სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
NASA-ს ახალი მარსმავალი "წითელ პლანეტაზე", რომელმაც შესაძლოა, ყველა საიდუმლო ამოხსნას - რა ფოტოები გამოგზავნა "პერსევერანსმა"
NASA-ს ახალი მარსმავალი "წითელ პლანეტაზე", რომელმაც შესაძლოა, ყველა საიდუმლო ამოხსნას - რა ფოტოები გამოგზავნა "პერსევერანსმა"

მარ­სის ზე­და­პირ­ზე ახა­ლი რო­ბო­ტი, მარსმა­ვა­ლი სა­ხე­ლად "პერ­სე­ვე­რან­სი“, ანუ "შე­უ­პოვ­რო­ბა", წარ­მა­ტე­ბით და­ეშ­ვა. ეს ამე­რი­კის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს კი­დევ ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მი­სი­აა წი­თელ პლა­ნე­ტა­ზე და უფრო მე­ტიც, მარ­სის შეს­წავ­ლის თვალ­საზ­რი­სით, შე­საძ­ლოა, გარ­დამ­ტე­ხიც კი აღ­მოჩ­ნდეს.

ექ­ვსბორ­ბლი­ა­ნი რო­ბო­ტი წი­თელ პლა­ნე­ტა­ზე მი­ნი­მუმ 2 წელს გა­ა­ტა­რებს. მისი მი­სია მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა და დე­და­მი­წა­ზე გა­მოგ­ზავ­ნა იქ­ნე­ბა, რომ­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა მარ­სის არა მხო­ლოდ ამ­ჟა­მინ­დე­ლი გა­რე­მოს, არა­მედ მისი ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლა და იმის გარ­კვე­ვა, არ­სე­ბობ­და თუ არა იქ ოდეს­მე სი­ცო­ცხლე.

"პერ­სე­ვე­რან­სის" სა­მოქ­მე­დო არე­ა­ლი იქ­ნე­ბა გი­გან­ტუ­რი კრა­ტე­რი, სა­ხე­ლად ეზე­რო. ფიქ­რო­ბენ, რომ მი­ლი­არ­დო­ბით წლის წინ ამ ად­გი­ლას გი­გან­ტუ­რი ტბა არ­სე­ბობ­და, ხოლო იქ სა­დაც წყა­ლია, სი­ცო­ცხლეც არ­სე­ბობს.

რო­ბოტ­მა უკვე გა­მოგ­ზავ­ნა პირ­ვე­ლი ორი ფოტო მარ­სის ზე­და­პი­რი­დან, რომ­ლე­ბიც შე­და­რე­ბით და­ბა­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ი­თაა გა­და­ღე­ბუ­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "პერ­სე­ვე­რან­სი“ მე­ო­რე მარსმა­ვა­ლია, რო­მე­ლიც პლა­ნე­ტა­ზე Nasa-მ გა­უშ­ვა, პირ­ვე­ლად 2002 წელს მარსზე წარ­მა­ტე­ბით გა­უშ­ვეს Curiosity, თუმ­ცა ის პლა­ნე­ტის სულ სხვა ზო­ნა­ში მოქ­მე­დებს და ამავდრო­უ­ლად, არ არის აღ­ჭურ­ვი­ლი ისე­თი­ვე მძლავ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით, რო­გო­რი­თაც ახა­ლი მარსმა­ვა­ლი. ახალ რო­ბოტს კლდო­ვან ზე­და­პირ­ზე სი­ა­რუ­ლიც წარ­მა­ტე­ბით შე­უძ­ლია.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი პირ­და­პირ ეთერ­ში აკ­ვირ­დე­ბა "პერ­სე­ვე­რან­სის" მარსზე გაშ­ვე­ბის კად­რებს

  • რა­ტომ არის ეზე­როს კრა­ტე­რის სა­ინ­ტე­რე­სო?

ეს არის კრა­ტე­რი, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლია სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ქა­ნე­ბი, მათ შო­რის, თი­ხე­ბი, კარ­ბო­ნა­ტე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ პო­ტენ­ცია რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ორ­გა­ნუ­ლი მო­ლე­კუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­ცო­ცხლის არ­სე­ბო­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა მი­ა­ნიშ­ნებ­დეს.

ფიქ­რო­ბენ, რომ ამ კრა­ტერ­ში მი­ლი­არ­დო­ბით წლის წინ, მდი­ნა­რე­თა შერ­თვის შე­დე­გად, ტბა წარ­მო­იქ­მნე­ბო­და, სწო­რედ ამი­ტომ, სი­ცო­ცხლის ნიშ­ნე­ბის გა­მო­საკ­ვლე­ვად ეს ად­გი­ლი სა­უ­კე­თე­სო უნდა იყოს.

მეც­ნი­ე­რებს აქამ­დე აღ­ნიშ­ნუ­ლი კრა­ტე­რის ძა­ლი­ან შორი მან­ძი­ლი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა ჰქონ­დათ, რაც არ იძ­ლე­ობ­და მისი სრულ­ფა­სოვ­ნად შეს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ახლა კი მარსმა­ვა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, მას დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლი­ან, რად­გა­ნაც რო­ბო­ტი გარ­და ფო­ტო­ე­ბის ახლო ხე­დით გა­და­ღე­ბი­სა, მარ­სის ზე­და­პი­რის ნი­მუ­შებს სპე­ცი­ა­ლურ ტუ­ბებ­ში შე­ი­ნა­ხავს. მათი შეს­წავ­ლის შე­დე­გად კი მეც­ნი­ე­რებ­მა შე­საძ­ლოა, პლა­ნე­ტის ყვე­ლა სა­ი­დუმ­ლო ამოხ­სნან.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბადრი
11

უკვე ჩანს მარსის ინდოეთის ნახევარკუნძული

ზურაბ
11

მიშას არ გაგებინოთიქ სიცოცხლეს თუ აღმაჩენთ წავა და დემოკრატიის დამყარებას მოინდომებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

NASA-ს ახალი მარსმავალი "წითელ პლანეტაზე", რომელმაც შესაძლოა, ყველა საიდუმლო ამოხსნას - რა ფოტოები გამოგზავნა "პერსევერანსმა"

NASA-ს ახალი მარსმავალი "წითელ პლანეტაზე", რომელმაც შესაძლოა, ყველა საიდუმლო ამოხსნას - რა ფოტოები გამოგზავნა "პერსევერანსმა"

მარსის ზედაპირზე ახალი რობოტი, მარსმავალი სახელად "პერსევერანსი“, ანუ "შეუპოვრობა", წარმატებით დაეშვა. ეს ამერიკის კოსმოსური სააგენტოს კიდევ ერთი წარმატებული მისიაა წითელ პლანეტაზე და უფრო მეტიც, მარსის შესწავლის თვალსაზრისით, შესაძლოა, გარდამტეხიც კი აღმოჩნდეს.

ექვსბორბლიანი რობოტი წითელ პლანეტაზე მინიმუმ 2 წელს გაატარებს. მისი მისია მაქსიმალურად ბევრი ინფორმაციის შეგროვება და დედამიწაზე გამოგზავნა იქნება, რომლითაც შესაძლებელი გახდება მარსის არა მხოლოდ ამჟამინდელი გარემოს, არამედ მისი ისტორიის შესწავლა და იმის გარკვევა, არსებობდა თუ არა იქ ოდესმე სიცოცხლე.

"პერსევერანსის" სამოქმედო არეალი იქნება გიგანტური კრატერი, სახელად ეზერო. ფიქრობენ, რომ მილიარდობით წლის წინ ამ ადგილას გიგანტური ტბა არსებობდა, ხოლო იქ სადაც წყალია, სიცოცხლეც არსებობს.

რობოტმა უკვე გამოგზავნა პირველი ორი ფოტო მარსის ზედაპირიდან, რომლებიც შედარებით დაბალი რეზოლუციითაა გადაღებული.

აღსანიშნავია, რომ "პერსევერანსი“ მეორე მარსმავალია, რომელიც პლანეტაზე Nasa-მ გაუშვა, პირველად 2002 წელს მარსზე წარმატებით გაუშვეს Curiosity, თუმცა ის პლანეტის სულ სხვა ზონაში მოქმედებს და ამავდროულად, არ არის აღჭურვილი ისეთივე მძლავრი თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორითაც ახალი მარსმავალი. ახალ რობოტს კლდოვან ზედაპირზე სიარულიც წარმატებით შეუძლია.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირდაპირ ეთერში აკვირდება "პერსევერანსის" მარსზე გაშვების კადრებს

  • რატომ არის ეზეროს კრატერის საინტერესო?

ეს არის კრატერი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვაგვარი ქანები, მათ შორის, თიხები, კარბონატები, რომლებსაც აქვთ პოტენცია რომ შეინარჩუნონ ორგანული მოლეკულები, რომლებიც სიცოცხლის არსებობაზე შეიძლება მიანიშნებდეს.

ფიქრობენ, რომ ამ კრატერში მილიარდობით წლის წინ, მდინარეთა შერთვის შედეგად, ტბა წარმოიქმნებოდა, სწორედ ამიტომ, სიცოცხლის ნიშნების გამოსაკვლევად ეს ადგილი საუკეთესო უნდა იყოს.

მეცნიერებს აქამდე აღნიშნული კრატერის ძალიან შორი მანძილიდან გადაღებული ფოტომასალა ჰქონდათ, რაც არ იძლეობდა მისი სრულფასოვნად შესწავლის შესაძლებლობას. ახლა კი მარსმავალის საშუალებით, მას დეტალურად შეისწავლიან, რადგანაც რობოტი გარდა ფოტოების ახლო ხედით გადაღებისა, მარსის ზედაპირის ნიმუშებს სპეციალურ ტუბებში შეინახავს. მათი შესწავლის შედეგად კი მეცნიერებმა შესაძლოა, პლანეტის ყველა საიდუმლო ამოხსნან.

როგორ "ქრება" ჩეჩნეთში ათობით მოქალაქე - სკანდალური გამოძიება, რომელიც რამზან კადიროვს ადამიანების სიკვდილით დასჯაში ამხელს

ტეხასში გამყინვარებაა: მილიონობით ადამიანი უშუქოდ დარჩა, ხალხი გაზის რიგში დგას - უჩვეულო ფოტოები აშშ-დან

"შიშველი თაფლობისთვე" - ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს საუნაში მყოფ წყვილს ქუჩიდან გამვლელები ათვალიერებდნენ