სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სიახლე აბიტურიენტებისთვის - რა ცვლილებებს აანონსებს მიხეილ ჩხენკელი ეროვნული გამოცდებისთვის
სიახლე აბიტურიენტებისთვის - რა ცვლილებებს აანონსებს მიხეილ ჩხენკელი ეროვნული გამოცდებისთვის

"ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის რე­ფორ­მა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ გა­მოც­დე­ბი გა­და­ვი­ტა­ნოთ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში", - ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა პარ­ლა­მენ­ტის კო­მი­ტე­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მთავ­რო­ბი­სათ­ვის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის ფარ­გლებ­ში, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ წარ­დგე­ნილ კა­ბი­ნეტს უს­მე­ნენ.

მი­სი­ვე თქმით, გა­ნი­ხი­ლე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­რი­ცხვის ისე­თი მიდ­გო­მაც, რო­დე­საც რე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ქუ­ლას­თან ერ­თად, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სხვა კომ­პო­ნენ­ტე­ბი, რო­გო­რიც არის: სკო­ლის სა­შუ­ა­ლო ნი­შა­ნი, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან, კლას­გა­რე­შე მუ­შა­ო­ბა და სხვა.

"ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ფორ­მა რო­მე­ლიც ახლა გვაქვს აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ებს რე­ფორ­მას არამ­ხო­ლოდ სტრუქ­ტუ­რის კუ­თხით, არა­მედ ში­ნა­არ­სობ­რი­ვად. ჩემი აზ­რით, აქ­ცენ­ტი უნდა გა­კეთ­დეს აზ­როვ­ნე­ბა­ზე ვიდ­რე ფაქ­ტე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა­ზე და შე­მოქ­მე­დე­ბით მიდ­გო­მა­ზე - ფიქრზე, ვიდ­რე ფაქ­ტე­ბის ცოდ­ნა­ზე გა­მოც­დე­ბის დროს.

ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტეტს აქვს იმის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რომ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ფორ­მატ­ში სა­კუ­თა­რი სტან­დარ­ტი თა­ვად და­ამ­კვიდ­როს. ამე­რი­კულ სის­ტე­მა­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ სკო­ლის სა­შუ­ა­ლო ნი­შან­საც და სკო­ლის ნიშ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბაც აწე­უ­ლია.

ჩვენ ვი­ხი­ლავთ ასეთ მიდ­გო­მას, რომ რე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ქუ­ლას­თან ერ­თად გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ სხვა კომ­პო­ნენ­ტე­ბიც, რო­გო­რიც არის სკო­ლის სა­შუ­ა­ლო ნი­შა­ნი, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან და კლას­გა­რე­შე მუ­შა­ო­ბა. ამე­რი­კა­ში ეს დი­დი­ხა­ნია აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია და ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შა­ობს, ჩვენც შეგ­ვიძ­ლია ანა­ლო­გი­უ­რი მო­დე­ლი დავ­ნერ­გოთ“, - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
1

ერთი წინადადებაც რომ არა აქვს ცხოვრებაში წაკითხული ან წერა-კითხვა ვინც არ იცის მხოლოდ ისინი რომ მივიღოთ არა ?

???
3

გაგიჟდით? ძლივს აეწყო ეროვნული გამოცდების სისტემა და უკან აბრუნებთ პროცესს??? გსურთ ააღორძინოთ სკოლებში კორუფცია, კონვერტები, ბრილიანტის ბეჭდები ნიშნების საყიდლად და უპატრონოების ჩაგვრა? გელბახიანის სული გინდათ შემოატრიალოთ უმაღლესებში? ოქროს მედლების გაყიდვაც დააბრუნეთ 1 გამოცდით ან უგამოცდოთ ჩასარიცხად და საოლ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

სიახლე აბიტურიენტებისთვის - რა ცვლილებებს აანონსებს მიხეილ ჩხენკელი ეროვნული გამოცდებისთვის

სიახლე აბიტურიენტებისთვის - რა ცვლილებებს აანონსებს მიხეილ ჩხენკელი ეროვნული გამოცდებისთვის

"ეროვნული გამოცდების რეფორმა აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოცდები გადავიტანოთ უნივერსიტეტებში", - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ კაბინეტს უსმენენ.

მისივე თქმით, განიხილება უნივერსიტეტში ჩარიცხვის ისეთი მიდგომაც, როდესაც რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იქნება სხვა კომპონენტები, როგორიც არის: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან, კლასგარეშე მუშაობა და სხვა.

"ეროვნული გამოცდების ფორმა რომელიც ახლა გვაქვს აუცილებლად საჭიროებს რეფორმას არამხოლოდ სტრუქტურის კუთხით, არამედ შინაარსობრივად. ჩემი აზრით, აქცენტი უნდა გაკეთდეს აზროვნებაზე ვიდრე ფაქტების დამახსოვრებაზე და შემოქმედებით მიდგომაზე - ფიქრზე, ვიდრე ფაქტების ცოდნაზე გამოცდების დროს.

ამჟამად საქართველოში ყველა უნივერსიტეტს აქვს იმის თავისუფლება, რომ ეროვნული გამოცდების ფორმატში საკუთარი სტანდარტი თავად დაამკვიდროს. ამერიკულ სისტემაში უნივერსიტეტები ითვალისწინებენ სკოლის საშუალო ნიშანსაც და სკოლის ნიშნის მნიშვნელობაც აწეულია.

ჩვენ ვიხილავთ ასეთ მიდგომას, რომ რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა კომპონენტებიც, როგორიც არის სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან და კლასგარეშე მუშაობა. ამერიკაში ეს დიდიხანია აპრობირებულია და ძალიან კარგად მუშაობს, ჩვენც შეგვიძლია ანალოგიური მოდელი დავნერგოთ“, - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება, ეს საკითხი დახურულია!" - ღარიბაშვილი

ალეკო ელისაშვილი ღარიბაშვილს: "რა გარანტია გვაქვს, რომ თქვენი კვლავ გაპრემიერების შემთხვევაში, "ქართულ-ჯიგრულ-ნათესაურ პონტში" თქვენი ნათესავები ისევ არ დაფაცურდებიან?"