სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Public Health England: თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს თამბაქოს ეპიდემიის დასრულებას (R)
Public Health England: თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს თამბაქოს ეპიდემიის დასრულებას (R)

ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის პო­ლი­ტი­კა თამ­ბა­ქოს ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის ინო­ვა­ცი­ურ მიდ­გო­მას წარ­მო­ად­გენს, რომ­ლის ეფექ­ტუ­რო­ბაც სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბით დას­ტურ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჯან­მო მკაც­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა აღ­ნიშ­ნულ სტრა­ტე­გი­ას და უპი­რა­ტე­სო­ბას მკაც­რი კონ­ტრო­ლი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას ანი­ჭებს.

2021 წელს Public Health England-ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, თამ­ბა­ქოს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მო­წყო­ბი­ლო­ბებს აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, ხელი შე­უ­წყოს თამ­ბა­ქოს ეპი­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბას.

სა­ა­გენ­ტოს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ მომ­ხმა­რებ­ლის მიერ თამ­ბა­ქოს ელექტრო­ნულ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ზე გა­დას­ვლის შე­დე­გად ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბა ინ­გლი­სის სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ რე­გი­ონ­ში 49%-ით, იოკ­ში­რი­სა და ჰუმ­ბე­რის რე­გი­ონ­ში კი 78%-ით შემ­ცირ­და. კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ახა­ლი ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი ტრა­დი­ცი­უ­ლი მო­წე­ვის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბის პრო­ცეს­ში ორ­ჯერ უფრო ეფექ­ტუ­რია, ვიდ­რე ნი­კო­ტი­ნის ჩამ­ნაც­ვლე­ბე­ლი თე­რა­პია.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია არ აღი­ა­რებს თამ­ბა­ქოს შემ­ცი­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის მქო­ნე მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის შე­საძ­ლო და­დე­ბით მხა­რე­ებს. უფრო მე­ტიც, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, ორ­გა­ნი­ზა­ცია ჯან­დაც­ვის სის­ტე­მებს თამ­ბა­ქოს ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის აკ­რძალ­ვის­კენ მო­უ­წო­დებს.

“ჯან­მო არ ით­ვა­ლის­წი­ნებს მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტე­ბის მო­საზ­რე­ბას, უგუ­ლე­ბელ­ყოფს Public Health England-ისა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია Action on Smoking and Health (ASH)-ის სა­მეც­ნი­ე­რო თუ კლი­ნი­კურ კვლე­ვებს, და აქ­ვეყ­ნებს რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც მოკ­ლე­ბუ­ლია სა­მეც­ნი­ე­რო სა­ფუძ­ველს. მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ჯან­მო შე­საძ­ლოა ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის მტრად და­სა­ხელ­დეს”, - ამ­ბობს ასო­ცი­ა­ცია UKVIA-ს დი­რექ­ტო­რი ჯონ დუნი.

თამ­ბა­ქოს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მომ­ხრე ექ­სპერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ჯან­მოს მკაც­რი მიდ­გო­მა უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა­ზე, რად­გან ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის სა­ჭი­როა არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა. რაც ნიშ­ნავს იმას, რომ თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტე­ბის აკ­რძალ­ვის ნაც­ვლად, ზრდას­რულ მომ­ხმა­რე­ბელს უნდა ჰქონ­დეს წვდო­მა თამ­ბა­ქოს ელექტრო­ნულ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ზე.

“ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ თამ­ბა­ქოს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მო­წყო­ბი­ლო­ბებს აქვთ პო­ტენ­ცი­ა­ლი, ხელი შე­უ­წყონ მო­წე­ვის შე­წყვე­ტა­სა და მწე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბას. ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის პო­ლი­ტი­კის კი­დევ უფრო მეტი ეფექ­ტუ­რო­ბის­თვის სა­ჭი­როა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და ლო­კა­ლუ­რი მთავ­რო­ბე­ბის მიერ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ზრდა”, - გა­ნა­ცხა­და UKVIA-ს დი­რექ­ტორ­მა.

UKVIA-ს დი­რექ­ტო­რის შე­ფა­სე­ბით, თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა წარ­მო­ად­გენს პროგ­რე­სულ სტრა­ტე­გი­ას, რო­მე­ლიც და­დე­ბი­თი შე­დე­გის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის სის­ტე­მე­ბი­სათ­ვის.

“ჩვენ არ უნდა მივ­ცეთ უფ­ლე­ბა არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და არა­სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ აკ­რძალ­ვებს, ხელი შე­უ­შა­ლონ უკე­თე­სი მო­მავ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას”, - ამ­ბობს ჯონ დუნი.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ქარ­თვე­ლი წამ­ყვა­ნი ონ­კო­ლო­გი­ის პრო­ფე­სო­რი რემა ღვა­მი­ჩა­ვა ეხ­მა­უ­რე­ბა: "ნუ გან­ვი­ხი­ლავთ სა­ქარ­თვე­ლოს მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან გან­ყე­ნე­ბუ­ლად, მე ვფიქ­რობ რომ ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტი და ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბა და ძა­ლის­ხმე­ვა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს მი­ეხ­მა­რე­ბა სი­გა­რე­ტის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა­ში მხო­ლოდ მი­სა­სალ­მე­ბე­ლია და ვფიქ­რობ რომ ამას სა­ქარ­თვე­ლო­შიც იგი­ვე შე­დე­გი უნდა ჰქონ­დეს.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. თამ­ბა­ქო, რომ მავ­ნეა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ისე­დაც აქ­სი­ო­მაა, ამა­ზეც მუდ­მი­ვად არის სა­ჭი­რო სა­უ­ბა­რი და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა. რა თქმა უნდა ჯო­ბია, რომ ადა­მი­ან­მა არ მო­იხ­მა­როს თამ­ბა­ქო, ანუ სი­გა­რე­ტი არ მო­წი­ოს. ვინც ეწე­ვა მის­თვის ნე­ბის­მი­ე­რი გზა, რო­მე­ლიც მას სი­გა­რე­ტის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა­ში, ან ნაკ­ლე­ბად სა­ზი­ა­ნო ალ­ტერ­ნა­ტი­ვით ჩა­ნაც­ვლე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.“

ონ­კო­ლო­გის მო­საზ­რე­ბით: „ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, ადა­მი­ანს უთხრა, რომ თავი და­ა­ნე­ბოს სი­გა­რე­ტის მო­წე­ვას, თუმ­ცა ვინც მწე­ვე­ლია მის­თვის ასე მარ­ტი­ვი რა თქმა უნდა არ არის. ისი­ნი თა­ვად ცდი­ლო­ბენ და ვერ ანე­ბე­ბენ თავს, ამი­ტომ მიხ­მა­რე­ბა და ჩა­ნაც­ვლე­ბა ამა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. უკ­ვამ­ლო თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტე­ბი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია თა­ვა­დაც არ არის ურის­კო, მაგ­რამ ის მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა­ში ამი­ტომ, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა და სწო­რად ინ­ფორ­მი­რე­ბა არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.“

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

Public Health England: თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს თამბაქოს ეპიდემიის დასრულებას (R)

Public Health England: თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს თამბაქოს ეპიდემიის დასრულებას (R)

ზიანის შემცირების პოლიტიკა თამბაქოს ეპიდემიასთან ბრძოლის ინოვაციურ მიდგომას წარმოადგენს, რომლის ეფექტურობაც სამეცნიერო კვლევებით დასტურდება. მიუხედავად ამისა, ჯანმო მკაცრად ეწინააღმდეგება აღნიშნულ სტრატეგიას და უპირატესობას მკაცრი კონტროლისა და შეზღუდვების დაწესებას ანიჭებს.

2021 წელს Public Health England-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს თამბაქოს ეპიდემიის დასრულებას.

სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ თამბაქოს ელექტრონულ მოწყობილობებზე გადასვლის შედეგად ტრადიციული სიგარეტების მოხმარება ინგლისის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში 49%-ით, იოკშირისა და ჰუმბერის რეგიონში კი 78%-ით შემცირდა. კლინიკური კვლევის თანახმად, ახალი ელექტრონული მოწყობილობები ტრადიციული მოწევისთვის თავის დანებების პროცესში ორჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ნიკოტინის ჩამნაცვლებელი თერაპია.

მიუხედავად ამისა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არ აღიარებს თამბაქოს შემცირებული რისკების მქონე მოწყობილობების შესაძლო დადებით მხარეებს. უფრო მეტიც, გამოქვეყნებული რეკომენდაციების თანახმად, ორგანიზაცია ჯანდაცვის სისტემებს თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების აკრძალვისკენ მოუწოდებს.

“ჯანმო არ ითვალისწინებს მსოფლიოს წამყვანი ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებას, უგულებელყოფს Public Health England-ისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Action on Smoking and Health (ASH)-ის სამეცნიერო თუ კლინიკურ კვლევებს, და აქვეყნებს რეკომენდაციებს, რომლებიც მოკლებულია სამეცნიერო საფუძველს. მსგავსი ქმედებების შედეგად, ჯანმო შესაძლოა ზიანის შემცირების მტრად დასახელდეს”, - ამბობს ასოციაცია UKVIA-ს დირექტორი ჯონ დუნი.

თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მომხრე ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჯანმოს მკაცრი მიდგომა უარყოფითად აისახება საყოველთაო ჯანდაცვაზე, რადგან ზიანის შემცირების პოლიტიკის განხორციელებისთვის საჭიროა არჩევანის თავისუფლების არსებობა. რაც ნიშნავს იმას, რომ თამბაქოს პროდუქტების აკრძალვის ნაცვლად, ზრდასრულ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს წვდომა თამბაქოს ელექტრონულ მოწყობილობებზე.

“ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს აქვთ პოტენციალი, ხელი შეუწყონ მოწევის შეწყვეტასა და მწეველთა რაოდენობის შემცირებას. ზიანის შემცირების პოლიტიკის კიდევ უფრო მეტი ეფექტურობისთვის საჭიროა ცნობიერების ამაღლება და ლოკალური მთავრობების მიერ ალტერნატიულ მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობის ზრდა”, - განაცხადა UKVIA-ს დირექტორმა.

UKVIA-ს დირექტორის შეფასებით, თამბაქოს ზიანის შემცირება წარმოადგენს პროგრესულ სტრატეგიას, რომელიც დადებითი შედეგის მომტანი იქნება მსოფლიო ჯანდაცვის სისტემებისათვის.

“ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება არასწორ ინფორმაციასა და არასამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ აკრძალვებს, ხელი შეუშალონ უკეთესი მომავლის განხორციელების შესაძლებლობას”, - ამბობს ჯონ დუნი.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის გადაწყვეტილებას ქართველი წამყვანი ონკოლოგიის პროფესორი რემა ღვამიჩავა ეხმაურება: "ნუ განვიხილავთ საქართველოს მთელი მსოფლიოდან განყენებულად, მე ვფიქრობ რომ ნებისმიერი პროდუქტი და ნებისმიერი ქმედება და ძალისხმევა, რომელიც ადამიანს მიეხმარება სიგარეტისთვის თავის დანებებაში მხოლოდ მისასალმებელია და ვფიქრობ რომ ამას საქართველოშიც იგივე შედეგი უნდა ჰქონდეს.

რასაკვირველია სწორი ინფორმაციის მიწოდებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თამბაქო, რომ მავნეა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ისედაც აქსიომაა, ამაზეც მუდმივად არის საჭირო საუბარი და მომხმარებლებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. რა თქმა უნდა ჯობია, რომ ადამიანმა არ მოიხმაროს თამბაქო, ანუ სიგარეტი არ მოწიოს. ვინც ეწევა მისთვის ნებისმიერი გზა, რომელიც მას სიგარეტისთვის თავის დანებებაში, ან ნაკლებად საზიანო ალტერნატივით ჩანაცვლებაში დაეხმარება არის მნიშვნელოვანი.“

ონკოლოგის მოსაზრებით: „ძალიან მარტივია, ადამიანს უთხრა, რომ თავი დაანებოს სიგარეტის მოწევას, თუმცა ვინც მწეველია მისთვის ასე მარტივი რა თქმა უნდა არ არის. ისინი თავად ცდილობენ და ვერ ანებებენ თავს, ამიტომ მიხმარება და ჩანაცვლება ამაში ძალიან მნიშვნელოვანია. უკვამლო თამბაქოს პროდუქტები, რასაკვირველია თავადაც არ არის ურისკო, მაგრამ ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს თამბაქოს ზიანის შემცირებაში ამიტომ, ამ ინფორმაციის მიწოდება და სწორად ინფორმირება არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი.“

R

შიდა უპროცენტო განვადება წინასწარი შენატანის გარეშე - „ტერასა ბაკურიანის“ აქცია 31 მარტამდე გრძელდება

ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ გლობალური სტარტაპ ფონდის პარტნიორია

სილქნეტი საიუბილეო დღეებში სილქფესტის 4 აქციას სთავაზობს მომხმარებლებს!