"მე არ ვიყავი საქმის კურსში ნამდვილად და იმ დილით გავიგე მედიისგან მისი გადადგომის შესახებ, რაც ძალიან გამიკვირდა", - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით სერგეენკო ჟურნალისტების კითხვას, იყო თუ არა საქმის კურსში გუნდში არსებული დაპირისპირების შესახებ.
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პირობებში, მისი დღევანდელი ხისტი განცხადებების ფონზე ოპოზიციასთან მოლაპარაკება, სერგეენკო ამბობს, რომ ამ კუთხით ის იმედიანად არის.
მისივე თქმით, თავად ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ- მინისტრის პოსტზე მხარს დაუჭერს.
"ირაკლისთან ერთად მიმუშავია წლების განმავლობაში და ვიცი, რომ ენერგიული, მოტივირებული და მიზანმიმართული ადამიანია, ამიტომ იმედიანაად ვარ. უმრავლესობამ ამ დღეების განმავლობაში შიდა კონსულტაციები გაიარა და მხარდაჭერა აქვს სრული", - განაცხადა სერგეენკომ.
რაც შეეხება მოლაპარაკებებს, სერგეენკო აცხადებს, რომ ამას ალტერნატივა არ აქვს.
"ეს არ არის მხოლოდ გაცვეთილი ტრანსფარენტული ფრაზა, რომ ალტერნატივა არ აქვს, მართლა რეალურად ასეა ამ კონკრეტულ ვითარებაში, ქვეყანას რომელსაც ამხელა გამოწვევები აქვს, ერთადერთი გზა არის სახელმწიფო ინსტიტუციების გამართული მუშაობა და არა დაპირისპირება და კონფრონტაცია. ამიტომ მე ისევ იმედიანად ვარ, რომ მოლაპარაკებებს თავისი რესურსი აქვს. რაც შეეხება იმას, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები იდგმება ამისკენ, უარი ვთქვით დეპუტატის მანდატების გაუქმებაზე ერთი შემთხვევის გარდა, როცა იყო სხვა მიზეზი, დანარჩენი მე უშუალოდ მოლაპარაკებებში არ ვარ ჩართული და ტექნიკურ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ", - აღნიშნა სერგეენკომ.
ზერელე წარმოდგენა აქვს ბევრს, როგორც სახელმწიფო მართვის ინსტიტუტებზე, სისტემებზე, კანონებზე - კანონის რევიზია გაგიგიათ ? გაგიკეთებიათ? გაგიწვევიათ კანონი რეფერენდუმით ? არ ითვალისწინებს ამ უფლებას ჩვენი სისტემა, ამ ჩვენს სისტემას ერთად რომ ჩაუყენო კაცობრიობის ყველაზე დიდი მმართველი, იგივე სავალალო შედეგს მივიღებთ-სატირალს ! იმდენად უვარგისი სისტემა გვაქვს, ბერწი, უზნეო, უპერსპექტივო ! არ გვეღირსა მისი შეცვლა ! ვინ უნდა შეცვალოს ? მე კი ვიცი ,მაგრამ მაინტერესებს ,სხვები რას ფიქრობენ , ვინ უნდა დაიწყოს ამ სისტემის დემონტაჟი ? რა ქვია იმ ვიღაცას, თუ რაღაცას , თუ ვიღაცეებს ? დარღვეულია წონასწორობა ხელისუფლების წყაროს და ხელისუფლებას შორის და ის დაპარპაშებს პოლიტიკურ და სამართლებრივ, ეკონომიკურ ველზე, გასულია სახალხო კონტროლიდან ,პასუხს არაფერზე და არავის წინაშე, გარდა დიქტატორისა არ აგებს, ისიც კი არ იცის ხალხმა , რომ ოპოზიციაც ხელისუფლებაა, ნებისმიერი დამოუკიდებელი, უპარტიო, ოპოზიციური დეპუტატიც ხელისუფალია და აგებს პასუხს იმაზე რაც ხდება ! გამოიწვიეთ აბა რომელიმე ?! საარჩევნო და საპენსიო, სოცდასახმარებელთა სიებს გაუკეთეთ აბა რევიზა-სავსეა მკვდარი სულებით ეგეც და საპენსიოც , სოცდასახმარებელთა და ლტოლვილთა სია, ემიგრაციაში ვინაა და სად აძლევს ხმას, იცით ? არა ! პლებისციტი გინახავთ ? არა ! რეფერენდუმი ? არა ! მართლა განიხილეთ სახალხოდ და საყოვეთაოდ ედუარდის, მიშას და კობახიძის კონსტიტუციები? არა ! ჰოოდა სამი არა გაქვთ !