სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა
ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

ჟურ­ნა­ლისტ ვახო სა­ნა­ი­ა­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ სა­მი­ვე პირს - სუ­ლი­კო სა­ყე­ვა­რაშ­ვილს, გი­ორ­გი სა­ხე­ლაშ­ვილ­სა და ვაჟა გი­გა­ურს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ლაშა კლდი­აშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და. დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, დაც­ვის მხა­რე კი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

ცნო­ბის­თვის, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ვახო სა­ნა­ი­ას მი­მართ, მისი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დევ­ნი­სა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით მუ­ქა­რის ფაქ­ტზე 3 პირი და­ა­კა­ვეს.

მათ ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 156-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით, 151-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
===
10

ნუ გეშინიათ, ადვოკატი გყავთ იმისთანა, რომ ორ დღეში გარეთ იქნებით და ისევ ჩახვალთ ეზოში საგუნდაოდ.

გიორგი
43

ბიჭებო,ისეთი,საქციელი,არ,უნდა,ჩაიდინოთ,რომ,უკანასკნელი,ნაძირალა,არ,იყოს,თქვენთან,მართალი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ სამივე პირს - სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ვინც ცდილობენ ბასილაშვილს იმიჯი შეულახონ, გაწბილებულები დარჩებიან" - რატომ მიმართავს ჩოგბურთელის ადვოკატი ომბუდსმენს?

"ხელისუფლებაში ეჭვობენ, რომ ბოლოდროინდელ ჩანაწერებთან დათა ახალაიას ყოფილ გარემოცვას, მათ შორის სოსო თოფურიძესაც, აქვს კავშირი" -  მოხდება თუ არა თოფურიძის ექსტრადირება?

"აქამდე ამბობდნენ, ამ გოგოს ფსიქიკური პრობლემები აქვსო და ახლა აღარ აქვს? თუ აქვს, ბრალი რატომ წაუყენეს?" - რას ედავება ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტს პროკურატურა