სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"შეიძლება თუ არა ასეთი პრემიერ-მინისტრი ჰყავდეს საქართველოს“ - რას ამბობს ბობოხიძე ღარიბაშვილზე?
"შეიძლება თუ არა ასეთი პრემიერ-მინისტრი ჰყავდეს საქართველოს“ - რას ამბობს ბობოხიძე ღარიბაშვილზე?

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რის აკა­კი ბო­ბო­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა უმ­ჯო­ბე­სია უპა­სუ­ხოს კი­თხვას, რა­ტომ არ აღ­ძრა საქ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რამ იმ ჩა­ნა­წე­რის ში­ნა­არსთან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც "ტვ პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში გა­ვი­და.

"ბა­ტონ­მა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სჯობს გვი­პა­სუ­ხოს შე­კი­თხვა­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რამ რა­ტომ არ აღ­ძრა საქ­მე ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ასე­ვე უნდა ჰყავ­დეს თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც რო­გორც თვი­თონ ბრძა­ნებს, არას­რულ­წლო­ვანს მო­უ­წო­დებს ადა­მი­ა­ნე­ბის და­ტე­რო­რე­ბის­თვის წა­ვიდ­ნენ მე­ო­რე წრე­ზე, რათა გა­ირ­კვეს ვინ არის ამ ქვე­ყა­ნა­ში პატ­რო­ნი. შე­იძ­ლე­ბა თუ არა ასე­თი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ჰყავ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს“, - გა­ნა­ცხა­და აკა­კი ბო­ბო­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, "ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ მო­ი­პო­ვეს ფა­რუ­ლი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლი­თაც, მა­თი­ვე მტკი­ცე­ბით, მომ­ღე­რა­ლი ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ამ­ჟა­მინ­დელ ხელ­მძღვა­ნელს ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძეს იმ ახალ­გაზ­რდე­ბის დას­ჯას სთხოვს, რო­მელ­თაც ინ­ტერ­ნეტ­ში ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი და­წე­რეს. ამას­თან, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ სა­კი­თხზე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც ამ ქმე­დე­ბებს იწო­ნებს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­შრე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა კერ­ძო სა­უბ­რის უნე­ბარ­თვო ჩა­წე­რი­სა და მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტებ­ზე და­ი­წყო.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტუა
25

ბობოხიძე შენისთანა ნაძირლაბი არ უნდა ქვეყანას,მაგრამ ალბათ ესეც საჭიროა რომ გავიხალისოთ ცხოვრება თეატრი ყველასათვის მისაწვდომი არ არის.

ლაშა
4

არ შეიძლება! მხოლოდ ვანო, ყველა ღირსებით შემკული! :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"შეიძლება თუ არა ასეთი პრემიერ-მინისტრი ჰყავდეს საქართველოს“ - რას ამბობს ბობოხიძე ღარიბაშვილზე?

"შეიძლება თუ არა ასეთი პრემიერ-მინისტრი ჰყავდეს საქართველოს“ - რას ამბობს ბობოხიძე ღარიბაშვილზე?

"ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმჯობესია უპასუხოს კითხვას, რატომ არ აღძრა საქმე პროკურატურამ იმ ჩანაწერის შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც "ტვ პირველის“ ეთერში გავიდა.

"ბატონმა ღარიბაშვილმა სჯობს გვიპასუხოს შეკითხვაზე, პროკურატურამ რატომ არ აღძრა საქმე ფაქტთან დაკავშირებით შინაარსიდან გამომდინარე. ასევე უნდა ჰყავდეს თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც როგორც თვითონ ბრძანებს, არასრულწლოვანს მოუწოდებს ადამიანების დატერორებისთვის წავიდნენ მეორე წრეზე, რათა გაირკვეს ვინ არის ამ ქვეყანაში პატრონი. შეიძლება თუ არა ასეთი პრემიერ-მინისტრი ჰყავდეს საქართველოს“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს. აღნიშნულთან დაკავშრებით პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ვინ სიკვდილები არიან ეს ხალხი? ამათ ქართველობა ღვინის ჩასხმა და ღორივით დალევა ჰგონიათ?" - აკაკი ბობოხიძე პრაიდის მოწინააღმდეგეებზე

"ნამუსიც კარგი საქონელია" - გვახსოვს მისი ჩატარებული ოპერაციები" - ირაკლიკ ქადაგიშვილი გიორგი გახარიას განცხადებებზე