო ქა­და­გი­ძე-ჟვა­ნია.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ლე­ვან თო­ფა­ძე 2020 წლის 2 აგ­ვის­ტოს დაჭ­რეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვი­ლი, ბუსა ჟვა­ნია და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ლე­ვან თო­ფა­ძის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის აი­ვან­ზე, ბუსა ჟვა­ნი­ამ ლე­ვან თო­ფა­ძეს გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით და­ნის რამ­დენ­ჯერ­მე დარ­ტყმით, სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ში­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, მათ შო­რის შე­მა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი სა­ხით გულ­მკერ­დის წინა და უკა­ნა ზე­და­პირ­ზე. ასე­ვე ნაკ­ვე­თი ჭრი­ლო­ბა კის­რის გვერ­დი­თა ზე­და­პირ­ზე და ყუ­რის ნი­ჟა­რა­ზე. მსუ­ბუ­ქად დაჭ­რი­ლი იყო თა­ვად ჟვა­ნი­აც.

სა­სა­მარ­თლომ მას 3-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მის­ჯი­ლი 3 წლი­დან ბუსა ჟვა­ნია პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარს გა­ა­ტა­რებს, და­ნარ­ჩე­ნი წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი კი პი­რო­ბი­თად ჩა­ეთ­ვლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
eeeeex
21

კარგი შეღავათი გაუწევიათ თოფაძეებს.

ევა
12

გაჩუმდი რაა.. სირცხვილია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ჩემმა შვილმა მაგისტრატურის მისაღები საერთაშორისო გამოცდა GMAT ჩააბარა და მიღებული ქულით ტოპ 3%-ში შევიდა" - რას წერს ნინო ქადაგიძე?

"ჩემმა შვილმა მაგისტრატურის მისაღები საერთაშორისო გამოცდა GMAT ჩააბარა და მიღებული ქულით ტოპ 3%-ში შევიდა" - რას წერს ნინო ქადაგიძე?

ნინო ქადაგიძე-ჟვანია წერს, რომ მისმა შვილმა, ბუსა ჟვანიამ, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია, მაგისტრატურის მისაღები საერთაშორისო გამოცდა GMAT ჩააბარა და მიღებული ქულით 740 ტოპ 3%-ში შევიდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჟვანია "ფეისბუქზე" წერს.

"ჩემმა შვილმა, ბესარიონმა, მაგისტრატურის მისაღები საერთაშორისო გამოცდა GMAT ჩააბარა და მიღებული ქულით 740 ტოპ 3%ში შევიდა. მადლობა პენიტენციურ დეპარტამენტს თანადგომისათვის" - წერს ნინო ქადაგიძე-ჟვანია.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2020 წლის 2 აგვისტოს დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2 აგვისტოს, გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლევან თოფაძის საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბუსა ჟვანიამ ლევან თოფაძეს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე. ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე. მსუბუქად დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც.

სასამართლომ მას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისჯილი 3 წლიდან ბუსა ჟვანია პენიტენციურ დაწესებულებაში წელიწადნახევარს გაატარებს, დანარჩენი წელიწადნახევარი კი პირობითად ჩაეთვლება.

"მეგიმ თქვა, რაღაც ტაბლეტი დამალევინესო... მალავენ რა წამალი იყო და სწორედ ამის გასარკვევად მივედი დღეს კლინიკაში" - გარდაცვლილი ექთნის მეუღლე

"ახლა ვგებულობთ, რომ ორი წლის წინ ნაავარიები ყოფილა, საკმაოდ სერიოზულად" - რას ჰყვებიან ახალციხის კლინიკაში მეგი ბაქრაძის შესახებ?

გაიცანით კომაროვის სკოლის უნიჭიერესი მოსწავლე, რომელიც მასაჩუსეტსის ინსტიტუტმა სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო