სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქართველოში დასაქმების ონლაინ ფესტივალი ჩატარდება
საქართველოში დასაქმების ონლაინ ფესტივალი ჩატარდება

1-დან 5 მარ­ტის ჩათ­ვლით, HR hub – ისა და World Vision სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნი­ზე­ბით და­საქ­მე­ბის ონ­ლა­ინ ფეს­ტი­ვა­ლი – "გა­ე­სა­უბ­რე სა­ი­და­ნაც გინ­და” ჩა­ტარ­დე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე 30 კომ­პა­ნია და 200-მდე ვა­კან­სია იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­მელ­თა ნახ­ვაც www.Studentjob.ge -ზე შე­გიძ­ლი­ათ. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შე­არ­ჩე­ვენ მათ­თვის სა­სურ­ველ კომ­პა­ნი­ებს, ვა­კან­სი­ებს და და­რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან. ამის შემ­დეგ ჩა­ი­ნიშ­ნე­ბა ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რე­ბი დამ­საქ­მებ­ლებ­თან.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­მუ­შა­ოს მა­ძი­ებ­ლებ­თან შეხ­ვედ­რის დროს, კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ისა­უბ­რე­ბენ თუ რა შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი და ვა­კან­სი­ე­ბი აქვთ, რა არის მათი კომ­პა­ნი­ის, რო­გორც დამ­საქ­მებ­ლის კონ­კუ­რენ­ტუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა. და­სას­რულს კი, მსმე­ნე­ლებს კი­თხვე­ბის დას­მის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ.

გარ­და ამი­სა, ჩა­ტარ­დე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო მას­ტერკლა­სე­ბი:

  • მე­დეა ტა­ბა­ტა­ძე HR კონ­სულ­ტან­ტი – რო­გორ მო­ვახ­დი­ნოთ დამ­საქ­მე­ბელ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა – 1 მარ­ტი 15:00 სთ;
  • ზურა მხე­ი­ძე ფსი­ქო­ლო­გი – რო­გორ გარ­დავ­ქმნათ შე­საძ­ლებ­ლო­ბად სამ­სა­ხუ­რის ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მი­ღე­ბუ­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბა – 27 თე­ბერ­ვა­ლი 18:00 სთ.

ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში აგ­რეთ­ვე გა­ი­მარ­თე­ბა SS.ge/jobs -ის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა თე­მა­ზე - რო­გორ უნდა გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს კარ­გი რე­ზი­უ­მე. SS.ge/jobs - ეს არის და­საქ­მე­ბის პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს სა­სურ­ვე­ლი ვა­კან­სი­ე­ბი­სა და რე­ზი­უ­მე­ე­ბის პოვ­ნის პრო­ცესს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უმარ­ტი­ვებს. პლატ­ფორ­მის უნი­კა­ლუ­რო­ბა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ დამ­საქ­მე­ბელს, სრუ­ლი­ად უფა­სოდ, სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს აარ­ჩი­ოს სა­სურ­ვე­ლი კად­რი ვებ გვერ­დზე არ­სე­ბუ­ლი ბა­ზი­დან. ასე­ვე, ცალ­კეა გა­მო­ყო­ფი­ლი სტუ­დენ­ტუ­რი რე­ზი­უ­მე­ე­ბის გან­თავ­სე­ბის ფუნ­ქცია, რის­თვი­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ე­მა­ტა რე­ზი­უ­მეს შექ­მნის ხელ­სა­წყო.

SS.ge/jobs-ის გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­მუ­შა­ოს მა­ძი­ე­ბელს, შე­უძ­ლია გა­მო­ი­წე­როს მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და­საქ­მე­ბის სფე­რო­ე­ბი და პრო­ფე­სი­ე­ბი, რა შემ­თხვე­ვა­შიც, სა­სურ­ვე­ლი ვა­კან­სი­ის და­მა­ტე­ბი­სას იგი მი­ი­ღებს შე­ტყო­ბი­ნე­ბას ელ-ფოს­ტა­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „სი­ტყვა და საქ­მე“ 1997 წლი­დან აკავ­ში­რებ­და სა­მუ­შა­ოს მა­ძი­ებ­ლებ­სა და დამ­სქა­მებ­ლებს. და­საქ­მე­ბის ბაზ­რის გან­ვი­თა­რე­ბა, დღეს SS.ge-ს ერთ-ერთი მთა­ვა­რი, პრი­ო­რი­ტე­ტია. მიმ­დი­ნა­რე ეტაპ­ზე, სა­იტს 40.000-მდე უნი­კა­ლუ­რი ვი­ზი­ტო­რი ჰყავს, ყო­ველ­დღი­უ­რად.

და­საქ­მე­ბის ფეს­ტი­ვალ­ში და მას­ტერკლა­სებ­ზე და­სას­წრე­ბად სა­ჭი­როა რე­გის­ტრა­ცია: https://bit.ly/3pgic8l შეხ­ვედ­რე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა ონ­ლა­ინ – Zoom-ის პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბით.

ფეს­ტი­ვა­ლი გან­კუთ­ვნი­ლია ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის. დამ­საქ­მებ­ლე­ბი კი კან­დი­და­ტე­ბის და­საქ­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კონ­კრე­ტუ­ლი ვა­კან­სი­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მი­ი­ღე­ბენ. ღო­ნის­ძი­ე­ბა მო­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­საც. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნი და­საქმდეს და სა­სურ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი იპო­ვოს.

და­საქ­მე­ბის ონ­ლა­ინ ფეს­ტი­ვა­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო, GoandGrow, SS.ge jobs, Grant Thornton Georgia, რა­დიო იმე­დი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

საქართველოში დასაქმების ონლაინ ფესტივალი ჩატარდება

საქართველოში დასაქმების ონლაინ ფესტივალი ჩატარდება

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ღონისძიებაზე 30 კომპანია და 200-მდე ვაკანსია იქნება წარმოდგენილი, რომელთა ნახვაც www.Studentjob.ge -ზე შეგიძლიათ. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან.

მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს, კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა. დასასრულს კი, მსმენელებს კითხვების დასმის საშუალება ექნებათ.

გარდა ამისა, ჩატარდება საინტერესო მასტერკლასები:

  • მედეა ტაბატაძე HR კონსულტანტი – როგორ მოვახდინოთ დამსაქმებელზე შთაბეჭდილება – 1 მარტი 15:00 სთ;
  • ზურა მხეიძე ფსიქოლოგი – როგორ გარდავქმნათ შესაძლებლობად სამსახურის ძიების პროცესში მიღებული იმედგაცრუება – 27 თებერვალი 18:00 სთ.

ფესტივალის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება SS.ge/jobs -ის მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა თემაზე - როგორ უნდა გამოიყურებოდეს კარგი რეზიუმე. SS.ge/jobs - ეს არის დასაქმების პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს სასურველი ვაკანსიებისა და რეზიუმეების პოვნის პროცესს მნიშვნელოვნად უმარტივებს. პლატფორმის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ დამსაქმებელს, სრულიად უფასოდ, საშუალებას აძლევს აარჩიოს სასურველი კადრი ვებ გვერდზე არსებული ბაზიდან. ასევე, ცალკეა გამოყოფილი სტუდენტური რეზიუმეების განთავსების ფუნქცია, რისთვისაც სპეციალურად დაემატა რეზიუმეს შექმნის ხელსაწყო.

SS.ge/jobs-ის გამოყენებით, სამუშაოს მაძიებელს, შეუძლია გამოიწეროს მისთვის საინტერესო დასაქმების სფეროები და პროფესიები, რა შემთხვევაშიც, სასურველი ვაკანსიის დამატებისას იგი მიიღებს შეტყობინებას ელ-ფოსტაზე.

აღსანიშნავია, რომ „სიტყვა და საქმე“ 1997 წლიდან აკავშირებდა სამუშაოს მაძიებლებსა და დამსქამებლებს. დასაქმების ბაზრის განვითარება, დღეს SS.ge-ს ერთ-ერთი მთავარი, პრიორიტეტია. მიმდინარე ეტაპზე, საიტს 40.000-მდე უნიკალური ვიზიტორი ჰყავს, ყოველდღიურად.

დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაცია: https://bit.ly/3pgic8l შეხვედრები გაიმართება ონლაინ – Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

ფესტივალი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის. დამსაქმებლები კი კანდიდატების დასაქმების გადაწყვეტილებას კონკრეტული ვაკანსიების მოთხოვნების შესაბამისად მიიღებენ. ღონისძიება მოიცავს საქართველოს რეგიონებსაც. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმდეს და სასურველი სამსახური იპოვოს.

დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, GoandGrow, SS.ge jobs, Grant Thornton Georgia, რადიო იმედი.

რამდენ ადამიანს დასჭირდა "სასწრაფოს" დახმარება "ნაცმოძრაობის" ოფისთან - დაშავებულთაგან 2 კლინიკაშია გადაიყვანილი

„თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ MAN-ის ბრენდის სატვირთო ავტომობილებზე შიდა 0%-იან განვადებას აანონსებს

თბილისის შემოვლითი გზა გაიხსნა - "3 საათი იყო აკრძალვა მეტეოროლოგიური პირობების გამო"