სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"17 თებერვლის 17 საათის შემდეგ მელიას საკითხზე გახარიას პოზიცია შეიცვალა... დაკავების 2 დღით გადადებას ითხოვდა" - ირაკლი კობახიძე
"17 თებერვლის 17 საათის შემდეგ მელიას საკითხზე გახარიას პოზიცია შეიცვალა... დაკავების 2 დღით გადადებას ითხოვდა" - ირაკლი კობახიძე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე იხ­სე­ნებს, რომ ექ­სპრე­მი­ე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბის ოპე­რა­ცი­ის ორი დღით გა­და­დე­ბას ითხოვ­და.

ამის შე­სა­ხებ მან "ღა­მის კუ­რი­ე­რის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და და ზუს­ტი დრო გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ პო­ზი­ცია შე­იც­ვა­ლა.

მისი თქმით, გა­ხა­რი­ას პო­ზი­ცი­ის შეც­ვლის მი­ზე­ზი გუნ­დის­თვის სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი იყო.

"17 თე­ბერ­ვლის 17 სა­ა­თამ­დე მისი პო­ზი­ცი­ე­ბი იყო ზუს­ტად იდენ­ტუ­რი იმი­სა, რაც ჰქონ­დათ გუნ­დის სხვა წევ­რებს, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ რა­ტომ­ღაც 17 სა­ათ­ზე ეს პო­ზი­ცია შე­იც­ვა­ლა. გვქონ­და ჩვენ დის­კუ­სია ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დეთ გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. უც­ბად შე­იც­ვა­ლა ეს პო­ზი­ცია. 17 სა­ა­თი ზუს­ტად იქი­დან მახ­სოვს, რომ იყო გარ­კვე­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და და­ახ­ლო­ე­ბით ეს დრო იყო, რო­დე­საც ეს კო­მუ­ნი­კა­ცია შედ­გა.

და­ფიქ­სირ­და თავ­და­პირ­ვე­ლად პო­ზი­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ უნდა გა­და­დე­ბუ­ლი­ყო ეს ოპე­რა­ცია და შემ­დეგ სა­უ­ბა­რი იყო 2 დღით გა­და­დე­ბა­ზე. ეს ჩვენ­თვის გა­უ­გე­ბა­რი იყო. მი­ზე­ზი, არ­გუ­მენ­ტი ჩვენ­თვის არ იყო მყა­რი. არ­გუ­მენ­ტი იყო ის, თით­ქოს ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბო­და ადა­მი­ა­ნე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია 2 დღის შემ­დეგ მა­შინ, რო­დე­საც ჩვენ ლო­გი­კუ­რად ვმსჯე­ლობ­დით იმა­ზე, რომ პი­რი­ქით, კონ­ცენ­ტრა­ცია გა­იზ­რდე­ბო­და და ასეც მოხ­და. თქვენ თუ გახ­სოვთ, 2 დღე­ში კონ­ცენ­ტრა­ცია ადა­მი­ა­ნე­ბის ოფის­ში გა­ი­ზარ­და, რა­მაც შე­და­რე­ბით გა­არ­თუ­ლა ბუ­ნებ­რი­ვი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა. ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი დას­რულ­და ალ­ბათ 10 წუ­თით ადრე, ვიდ­რე გი­ორ­გი გა­ხა­რია გა­ა­კე­თებ­და გან­ცხა­დე­ბას გა­დად­გო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით," - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვააააა...
76

თქვენ რატომ მსჯელიბდით, ვინ გეკითხებოდათ? არ ვერევითო ხომ ამბობთ..

ქოცი.
84

ტყულების გუდები ხართ, ქოც მოძრაობავ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"17 თებერვლის 17 საათის შემდეგ მელიას საკითხზე გახარიას პოზიცია შეიცვალა... დაკავების 2 დღით გადადებას ითხოვდა" - ირაკლი კობახიძე

"17 თებერვლის 17 საათის შემდეგ მელიას საკითხზე გახარიას პოზიცია შეიცვალა... დაკავების 2 დღით გადადებას ითხოვდა" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იხსენებს, რომ ექსპრემიერი გიორგი გახარია ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის ორი დღით გადადებას ითხოვდა.

ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა და ზუსტი დრო გაიხსენა, როდესაც აღნიშნულ საკითხზე გიორგი გახარიამ პოზიცია შეიცვალა.

მისი თქმით, გახარიას პოზიციის შეცვლის მიზეზი გუნდისთვის სრულიად გაუგებარი იყო.

"17 თებერვლის 17 საათამდე მისი პოზიციები იყო ზუსტად იდენტური იმისა, რაც ჰქონდათ გუნდის სხვა წევრებს, თუმცა სამწუხაროდ რატომღაც 17 საათზე ეს პოზიცია შეიცვალა. გვქონდა ჩვენ დისკუსია ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებას მივაწოდეთ გარკვეული ინფორმაცია. უცბად შეიცვალა ეს პოზიცია. 17 საათი ზუსტად იქიდან მახსოვს, რომ იყო გარკვეული კომუნიკაცია ტექნიკური საშუალებებით და დაახლოებით ეს დრო იყო, როდესაც ეს კომუნიკაცია შედგა.

დაფიქსირდა თავდაპირველად პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გადადებულიყო ეს ოპერაცია და შემდეგ საუბარი იყო 2 დღით გადადებაზე. ეს ჩვენთვის გაუგებარი იყო. მიზეზი, არგუმენტი ჩვენთვის არ იყო მყარი. არგუმენტი იყო ის, თითქოს ნაკლები იქნებოდა ადამიანების კონცენტრაცია 2 დღის შემდეგ მაშინ, როდესაც ჩვენ ლოგიკურად ვმსჯელობდით იმაზე, რომ პირიქით, კონცენტრაცია გაიზრდებოდა და ასეც მოხდა. თქვენ თუ გახსოვთ, 2 დღეში კონცენტრაცია ადამიანების ოფისში გაიზარდა, რამაც შედარებით გაართულა ბუნებრივი ოპერაციის ჩატარება. ჩვენი საუბარი დასრულდა ალბათ 10 წუთით ადრე, ვიდრე გიორგი გახარია გააკეთებდა განცხადებას გადადგომასთან დაკავშირებით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"მაქვს ინფორმაცია, რომ ბრიუსელში ასოცირების დღის წესრიგის შეჩერებაზე დაიწყეს საუბარი" - ლევან ბოძაშვილის თქმით, თუ დანიელსონის მეორე მედიაციაც უშედეგოდ დასრულდა, ასოცირების პროცესს პრობლემა შეექმნება

კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს ბრუნდება - "დროა გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები..."