რუსეთიდან ქობულეთში ელგუჯა ჯინჭარაძე, მეტსახელად ”რემბო” ჩამოასვენეს

რუსეთიდან ქობულეთში ელგუჯა ჯინჭარაძე, მეტსახელად ”რემბო” ჩამოასვენეს

რუსეთიდან ქობულეთში ასლან აბაშიძის დროის აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ელგუჯა ჯინჭარაძე, მეტსახელად "რემბო" ჩამოასვენეს.

ელგუჯა ჯინჭარაძის ნეშტი ერევნის გავლით თვითმფრინავით ჯერ თბილისში ჩამოასვენეს, ხოლო თბილისიდან - ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც მისი მშობლების ოჯახი ცხოვრობს.

ელგუჯა ჯინჭარაძეს ტარას შევჩენკოს სანაპიროზე 10 სექტემბერს დაახლოებით, 01.00 საათზე უცნობმა პირებმა ესროლეს.

დაზუსტებული ინფორმაციით, თავდასხმა რამდენიმე ადამიანმა განახორციელა. მათ ელგუჯა ჯინჭარაძეს სასტუმრო "უკრაინასთან" გაუხსნეს ცეცხლი, რის შემდეგაც ავტომანქანით მიიმალნენ. მიღებული ჭრილობებისგან ჯინჭარაძე ადგილზე გარდაიცვალა. მასთან ერთად იმყოფებოდა კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, ასევე, კავკასიური წარმოშობის არიან.

მოგვიანებით, მილიციელებმა დააკავეს ავტომანქანა, რომლითაც თავდამსხმელები გაუჩინარდნენ. თუმცა, მანქანის მფლობელი ტაქსის მძღოლი აღმოჩნდა, რომლის ინფორმაციითაც, მგზავრები რუბლიოვკის რაიონში ჩამოსვა. თავდასხმელების ძებნა გრძელდება.

რუსული სააგენტოები წერენ, რომ ჯინჭარაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში ასლან აბაშიძის მმართველობის დროს იყო. 2004 წლის მაისში, სააკაშვილსა დ აბაშიძეს შორის კონფლიქტის დროს ჯინჭარაძე სააკაშვილის მხარეს გადავიდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ