სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პოლიციამ ცოლის მიმართვის შემდეგ დაწყებული გამოძიებისას 5 დღეში დააკავა მამაკაცი, რომელმაც ახლობელი არასრულწლოვანი გოგოს მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა
პოლიციამ ცოლის მიმართვის შემდეგ დაწყებული გამოძიებისას 5 დღეში დააკავა მამაკაცი, რომელმაც ახლობელი არასრულწლოვანი გოგოს მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა

კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ამ არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით, ერთი პირი და­კა­ვა. და­კა­ვე­ბულ 31 წლის მა­მა­კაცს გა­მო­ძი­ე­ბა ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის, მუ­ქა­რის და არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი სქე­სობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბა. შემ­თხვე­ვა ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში.

რო­გორც Ambebi.ge-მ გა­არ­კვია, და­კა­ვე­ბუ­ლის ცოლ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მე­უღ­ლის მხრი­დან მუ­ქა­რის და შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე თვე­ში მი­მარ­თა, რა­ზეც პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო და სწო­რედ გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­არ­კვი­ეს, რომ მა­მა­კაც­მა გარ­და ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბი­სა, წარ­სულ­ში, ზა­ფხულ­ში, სტუმ­რად მყოფ 10 წლის გო­გო­ნა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლად.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ყვე­ბი­ან, მა­მა­კა­ცი ბავ­შვს გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბე­ბის ჩა­დე­ნას აი­ძუ­ლებ­და. მა­თი­ვე თქმით, რომ არა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა, ფაქ­ტი ამ დრომ­დე გა­უხ­მა­უ­რე­ბე­ლი დარ­ჩე­ბო­და.

Ambebi.ge შე­ე­ცა­და რო­გორც არას­რულ­წლოვ­ნის, ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბას, თუმ­ცა მათ ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი არ სურთ. მომ­ხდარ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის, მუ­ქა­რის და არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი სქე­სობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით, 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ი. ლა­გო­დეხ­ში და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 15-დან 20 წლამ­დე, ან უვა­დოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი, არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით, მე­უღ­ლის მი­მართ სის­ტე­მა­ტუ­რად ახორ­ცი­ე­ლებ­და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბას და და­ნის დე­მონ­სტრი­რე­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქ­რა მას.

გ.ი. არას­რულ­წლო­ვან შვი­ლებ­ზეც ძა­ლა­დობ­და. გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა თა­ვის ოჯახ­ში სტუმ­რად მყო­ფი 10 წლის გო­გო­ნას მი­მართ სქე­სობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11'-151-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "დ" ქვე­პუნ­ქტით, 126'-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა," "ბ" და "გ" ქვე­პუნ­ქტე­ბით და 137-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის "დ" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

პოლიციამ ცოლის მიმართვის შემდეგ დაწყებული გამოძიებისას 5 დღეში დააკავა მამაკაცი, რომელმაც ახლობელი არასრულწლოვანი გოგოს მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა

პოლიციამ ცოლის მიმართვის შემდეგ დაწყებული გამოძიებისას 5 დღეში დააკავა მამაკაცი, რომელმაც ახლობელი არასრულწლოვანი გოგოს მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა

კახეთის პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ გაუპატიურების ბრალდებით, ერთი პირი დაკავა. დაკავებულ 31 წლის მამაკაცს გამოძიება ოჯახში ძალადობის, მუქარის და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ჩადენას ედავება. შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

როგორც Ambebi.ge-მ გაარკვია, დაკავებულის ცოლმა სამართალდამცველებს მეუღლის მხრიდან მუქარის და შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარე თვეში მიმართა, რაზეც პოლიციამ გამოძიება დაიწყო და სწორედ გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ მამაკაცმა გარდა ოჯახური ძალადობისა, წარსულში, ზაფხულში, სტუმრად მყოფ 10 წლის გოგონაზე სექსუალურად იძალად.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, მამაკაცი ბავშვს გარყვნილი ქმედებების ჩადენას აიძულებდა. მათივე თქმით, რომ არა სამართალდამცველების საფუძვლიანი გამოძიება, ფაქტი ამ დრომდე გაუხმაურებელი დარჩებოდა.

Ambebi.ge შეეცადა როგორც არასრულწლოვნის, ასევე დაკავებულის ოჯახის წევრებთან დაკავშირებას, თუმცა მათ ამის შესახებ საუბარი არ სურთ. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოჯახში ძალადობის, მუქარის და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული გ.ი. ლაგოდეხში დააკავეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას.

გ.ი. არასრულწლოვან შვილებზეც ძალადობდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის ოჯახში სტუმრად მყოფი 10 წლის გოგონას მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 126'-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა," "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დაპირისპირებისას სულ 8 პირია დაკავებული

კახეთში ოჯახში ძალადობის, მუქარის და 10 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს "მთავარ არხზე" გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს