ავტორი:

პოპულარული და და სიძე, სკანდალები კალაძე-არეშიძის ოჯახთან - საინტერესო ფაქტები დეპუტატ ირაკლი ზარქუაზე

პოპულარული და და სიძე, სკანდალები კალაძე-არეშიძის ოჯახთან - საინტერესო ფაქტები დეპუტატ ირაკლი ზარქუაზე

ირაკლი ზარქუა ბოლო მოწვევის პარლამენტის წევრია. დეპუტატმა შემოდგომაზე თბილისის საკრებულო დატოვა, მისი ადგილმონაცვლე კი მომღერალ სოფო ბედიას ქმარი მიშა მესხი გახდა. მაშინ ამბობდნენ, რომ ოცნების სიაში ზარქუა კახი კალაძის კვოტით მოხვდა, რადგან მისი მეგობრის ალექსანდრე ამისულაშვილის სიძე გახლდათ.

ირაკლი ზარქუას მეუღლე მარიამ თავართქილაძე ერთ-ერთი ბანკის სადაზღვევო განყოფილებაში მუშაობს. წყვილს ორი ქალიშვილი, 7 წლის ნინო და 4 წლის ანასტასია ჰყავთ.

ირაკლი, სოფო და ნინა ზარქუებიდან საზოგადოება მხოლოდ ორ მათგანს იცნობს. ნინა ზარქუა სპორტსმენ ალექსანდრე ამისულაშვილის მეუღლეა. სწორედ მისი და კალაძის მეგობრობა აღმოჩნდა ირაკლი ზარქუასთვის პოლიტიკური კარიერის დაწყების მიზეზი.

ნინა ზარქუა რძალთან ერთად
დები, ნინი და სოფო ზარქუები

თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ორი სპორტსმენი ახლო მეგობრები გახლდნენ, მეგობრობდნენ მათი ცოლებიც - ანუკი და ნინა, ორივე ყოფილი მოდელი და შემდეგ დიზაინერები გახდნენ. ანუკი და ნინა ხშირად შოპინგობდნენ ერთად უცხოეთში, მოგზაურობდნენ, სტუმრობდნენ ერთმანეთს და განუყრელი მეგობრები იყვნენ.

ორი წლის წინ, მოულოდნელად ანუკის ადა ნინას მეგობრობა დასრულდა. მას შემდეგ ორივემ არაერთ მედიას მისცეს ინტერვიუ, მაგრამ მიზეზებზე საუბარს თავს არიდებენ.

მართალია, დიზაინერების გაბუტვის მიზეზი საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა, მაგრამ ვრცელდებოდა ჭორი, რომ ანუკი არეშიძემ ნინა ზარქუას ჩექმის მოდელის კოპირება დააბრალა... ქალების ჩხუბს კაცების ურთიერთობაზე არ უმოქმედია და ამისულაშვილი-კალაძე ისევ აგრძელებენ მეგობრობას.

პოლიტიკურ კარიერას წარმატებით აგრძელებს ირაკლი ზარქუაც. ზაფხულში კახი კალაძე მეუღლის გარეშე სტუმრობდა ამისულაშვილს გრანდიოზულ დაბადების დღეზე. სტუმრებს შორის იყვნენ ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი მეუღლით. ირაკლი ზარქუა აქტიურად ცდილობს, რომ ხშირად გამოჩნდეს ტელევიზიით, გააკეთოს განცხადებები, რომლებიც შეიძლება ამომრჩევლისთვის ხანდახან ღიმილისმომგვრელიც იყო...

ცოტა ხნის წინ სკანდალში გაეხვა ნინა ზარქუაც, რომელიც ერთ-ერთი ტელევიზიის ინფორმაციით, კომენდანტის საათის დროს მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ რესტორანში ქეიფობდა. მოგვიანებით დიზაინერმა სოციალურ ქსელში ვრცელი განმარტება გამოაქვეყნა:

"მინდა, გამოვეხმაურო მთავარი არხის ასეთ "მნიშვნელოვან" რეპორტაჟს. მინდა გითხრათ, რომ მართლაც ვიმყოფებოდი ჩემს მეგობრებთან ერთად ჩემი მეგობრის უგემრიელეს რესტორანში Dining room- ში და ნამდვილად აღვნიშნეთ 8 მარტი, როგორც ვიდეოებში ჩანს, ნაყოფიერადაც) 9 საათზე ყველანი ვიყავით სახლებში, (მინდა გითხრათ, რომ ყველა ვცხოვრობთ ძალიან ახლოს ამ რესტორანთან). რაც შეეხება ინსტაგრამ სთორებს, რამაც თქვენ ძალიან აღგაშფოთათ, გადაღებულია 9 საათამდე, დადებულია 9 საათის შემდეგ)... ასევე მინდა გითხრათ, რომ არასდროს არ გამომიყენებია ჩემი ძმის სტატუსი რამენაირი ფორმით რამენაირ საქმეში, პირიქით იმასაც გეტყვით, რომ ძალიან ბევრმა არც იცის ჩემი ძმა თუ არის ბარტონი ირაკლი ზარქუა, თქვენი წყალობით ბევრიც გაიგებს) მადლობა ყურადღებისათვის და ბოდიში, რომ ტყუილად გაიყინეთ 8 მარტს Dining room -ის კარებთან... პ.ს ალბათ ყველაფრის პოლიტიკაში გარევა არ მოსულა?!“ - წერს ზარქუა...

ჟურნალ "ბომონდთან" ინტერვიუში ნინა ზარქუა ოჯახსა და ძმაზე ყვებოდა:

"უდარდელი ბავშვობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებს დაემთხვა. უფროსი და-ძმა მყავს, მე ნაბოლარა ვარ და ყველა მანებივრებდა. ის, რომ ქვეყანაში რთული პერიოდი იყო, მაშინაც ვხვდებოდი. დედა ერიდებოდა ჩვენს ქუჩაში გაშვებას.

გოგონები დამყოლები ვიყავით. ჩვენი ძმა კომაროვის სახელობის სკოლაში სწავლობდა და მთელი ოჯახი სულ მის მოლოდინში ვიყავით. მახსოვს, მეც ვნერვიულობდი... ჩემი ძმა მკაცრი იყო. სადაც უნდა ვყოფილიყავი, საღამოს შინ დროზე უნდა მივსულიყავი…“ - ჰყვება ნინა ინტერვიუში, რომელიც ძმის სიმკაცრის მიუხედავად ადრეულ ასაკში დაქორწინდა და ახლა სამი მოზრდილი შვილი ჰყავს...