სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ტანზანიაში პრეზიდენტს ეძებენ - სად გაუჩინარდა ქვეყნის პირველი პირი და რაზე საუბრობს ოპოზიცია
ტანზანიაში პრეზიდენტს ეძებენ - სად გაუჩინარდა ქვეყნის პირველი პირი და რაზე საუბრობს ოპოზიცია

ტან­ზა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტი ჯონ მა­გუ­ფუ­ლი, 27 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ არა­ვის უნა­ხავს, ის სა­ჯა­როდ არ გა­მო­ჩე­ნი­ლა და ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც არა­ვინ ავ­რცე­ლებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კი სულ უფრო მეტი კი­თხვა ჩნდე­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ სად იმ­ყო­ფე­ბა პრე­ზი­დენ­ტი და რა და­ე­მარ­თა მას.

BBC წერს, რომ ტან­ზა­ნი­ის ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის, ტუნ­დუ ლი­სუს წყა­რო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტი კო­რო­ნა­ვირუ­სი­თაა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და ის კე­ნი­ა­ში კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ეს ინ­ფორ­მა­ცია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის და და­ზუს­ტე­ბა ვერც BBC-მ შეძ­ლო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტან­ზა­ნი­ის პრე­ზი­დენტ ჯონ მა­გუ­ფუ­ლის კო­რო­ნა­ვირუს­თან არა­სა­თა­ნა­დოდ ბრძო­ლის გამო აკ­რი­ტი­კებ­დნენ. მის­მა მთავ­რო­ბამ უარი თქვა ვაქ­ცი­ნის შე­ძე­ნა­ზე. ტან­ზა­ნია არის მსოფ­ლი­ო­ში ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე უარს აცხა­დებს. კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ 2020 წლის მა­ი­სის შემ­დეგ, იქ ინ­ფორ­მა­ცი­ას აღარ აქ­ვეყ­ნე­ბენ.

ორ­თქლის ჯი­ხუ­რი ტან­ზა­ნი­ა­ში. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ნა­წილს და მათ შო­რის პრე­ზი­დენტს, სჯე­რა, რომ ორ­ქთლი კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ უე­ბა­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა

61 წლის პრე­ზი­დენ­ტმა მო­სახ­ლე­ო­ბას ლოც­ვის­კენ და მცე­ნა­რე­უ­ლი ნა­ყე­ნის მი­ღე­ბის­კენ, ასე­ვე ორ­თქლის თე­რა­პი­ის­კენ მო­უ­წო­და, მისი თქმით, ეს ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ და­ეხ­მა­რე­ბო­დათ. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე მა­გუ­ფუ­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და თა­ვი­სი თა­ნა­შემ­წის დაკ­რძალ­ვა­ზე, სა­დაც გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნამ კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­სულ წელს და­ა­მარ­ცხა და მას­ზე გა­მარ­ჯვე­ბას ამ წელ­საც შეძ­ლებს.

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­სუს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტი კე­ნი­ა­ში ორ­შა­ბათს, ღა­მით გა­და­იყ­ვა­ნეს. მი­სი­ვე ცნო­ბით, მა­გუ­ფუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ფა­სე­ბუ­ლია რო­გორც უმ­ძი­მე­სი.

მთავ­რო­ბას პრე­ზი­დენ­ტის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის, ან მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია და არ ვრცელ­დე­ბა არა­ნა­ი­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა.

კე­ნი­ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც ტან­ზა­ნი­ის ოპო­ზი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენტს მკურ­ნა­ლო­ბენ, არა­ნა­ირ კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ. ეს დუ­მი­ლი კი კი­დევ უფრო ზრდის ჭო­რებს და პრე­ზი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ცნო­ბა ვრცელ­დე­ბა.

"ჩვენ­თვის გა­საკ­ვი­რი არ იქ­ნე­ბა, თუ ის ვირუ­სით და­ა­ვად­და, რად­გა­ნაც კო­ვი­დი­სად­მი უგუ­ნურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იჩენ­და. არ იღებ­და სიფრ­თხი­ლის არა­ვი­თარ ზო­მას, და­დი­ო­და ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში პირ­ბა­დის გა­რე­შე. ის ლოც­ვე­ბის­კენ და ბა­ლა­ხე­უ­ლი ნა­ყე­ნის მი­ღე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და ხალ­ხს“, - ამ­ბობს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი. მი­სი­ვე ცნო­ბით, პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად, სა­ვა­რა­უ­დოდ კო­რო­ნა­ვირუ­სი­თაა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია ქვეყ­ნის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრიც და ეს ორი კე­ნი­ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ერ­თად მკურ­ნა­ლობს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:))
7

ტანზანია კია რა ქვეყანა თავზე გვექცევა,,, ვის აინტერესებს:(((

ელგუჯა
8

ალბათ, თანაშემწეს ჩააყოლეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ტანზანიაში პრეზიდენტს ეძებენ - სად გაუჩინარდა ქვეყნის პირველი პირი და რაზე საუბრობს ოპოზიცია

ტანზანიაში პრეზიდენტს ეძებენ - სად გაუჩინარდა ქვეყნის პირველი პირი და რაზე საუბრობს ოპოზიცია

ტანზანიის პრეზიდენტი ჯონ მაგუფული, 27 თებერვლის შემდეგ არავის უნახავს, ის საჯაროდ არ გამოჩენილა და ოფიციალურ ინფორმაციასაც არავინ ავრცელებს. საზოგადოებაში კი სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება იმის შესახებ, თუ სად იმყოფება პრეზიდენტი და რა დაემართა მას.

BBC წერს, რომ ტანზანიის ოპოზიციის ლიდერის, ტუნდუ ლისუს წყაროების ინფორმაციით, პრეზიდენტი კორონავირუსითაა ინფიცირებული და ის კენიაში კლინიკაშია მოთავსებული. ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის და დაზუსტება ვერც BBC-მ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ტანზანიის პრეზიდენტ ჯონ მაგუფულის კორონავირუსთან არასათანადოდ ბრძოლის გამო აკრიტიკებდნენ. მისმა მთავრობამ უარი თქვა ვაქცინის შეძენაზე. ტანზანია არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ვაქცინაციაზე უარს აცხადებს. კორონავირუსის შემთხვევების შესახებ 2020 წლის მაისის შემდეგ, იქ ინფორმაციას აღარ აქვეყნებენ.

ორთქლის ჯიხური ტანზანიაში. ადგილობრივების ნაწილს და მათ შორის პრეზიდენტს, სჯერა, რომ ორქთლი კორონავირუსის წინააღმდეგ უებარი საშუალებაა

61 წლის პრეზიდენტმა მოსახლეობას ლოცვისკენ და მცენარეული ნაყენის მიღებისკენ, ასევე ორთქლის თერაპიისკენ მოუწოდა, მისი თქმით, ეს ვირუსის წინააღმდეგ დაეხმარებოდათ. გაუჩინარებამდე მაგუფული იმყოფებოდა თავისი თანაშემწის დაკრძალვაზე, სადაც განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი გასულ წელს დაამარცხა და მასზე გამარჯვებას ამ წელსაც შეძლებს.

ოპოზიციონერი ლისუს ინფორმაციით, პრეზიდენტი კენიაში ორშაბათს, ღამით გადაიყვანეს. მისივე ცნობით, მაგუფულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასებულია როგორც უმძიმესი.

მთავრობას პრეზიდენტის ადგილსამყოფელის, ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია და არ ვრცელდება არანაირი ოფიციალური განცხადება.

კენიის საავადმყოფოში, სადაც ტანზანიის ოპოზიციის ინფორმაციით, პრეზიდენტს მკურნალობენ, არანაირ კომენტარს არ აკეთებენ. ეს დუმილი კი კიდევ უფრო ზრდის ჭორებს და პრეზიდენტთან დაკავშირებით ქვეყანაში ბევრი სხვადასხვაგვარი ცნობა ვრცელდება.

"ჩვენთვის გასაკვირი არ იქნება, თუ ის ვირუსით დაავადდა, რადგანაც კოვიდისადმი უგუნურ დამოკიდებულებას იჩენდა. არ იღებდა სიფრთხილის არავითარ ზომას, დადიოდა ხალხმრავალ ადგილებში პირბადის გარეშე. ის ლოცვებისკენ და ბალახეული ნაყენის მიღებისკენ მოუწოდებდა ხალხს“, - ამბობს ოპოზიციონერი. მისივე ცნობით, პრეზიდენტთან ერთად, სავარაუდოდ კორონავირუსითაა ინფიცირებულია ქვეყნის ფინანსთა მინისტრიც და ეს ორი კენიის საავადმყოფოში ერთად მკურნალობს.

ტანზანიის პრეზიდენტის გარდაცვალების იდუმალი ამბავი - რას ემსხვერპლა კაცი, რომელიც ხალხს კოვიდის საწინააღმდეგოდ  ნაყენის მიღებას ურჩევდა

"განადგურდა მოქალაქეთა ქონება..." - მასშტაბური ხანძარი თურქეთში და 50-ზე მეტი დამწვარი სახლი (ვიდეო)

"მჯერა, რომ პუტინი მკვლელია...ის ყველაფრის საფასურს გადაიხდის და ამას თქვენ მალე დაინახავთ“ - ჯო ბაიდენი