სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"განცხადება პროვოკაციული და ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითია" - დავით ზალკალიანი სერგეი ნარიშკინს პასუხობს
"განცხადება პროვოკაციული და ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითია" - დავით ზალკალიანი სერგეი ნარიშკინს პასუხობს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ს შო­რის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით პარტნი­ო­რო­ბა მა­ღალ ნიშ­ნულ­ზეა, შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რედ ეს არის ის, რაც რუ­სეთს აწუ­ხებს. და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტო­რის სერ­გეი ნა­რიშ­კი­ნის გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლო-აშშ-ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ.

რო­გორც და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი აცხა­დებს, ეს არის პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბა, ჰიბ­რი­დუ­ლი ომის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თი, თუ რო­გორ ცდი­ლობს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია მა­ღალ დო­ნე­ზე შე­მო­ი­ტა­ნოს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დაბ­ნე­უ­ლო­ბა, და­თე­სოს ნი­ჰი­ლიზ­მი და სა­კი­თხი წარ­მო­ა­ჩი­ნოს ისე, რომ თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლო­სა და მის მთა­ვარ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორს შო­რის ყვე­ლა ძი­რი­თად სა­კი­თხზე არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბა, მათ შო­რის, ში­და­პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე.

„რა თქმა უნდა, ეს რომ ასე არ არის ამა­ზე მე­ტყვე­ლებს კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი. რო­გორც არას­დროს ისეთ მა­ღალ ნიშ­ნულ­ზეა სა­ქარ­თვე­ლო­სა და მის მთა­ვარ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით: თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის, ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბის მხრივ ამე­რი­კა-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის ქარ­ტია სწო­რედ ამას მი­ა­ნიშ­ნებს. ასე­ვე, ამას მი­ა­ნიშ­ნებს ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ვი­ხი­ლეთ ამე­რი­კის ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უმაღ­ლე­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან, ბლინ­კე­ნის გან­ცხა­დე­ბა ჯერ კი­დევ მა­შინ, სა­ნამ სე­ნატ­ში მისი კან­დი­და­ტუ­რის გან­ხილ­ვა ხდე­ბო­და - ნატო-ს კონ­ტექ­სტში მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რუ­სე­თის მომ­დი­ნა­რე აგ­რე­სი­ა­სა და ოკუ­პა­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ვი­ხი­ლეთ ორ­პარ­ტი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა კონ­გრე­სის მხრი­დან Georgia support act-ის ხე­ლა­ხა­ლი ინი­ცი­რე­ბით. სწო­რედ ეს არის ის, რაც მათ აწუ­ხებთ. ეს არის ის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თი ჰიბ­რი­დუ­ლი ომის წარ­მო­ე­ბის მა­გა­ლი­თით, თუ რო­გორ ცდი­ლო­ბენ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შე­მო­ი­ტა­ნონ დაბ­ნე­უ­ლო­ბა, და­თე­სო­ნი ნი­ჰი­ლიზ­მი და სა­კი­თხე­ბი წარ­მო­ა­ჩი­ნონ აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლად და იმ კონ­ტექ­სტი­დან, რო­გორც მათ აწყობთ“, - გა­ნა­ცხა­და ზალ­კა­ლი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტო­რი სერ­გეი ნა­რიშ­კი­ნი სა­ქარ­თვე­ლო-აშშ-ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს და აცხა­დებს, რომ თეთრ სახ­ლში გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კურ­სის გამო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი.

რო­გორც ნა­რიშ­კი­ნი აცხა­დებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში წეს­რი­გის და­სამ­ყა­რებ­ლად ამე­რი­კე­ლე­ბი გეგ­მა­ვენ სის­ტე­მუ­რად იმუ­შა­ონ ოპო­ზი­ცი­ის და­სახ­მა­რებ­ლად და ამავდრო­უ­ლად, ცდი­ლო­ბენ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ზი­ცი­ე­ბის შერ­ყე­ვას.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
13

ძალიან მინდა მჯეროდეს. მართლაც ძნელი დასაჯერებელია, რომ ასე ღიად და პირდაპირ გვანიშნებდნენ რუსები რომ ოცნება მათი აქტივია, მაგრამ ვაი თუ გვანიშნებენ? ყველა ვარიანტში, დაგვცინიან და ვართ დასაცინი. 

გლახუნა
34

- საქოცეთო - ხ ა ლ ხ ი ძალიან კარგად ხედავს თქვენი 9 წლიანი - ,, სახელმწიფო მოღვაწეობით,, - ვინ ხართ და რა რეალური ინტერესებები, მიზნები ... ფაქტი - საქართველო-2012 წლიდან გ ა ხ ა დ ე თ ერთ-ერთი ყ ვ ე ლ ა ზ ე ღატაკი, უსუსური, გაძარცვული, დაკნინებული, უიმედო, უპერსპექტივო - რუსული გუბერნია, ანუ კრიმინალურ, მით შეუქცევად რეგრესირებად, დეპრესიულ წარმონაქმნად...

+ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ - ქმედებები კი არა - ანტი საოკუპაციო მ ძ ა ფ რ ი საგარეო პოლიტიკა- ც კი შეწყვეტეთ თქვენ კრემლის ვირთხებო...

-ხალხი ბრიყვი ხომ არ გგონიათ - ვერ ხედავდეს - ხ ვ დ ე ბ ო დ ე ს... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"განცხადება პროვოკაციული და ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითია" - დავით ზალკალიანი სერგეი ნარიშკინს პასუხობს

"განცხადება პროვოკაციული და ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითია" - დავით ზალკალიანი სერგეი ნარიშკინს პასუხობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის ყველა მიმართულებით პარტნიორობა მაღალ ნიშნულზეა, შესაბამისად, სწორედ ეს არის ის, რაც რუსეთს აწუხებს. დავით ზალკალიანი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის სერგეი ნარიშკინის განცხადებას საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების შესახებ.

როგორც დავით ზალკალიანი აცხადებს, ეს არის პროვოკაციული განცხადება, ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ ცდილობს რუსეთის ფედერაცია მაღალ დონეზე შემოიტანოს ქართულ საზოგადოებაში დაბნეულობა, დათესოს ნიჰილიზმი და საკითხი წარმოაჩინოს ისე, რომ თითქოს საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ყველა ძირითად საკითხზე არის აბსოლუტური შეუთანხმებლობა, მათ შორის, შიდაპოლიტიკურ პროცესებზე.

„რა თქმა უნდა, ეს რომ ასე არ არის ამაზე მეტყველებს კონკრეტული ფაქტები. როგორც არასდროს ისეთ მაღალ ნიშნულზეა საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის თანამშრომლობა ყველა მიმართულებით: თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობის, დემოკრატიის გაძლიერების მხრივ ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია სწორედ ამას მიანიშნებს. ასევე, ამას მიანიშნებს ის განცხადებები, რომელიც ვიხილეთ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ბლინკენის განცხადება ჯერ კიდევ მაშინ, სანამ სენატში მისი კანდიდატურის განხილვა ხდებოდა - ნატო-ს კონტექსტში მხარდამჭერი განცხადებები, განცხადებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რუსეთის მომდინარე აგრესიასა და ოკუპაციასთან მიმართებაში, ვიხილეთ ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესის მხრიდან Georgia support act-ის ხელახალი ინიცირებით. სწორედ ეს არის ის, რაც მათ აწუხებთ. ეს არის ის კლასიკური მაგალითი ჰიბრიდული ომის წარმოების მაგალითით, თუ როგორ ცდილობენ ქართულ საზოგადოებაში შემოიტანონ დაბნეულობა, დათესონი ნიჰილიზმი და საკითხები წარმოაჩინონ აბსოლუტურად განსხვავებულად და იმ კონტექსტიდან, როგორც მათ აწყობთ“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ თეთრ სახლში გაღიზიანებულები არიან „ქართული ოცნების“ კურსის გამო. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც ნარიშკინი აცხადებს, საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ სისტემურად იმუშაონ ოპოზიციის დასახმარებლად და ამავდროულად, ცდილობენ „ქართული ოცნების“ პოზიციების შერყევას.

გია გაჩეჩილაძის თქმით, 9 აპრილს მდუმარე აქცია გაიმართება და "საქართველოს მარადისობის დღე" დაფუძნდება

"IRI-ის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული იყო" - მამუკა მდინარაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"