სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბადრი ბასიშვილის ინფორმაციით, გორში "ნაცმოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ - დაზიანებულია ინვენტარი, დამტვრეულია მინები
ბადრი ბასიშვილის ინფორმაციით, გორში "ნაცმოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ - დაზიანებულია ინვენტარი, დამტვრეულია მინები

გორ­ში „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ოფისს თავს და­ესხნენ.რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა ბად­რი ბა­სიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, დამ­ტვრე­უ­ლია მი­ნე­ბი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ინ­ვენ­ტა­რი.

რო­გორც ბა­სიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, პარ­ტი­ის ოფისს, სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ეს­ხა თავს.

"რო­გორც ვიცი, ეს იყო ჯგუ­ფუ­რად და­გეგ­მი­ლი თავ­დას­ხმა, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. დიდი ალ­ბა­თო­ბით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვის­ტე­ბი იყ­ვნენ. ეს 2012 წლი­დან უკვე მე-6 ფაქ­ტია, მათ შო­რის ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის დროს ხდე­ბო­და ყვე­ლა­ზე ხში­რად. ახ­ლაც ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა რამ­დე­ნი­მე დღეა პრე­მი­ე­რად და დიდი ალ­ბა­თო­ბით, ანა­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას უნდა ვე­ლო­დოთ.

და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ინ­ვენ­ტა­რი, დამ­ტვრე­უ­ლია მი­ნე­ბი, რო­გორც ვიცი, რამ­დე­ნი­მე პი­როვ­ნე­ბა პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა", - გა­ნა­ცხა­და ბა­სიშ­ვილ­მა.

ტე­რი­ტო­რია ყვი­თე­ლი ლენ­ტით არის შე­მო­სა­ზღვრუ­ლი და ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლია სამი პირი.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას ან გა­ნად­გუ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
69

ბადრი ბასიშვილი გარეთ რომ არის ეს უფრო დიდი დანაშაულია ვიდრე მინების ჩამსხვრევა

დ გ
69

თავს კი არ დაესხწნ არამედ კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ბადრი ბასიშვილის ინფორმაციით, გორში "ნაცმოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ - დაზიანებულია ინვენტარი, დამტვრეულია მინები

ბადრი ბასიშვილის ინფორმაციით, გორში "ნაცმოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ - დაზიანებულია ინვენტარი, დამტვრეულია მინები

გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ.როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბადრი ბასიშვილმა განუცხადა, დამტვრეულია მინები და დაზიანებულია ინვენტარი.

როგორც ბასიშვილმა განაცხადა, პარტიის ოფისს, სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს.

"როგორც ვიცი, ეს იყო ჯგუფურად დაგეგმილი თავდასხმა, რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. დიდი ალბათობით "ქართული ოცნების" აქტივისტები იყვნენ. ეს 2012 წლიდან უკვე მე-6 ფაქტია, მათ შორის ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს ხდებოდა ყველაზე ხშირად. ახლაც ღარიბაშვილი დაინიშნა რამდენიმე დღეა პრემიერად და დიდი ალბათობით, ანალოგიური პროცესების გაგრძელებას უნდა ველოდოთ.

დაზიანებულია ინვენტარი, დამტვრეულია მინები, როგორც ვიცი, რამდენიმე პიროვნება პოლიციამ უკვე დააკავა", - განაცხადა ბასიშვილმა.

ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დაკავებულია სამი პირი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ბაჩო ახალაია ციხეს პატიმრობის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს - რას აცხადებს მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი?

გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ფაქტზე მე-4 პირი დააკავეს

გორში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ფაქტზე მესამე პირი დააკავეს