სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"რანაირად გადაიზარდა ბასილაშვილის გამარჯვება, მისი ყოფილი ცოლის დაცინვაში?! განსაკუთრებით გულის ამრევია ქალების მხრიდან ქალის ჩაგვრის სურვილი" - ლიკა ევგენიძე
"რანაირად გადაიზარდა ბასილაშვილის გამარჯვება, მისი ყოფილი ცოლის დაცინვაში?! განსაკუთრებით გულის ამრევია ქალების მხრიდან ქალის ჩაგვრის სურვილი" - ლიკა ევგენიძე

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და მო­დე­ლი ლიკა ევ­გე­ნი­ძე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ნე­გა­ტი­ურ პოს­ტებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

ქარ­თველ­მა სპორ­ტსმენ­მა ლე­გენ­და­რუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი, რო­ჯერ ფე­დე­რე­რი და­ა­მარ­ცხა, რაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის უდა­ვოდ სა­ა­მა­ყო მოვ­ლე­ნაა, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს, სპორ­ტსმე­ნის ოჯა­ხუ­რი სკან­და­ლე­ბი უფრო აინ­ტე­რე­სებს და მისი ყო­ფი­ლი ცო­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი, სა­სა­მარ­თლოს სა­ბო­ლოო გა­ნა­ჩე­ნამ­დე, ჩოგ­ბურ­თელს მო­ძა­ლა­დედ რა­ცხა­ვენ.

არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არც ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს აკ­ლია - ჩოგ­ბურ­თე­ლის წარ­მა­ტე­ბით აჟი­ტი­რე­ბუ­ლე­ბი, მისი ყო­ფი­ლი ცო­ლის მი­სა­მარ­თით ცი­ნი­კურ კო­მენ­ტა­რებს წე­რენ.

"გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვკი­თხუ­ლობ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბა­ზე გა­მოხ­მა­უ­რე­ბებს... რა­ნა­ი­რად გა­და­ი­ზარ­და მისი გა­მარ­ჯვე­ბა, მისი ყო­ფი­ლი ცო­ლის და­ცინ­ვა­ში?! გან­სა­კუთ­რე­ბით გუ­ლის ამ­რე­ვია ქა­ლე­ბის მხრი­დან ქა­ლის ჩაგ­ვრის სურ­ვი­ლი. ყვე­ლა­ფერ­ში არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რე­ბი რა­ტომ ვართ?! ბა­სი­ლაშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბა კი ნამ­დვი­ლად გა­სა­ხა­რია", - წერს ლიკა ევ­გე­ნი­ძე.

ცნო­ბის­თვის დო­ჰას 250-ქუ­ლი­ა­ნი ტურ­ნი­რის მე­ო­თხე­დფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე, ქარ­თვე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი შვე­ი­ცა­რი­ელ ლე­გენ­დას, რო­ჯერ ფე­დე­რერს და­უ­პი­რის­პირ­და და გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა. პირ­ვე­ლი სეტი ფე­დე­რე­რის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და, თუმ­ცა ნი­კო­ლოზ­მა მე­ო­რე სეტ­ში გა­ა­თა­ნაბ­რა და მე­სა­მე სე­ტიც მისი გა­მარ­ჯვე­ბით დამ­თავ­რდა. სა­ბო­ლო­ოდ, ან­გა­რი­ში სამ სეტ­ში ბა­სი­ლაშ­ვი­ლის სა­სარ­გებ­ლოდ - 3:6, 6:1, 7:5 და­ფიქ­სირ­და.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მახო
29

აი ამ უსაქმურს რაღა უნდა ნეტა, ყველგან რომ ეკვეხებიან, ოღონდ ხალხში გამოჩნდნენ.

კომენატრებიდან შინაარსიც ვერ გამოაქვს, ცარიელი თავთავი!....

 

sniper
27

მის ცოლს დასაცინი რა სჭირს, თვეში 10 000 ლარი არ იკმარა და გრანტიჭამია პატარაიებსა და ვაიადვოკატებს აყოლილმა კიდევ უფრო ბევრი მოისურვა. ქალს ყოველთვის აქვს საშუალება იმისა რომ ქმარი ძალადობაში დაადანაშაულოს, რადგან სუსტი სქესის წარმომადგენელია, არადა ინტრიგების ხლართვაშია მისი სიძლიერე. მომკალი და არ მჯერა რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ცოლს სცემდა. თუ ადრე სცემდა და გაცილდა, ახლა რაღა უნდა? თუ ახლაც სცემს, სად და როდის? ეს არავინ უნდა იკითხოს? დარწმუნებული ვარ ვერ გადაყლაპა მისი წარმატებები და კიდევ ის რომ სხვა ქალი ყავს. ბავშვზე აპელირებით და ვითომდა მასზე ძალადობით, რაც აბსურდია და არ მტკიცდება, მოისურვა დიდი ფულის შოვნა, რაშიც არასამთავროები და ადვოკატიც საკმაოდ დიდ წილში უზიან. აი ესაა სიმართლე ქ-ნო ლიკა და ნუ იქნებით მარტო ერთი მხარის მოსარჩელე. კარგი ქალბატონი ბრძანდებით და ე.წ. "მადამ დე პამპადურებს" (ცოტა დაუკლდება) ნუ გამოექომაგებით დაუდასტურებელი ფაქტების გამო.

ნიკას კი წარმატებებს ვუსურვებ დიდ სპორტში და პირად ცხოვრებაში. რაც შეეხება შვილს, მას არაფერი აკლია და იმაზე გაცილებით მეტი აქვს ვიდრე სხვა ბავშვებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"რანაირად გადაიზარდა ბასილაშვილის გამარჯვება, მისი ყოფილი ცოლის დაცინვაში?! განსაკუთრებით გულის ამრევია ქალების მხრიდან ქალის ჩაგვრის სურვილი" - ლიკა ევგენიძე

"რანაირად გადაიზარდა ბასილაშვილის გამარჯვება, მისი ყოფილი ცოლის დაცინვაში?! განსაკუთრებით გულის ამრევია ქალების მხრიდან ქალის ჩაგვრის სურვილი" - ლიკა ევგენიძე

ტელეწამყვანი და მოდელი ლიკა ევგენიძე ნიკოლოზ ბასილაშვილის ისტორიული გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ნეგატიურ პოსტებს ეხმაურება.

ქართველმა სპორტსმენმა ლეგენდარული ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი დაამარცხა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უდავოდ საამაყო მოვლენაა, თუმცა საზოგადოების ნაწილს, სპორტსმენის ოჯახური სკანდალები უფრო აინტერესებს და მისი ყოფილი ცოლის ინტერესების დამცველები, სასამართლოს საბოლოო განაჩენამდე, ჩოგბურთელს მოძალადედ რაცხავენ.

არაადეკვატური მხარდამჭერები არც ნიკოლოზ ბასილაშვილს აკლია - ჩოგბურთელის წარმატებით აჟიტირებულები, მისი ყოფილი ცოლის მისამართით ცინიკურ კომენტარებს წერენ.

"გაოგნებული ვკითხულობ ბასილაშვილის გამარჯვებაზე გამოხმაურებებს... რანაირად გადაიზარდა მისი გამარჯვება, მისი ყოფილი ცოლის დაცინვაში?! განსაკუთრებით გულის ამრევია ქალების მხრიდან ქალის ჩაგვრის სურვილი. ყველაფერში არაადეკვატურები რატომ ვართ?! ბასილაშვილის გამარჯვება კი ნამდვილად გასახარია", - წერს ლიკა ევგენიძე.

ცნობისთვის დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი შვეიცარიელ ლეგენდას, როჯერ ფედერერს დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა. პირველი სეტი ფედერერის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ნიკოლოზმა მეორე სეტში გაათანაბრა და მესამე სეტიც მისი გამარჯვებით დამთავრდა. საბოლოოდ, ანგარიში სამ სეტში ბასილაშვილის სასარგებლოდ - 3:6, 6:1, 7:5 დაფიქსირდა.

"სადაც ბავშვები თამაშობენ, წამში შეიძლება ტრაგედია დატრიალდეს, არ ავხსნი რამდენად საშიშია სიტუაცია იქ" - რას წერს ნინა სუბლატი?

"ევროკავშირის ვაქცინ-ფიასკო და ბრიტანელებზე "შურისძიება", ანუ რა მოხდა სინამდვილეში?" - ზურაბ გურული "ასტრაზენეკას" სკანდალს გლობალური პოლიტიკის ჭრილში განიხილავს

"...გამოდის, რომ ვაქცინა თრომბის რისკს ამცირებს" - რას წერს აშშ-ში მომუშავე ქართველი ინფექციონისტი ვაქცინაციასა და "ასტრაზენეკაზე"