ავტორი:

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე მხოლოდ პოზიციები გაცვალეს და შეთანხმების მიღწევაზე საუბარი ადრეა.

„იმედიანი გაზაფხული დგება. ჩვენმა სტუმარმა, შარლ მიშელმა აჩვენა უნიკალური პოლიტიკური და დიპომატიური უნარი და რასაც ვერ წარმოვიდგენდით ის მოახდინა, რომ დავჯექით საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან კონსულტაციებისთვის, რომელიც არ არის არც მოლაპარაკება და არც რაუნდი, სანამ ნიკა მელია არ გათავისუფლდება და სანამ პირველ საკითხად არ დადგება ახალი არჩევნები. ამის გარეშე პროგრესზე ოცნება გამორიცხული იქნება.

შეთანხმების მიღწევაზე საუბარი ნაადრევია. გავცვალეთ პოზიციები და სავსებით გასაგებად ვუთხარით მთავრობის ხელმძღავნელს, რომ ერთადერთი გამოსავალი ახალი აჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა“,- განაცხადა ნათელაშვილმა.

"ირინეა ჩემი ზურგი და საიდუმლო იარაღიც" - როგორ მოხვდა ძიუდოს ნაცვლად ტანვარჯიშზე და რით მოხიბლა მომავალმა მეუღლემ ალეკო ელისაშვილი?

გახარიას კიდევ ერთმა კადრმა დატოვა თანამდებობა - ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტიდან წავიდა

"აღიარეს, რომ გახარია მართალი იყო, გადადგან შემდეგი ნაბიჯი, გახარია დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ღარიბაშვილი წავიდეს სახლში" - ექსპერტი