სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ვიწვევ ოპოზიციას, მოდით, წავიდეთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით" - ნიკოლ ფაშინიანი
"ვიწვევ ოპოზიციას, მოდით, წავიდეთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით" - ნიკოლ ფაშინიანი

სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი უშ­ვებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ქვე­ყა­ნა სა­პარ­ლა­მენ­ტო­დან ნა­ხევ­რად საპ­რე­ზი­დენ­ტო მმარ­თვე­ლო­ბა­ზე გა­და­ვი­დეს. ამის შე­სა­ხებ მან ერე­ვან­ში, თა­ვი­სი მომ­ხრე­ე­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ მი­ტინგზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და. პრე­მი­ე­რი მომ­ხრე­ებ­თან შვილ­თან და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მი­ვი­და.

ის ასე­ვე, გა­მო­ვი­და წი­ნა­და­დე­ბით, ოქ­ტომ­ბერ­ში ჩა­ტარ­დეს რე­ფე­რენ­დუ­მი ახალ კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

„ჩვენ უნდა ვი­მუ­შა­ოთ იმა­ზე, რომ სა­ყო­ველ­თაო რე­ფე­რენ­დუ­მის მეშ­ვე­ო­ბით მი­ვი­ღოთ ახა­ლი, ან რე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცია. ვუშ­ვებ, რომ ქვე­ყა­ნა გა­და­ვი­დეს სა­პარ­ლა­მენ­ტო­დან ნა­ხევ­რად საპ­რე­ზი­დენ­ტო მმარ­თვე­ლო­ბის ფორ­მა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ფა­ში­ნი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, ამის გა­კე­თე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია პრე­ზი­დენ­ტთან, პარ­ლა­მენ­ტთან და პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებ­თან ერ­თად.

გარ­და ამი­სა, ფა­ში­ნი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მზად არის ჩა­ა­ტა­როს ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, თუკი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი და­თან­ხმდე­ბი­ან ამ სა­კი­თხზე კონ­სულ­ტა­ცი­ებს. პრე­მი­ე­რის თქმით, კენ­ჭისყრა აჩ­ვე­ნებს, რას მო­ი­თხო­ვენ სომ­ხე­თის მცხოვ­რებ­ლე­ბი.

„მინ­და, რომ ხალ­ხმა მი­ი­ღოს ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მინ­და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვიყო, რომ გვპა­ტი­ობთ და ახლა ვიწ­ვევ სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ას. მო­დით, წა­ვი­დეთ ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გზით“, - გა­ნა­ცხა­და ფა­ში­ნი­ან­მა.

მან­ვე იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი არ­მენ სარ­ქი­სი­ა­ნი გა­მო­ი­ტანს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის ონიკ გას­პა­რი­ა­ნის გა­და­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ.

ამას­თან, ფა­ში­ნი­ა­ნი თა­ვი­სი შეც­დო­მე­ბის­თვის თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს ბო­დიშს უხ­დის.

„სა­უ­ბა­რია ჩვენ მთავ­რო­ბა­ზე, პი­რა­დად ჩემ­ზე. მინ­და ბო­დი­ში მო­გი­ხა­დოთ მათ მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა შეც­დო­მის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ფა­ში­ნი­ან­მა.

მან მომ­ხრე­ებს პი­რო­ბა მის­ცა, რომ გაკ­ვე­თილს გა­მო­ი­ტანს ჩა­დე­ნი­ლი შეც­დო­მე­ბი­დან.

მან­ვე, თა­ვის მთა­ვარ მიღ­წე­ვად და­ა­სა­ხე­ლა ხალ­ხის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­არ­სე­ბა.

„მხო­ლოდ ხალ­ხი უნდა წყვეტ­დეს, ვინ იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში. სურთ, რომ ხალ­ხს ძა­ლა­უფ­ლე­ბა წა­არ­თვან, მაგ­რამ ჩვენ ამას არ და­ვუშ­ვებთ“, - გა­ნა­ცხა­და ფა­ში­ნი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nინო
32

აჰაა, რატომ არ ეშინია? არ მოუპარავს არჩევნები და იმიტომ!

bebe
11

ა კაცი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ვიწვევ ოპოზიციას, მოდით, წავიდეთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით" - ნიკოლ ფაშინიანი

"ვიწვევ ოპოზიციას, მოდით, წავიდეთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით" - ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უშვებს შესაძლებლობას, რომ ქვეყანა საპარლამენტოდან ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდეს. ამის შესახებ მან ერევანში, თავისი მომხრეების მიერ ორგანიზებულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერი მომხრეებთან შვილთან და მეუღლესთან ერთად მივიდა.

ის ასევე, გამოვიდა წინადადებით, ოქტომბერში ჩატარდეს რეფერენდუმი ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით.

„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ საყოველთაო რეფერენდუმის მეშვეობით მივიღოთ ახალი, ან რეფორმირებული კონსტიტუცია. ვუშვებ, რომ ქვეყანა გადავიდეს საპარლამენტოდან ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის ფორმაზე“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ამის გაკეთება აუცილებელია პრეზიდენტთან, პარლამენტთან და პოლიტიკურ ძალებთან ერთად.

გარდა ამისა, ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არის ჩაატაროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუკი პოლიტიკური ძალები დათანხმდებიან ამ საკითხზე კონსულტაციებს. პრემიერის თქმით, კენჭისყრა აჩვენებს, რას მოითხოვენ სომხეთის მცხოვრებლები.

„მინდა, რომ ხალხმა მიიღოს ეს შესაძლებლობა. მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი გამოიტანს გადაწყვეტილებას გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ონიკ გასპარიანის გადაყენების შესახებ.

ამასთან, ფაშინიანი თავისი შეცდომებისთვის თანამემამულეებს ბოდიშს უხდის.

„საუბარია ჩვენ მთავრობაზე, პირადად ჩემზე. მინდა ბოდიში მოგიხადოთ მათ მიერ დაშვებული ყველა შეცდომისთვის“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მან მომხრეებს პირობა მისცა, რომ გაკვეთილს გამოიტანს ჩადენილი შეცდომებიდან.

მანვე, თავის მთავარ მიღწევად დაასახელა ხალხის ხელისუფლების დაარსება.

„მხოლოდ ხალხი უნდა წყვეტდეს, ვინ იქნება ხელისუფლების სათავეში. სურთ, რომ ხალხს ძალაუფლება წაართვან, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

Moderna დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს ვაქცინის 500 მილიონამდე დოზას მიაწვდის

ნიკოლ ფაშინიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

კორონავირუსის 401 993 შემთხვევა და 3 523 გარდაცვლილი - ინდოეთში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა