ავტორი:

"განადგურდა მოქალაქეთა ქონება..." - მასშტაბური ხანძარი თურქეთში და 50-ზე მეტი დამწვარი სახლი (ვიდეო)

"განადგურდა მოქალაქეთა ქონება..." - მასშტაბური ხანძარი თურქეთში და 50-ზე მეტი დამწვარი სახლი (ვიდეო)

თურქეთში, ართვინის პროვინციაში ძლიერი ხანძარია. სტიქიამ უკვე გაანადგურა 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ხანძარი იუსიფელის რაიონის სოფელ დერეიჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი სხვა საცხოვრებელ სახლებზე გავრცელდა.

ადგილზე უამრავი სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან მაშველები და სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ადგილობრივის ხელისუფლების განცხადებით, მეხანძრეები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ცეცხლი უფრო დიდ ფართობზე არ გავრცელდეს.

"დაზარალდა უამრავი სახლი და განადგურდა მოქალაქეთა ქონება. თუმცა, კარგი ის არის, რომ მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია“, - აღნიშნა თურქეთის შს მინისტრის მოადგილე ისმაილ ჩათაქლიმ.

ჯანმომ "სინოვაკს" საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა

ალფა, ბეტა, დელტა - ჯანმო კორონავირუსის სხვადასხვა ვარიანტს სახელს ბერძნული ანბანის მიხედვით არქმევს

"ვამბობ, რომ არ ვარ მოხუცი" - 106 წლის მოცეკვავე, რომელსაც წლების მატება ვერაფერს აკლებს და აქტიური კარიერა აქვს