სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვინ არის კრისტიან დანიელსონი, რომელსაც შარლ მიშელი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის აგზავნის
ვინ არის კრისტიან დანიელსონი, რომელსაც შარლ მიშელი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის აგზავნის

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა შარლ მი­შელ­მა ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, ჟო­ზეფ ბო­რელ­თან შე­თან­ხმე­ბით, კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გის მე­დი­ა­ტო­რად და­ნიშ­ნა.

და­ნი­ელ­სო­ნი მე­დი­ა­ცი­ას გა­უ­წევს სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს შო­რის გა­ნახ­ლე­ბულ დი­ა­ლოგს, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში და­ძა­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვას ემ­სა­ხუ­რე­ბა და ამ მიზ­ნით ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩთან კარლ ჰარ­ცელ­თან მჭიდ­როდ ითა­ნამ­შრომ­ლებს.

"უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ბ-ნი და­ნი­ელ­სო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა, რათა ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე მხა­რე აქ­ტი­უ­რად ჩარ­თოს პრო­ცეს­ში.

პრე­ზი­დენ­ტი მი­შე­ლი და უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბო­რე­ლი მო­უ­წო­დე­ბენ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ აქ­ტორს, რომ სრულ­ყო­ფი­ლად კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბით შეს­რულ­დეს დი­ა­ლო­გი ორ­მხრი­ვი შე­დე­გე­ბის მი­საღ­წე­ვად, სტა­ბი­ლუ­რი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და რე­ფორ­მა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რათა შეძ­ლოს ქვე­ყა­ნამ წარ­მა­ტე­ბით სვლა მის პრო­ევ­რო­პულ გზა­ზე", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე ვრცელ­დე­ბა.

კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნი მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო შვე­დეთ­ში, ვიდ­რე ის ევ­რო­კო­მი­სი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მო­ად­გი­ლე გახ­დე­ბო­და 2011 წელს. 2013 წელს იგი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გახ­და გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში და 2015 წელს გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რად და­ი­ნიშ­ნა სა­მე­ზობ­ლო და გა­ფარ­თო­ე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში. ის ამ­ჟა­მად შვე­დეთ­ში ევ­რო­კო­მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯიჯი ალფაიძე
129

ამას სიფათზე ეტყობა,რომ ნაცია,თან შვედი...ღმერთმა ქნას ვცდებოდე,

ცისო
134

რა პრეტენზია გაქვთ ნაცბანდას? სირცხვილი არ არის , ?გამოგიგზვნეს მომრიგებელ-მომლაპარაკებელი. თქვენ გაქვთ პრეტენზიები, მართოთ ქვეყანა? ესაა სირცხვილი და უპასუხისმგებლობა. ხაზარაძის გამოსვლა დასაგმობია ნამდვილად. რატომ გძულთ ასე ეს ქვეყანა? რამ გადაგაჯიშათ? რას ნიშნავს სკამების სიყვარული და სხვის აზრს ჩამოკიდებულნი. ერთი ყური უკრაინისკენ გაქვთ, საკუთარი აზრი სად არის? ქვეყნის სიყვარული სად არის? ქვეყანა მიყვანილია სამოქალაქო დაპირისპირებამდე, თქვენ ამაზე გიფიქრიათ? რას გავს ეს ბოროტული გამოხტომები? რა გინდათ? დაფიქრდით და მოვემსახუროთ ამ ქვეყანას, ეს ხომ ერთი გვაქვს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ვინ არის კრისტიან დანიელსონი, რომელსაც შარლ მიშელი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის აგზავნის

ვინ არის კრისტიან დანიელსონი, რომელსაც შარლ მიშელი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის აგზავნის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური დიალოგის მედიატორად დანიშნა.

დანიელსონი მედიაციას გაუწევს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის განახლებულ დიალოგს, რომელიც ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ვითარების განმუხტვას ემსახურება და ამ მიზნით ის საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

"უახლოეს დღეებში ბ-ნი დანიელსონი საქართველოში გაემგზავრება, რათა ყველა მონაწილე მხარე აქტიურად ჩართოს პროცესში.

პრეზიდენტი მიშელი და უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომ სრულყოფილად კონსტრუქციული სულისკვეთებით შესრულდეს დიალოგი ორმხრივი შედეგების მისაღწევად, სტაბილური, დემოკრატიული და რეფორმაზე ორიენტირებული საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, რათა შეძლოს ქვეყანამ წარმატებით სვლა მის პროევროპულ გზაზე", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

კრისტიან დანიელსონი მუდმივი წარმომადგენელი იყო შვედეთში, ვიდრე ის ევროკომისიის გენერალური მდივნის მოადგილე გახდებოდა 2011 წელს. 2013 წელს იგი გენერალური დირექტორი გახდა გაფართოების საკითხებში და 2015 წელს გენერალურ დირექტორად დაინიშნა სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებებში. ის ამჟამად შვედეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია.

"დიდი შანსია პროკურატურაში ბერა ივანიშვილი დაიბარონ, დაახვედრონ ტორტი, ხინკალი, ყავა, ვისკი, კონიაკი - დაკითხვის გარდა, ყველაფერს მოუწყობენ" - ელისაშვილი

რუსეთის დაზვერვის სამსახურის დირექტორი: "ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება საქართველოს მმართველი პარტიისადმი...  "მეოცნებეები“ სრულად არ ასრულებენ დაკვეთას"

ევროპარლამენტარები - საქართველოში დროა დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი სტაბილურობისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის