ავტორი:

"უცნობები მოდიოდნენ, მკოცნიდნენ, მთხოვდნენ "სელფის" გადაღებას, მადლობას მიხდიდნენ, რომ ნიკა ასეთი გავზარდე" - ანზორ მელია

"უცნობები მოდიოდნენ, მკოცნიდნენ, მთხოვდნენ "სელფის" გადაღებას, მადლობას მიხდიდნენ, რომ ნიკა ასეთი გავზარდე" - ანზორ მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას მამის ანზორ მელიას თქმით, საპროტესტო აქციაზე მიმავალმა უცნობი ადამიანებისგან უამრავი მადლობა და პატივისცემა დაინახა მისი შვილის საქციელის გამო. ანზორ მელიას თქმით, ნიკა მელიამ ჭეშმარიტი ახალგაზრდა ლიდერის სახე უჩვენა "ქართულ ოცნებას":

"ფილარმონიიდან მოვდიოდი პარლამენტამდე და უცნობები მოდიოდნენ, მკოცნიდნენ, მადლობას მიხდიდნენ, რომ ნიკა ასეთი გავზარდე. უცნობები მთხოვდნენ "სელფების" გადაღებას - ეს არის ბედნიერება და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ნიკას რამხელა ავტორიტეტი და სიყვარული აქვს ხალხში. აქ არავინ ძალით მოყვანილი არ არის, არიან თავისუფლებისმოყვარე ადამიანები, რომლებიც ვერ შეეგუებიან ივანიშვილის ციხე-სიმაგრეში ცხოვრებას, მეორეხარისხოვანი ხალხი არ ვართ...

მთავრობაში ერთი ნათელი პიროვნება იყო შედარებით, გახარია და ისიც გადადგა და დარჩნენ მდინარაძეების და კობახიძეების ამარა. მინდა გონს მოეგონ, არ შეიძლება ასეთი დაპირისპირება ქართველ ხალხთან... როგორ უნდა იცხოვრონ შემდეგ, როცა არ იქნებიან სათავეში? ისინი გაიქცევიან საქართველოდან, იმიტომ რომ ქართველი ხალხი მაგათ არ აპატიებთ 23-ში ნიკას, როგორც ტერორისტის, ისე აყვანას. ნიკა ხომ დახვდათ კაცურად? ხომ აჩვენა, როგორი უნდა იყოს ქართველი ლიდერი - ხელებაწეული, მომღიმარი, ყველას აფრთხილებდა, არ გაუწიოთ წინააღმდეგობაო და ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, იმიტომ რომ ეგონათ ჩვენი ბიჭები წინაღმდეგობას გაუწევდნენ და იქნებოდა იქ მუშტი-კრივი...

დღეს აქციაზე ნიკას წერილი წაიკითხეს, რომელიც ციხიდან გამოაგზავნა. ეს არის ლიდერის წერილი, სამშობლოს სიყვარულზე განპირობებული წერილია. ამ აქციიდან ნიკას მინდა ვუთხრა: ბრძოლა ბოლომდე!" - განაცხადა ანზორ მელიამ.

"მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა, მისთვის ყველაზე მარტივი გზა არის რევოლუცია" - ალეკო ელისაშვილი

სააკაშვილისთვის პლებისციტი მიუღებელია, სალომე სამადაშვილი კი აცახდებს, რომ "რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია"

LIVE: ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"