"ნაციონალური მოძაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს დღეს მის მიმართ სასამართლომ, ყველა შემთხვევაში შიშით ნაკარნახევი იქნება.
როგორც მელიამ პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა, ის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საკუთარ გეგმებზე არ საუბრობს.
"ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გაფორმდეს, (მიიღონ არა, გადაწყვეტილებას იღებენ, როცა მსჯელობენ, აანალიზებენ და აქედან გამომდინარე, დასკვნა გამოაქვთ და მერე განაჩენს წერენ). უბრალოდ, გააფორმებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურად უკვე მიიღო. ორივე შემთხვევაში, ეს შიშით ნაკარნახევი იქნება.
ორი გადაწყვეტილება იქნება - ერთი, მურუსიძის სასამართლოს პატიმრობას გააფორმებინებენ, რომელიც შიშით ნაკარნახევი იქნება და მეორე შემთხვევაში არდაპატიმრებაც ასევე შიშით განპირობებული და ნაკარნახევი იქნება. შიში რას გააკეთებინებს დღეს „ქართულ ოცნებას“, დაპატიმრებაზე სანქციას გამოატანინებს თუ პირიქით, დაველოდოთ და ვნახოთ....გეგმებზე არ ვსაუბრობ, გეგმებს ვახორციელებ. რატომ უნდა გითხრათ, რას ვაპირებ. რატომ უნდა გავუადვილო ახლა ცხოვრება გავრილოვ - ბიძინა ივანიშვილს", - განუცხადა მელიამ ჟურნალისტებს.
„რატომ უნდა გითხრათ, რას ვაპირებ. რატომ უნდა გავუადვილო ახლა ცხოვრება გავრილოვ - ბიძინა ივანიშვილს"---ვეპოტიკა მელია, ვეპოტიკა. ასე შენგან პოლიტიკოსი არ გამოვა, სანამ სხვისას თამაშობ და არა შენსას. შენი პოლიტიკოსობა შენს უბანს არ ცდება, ხოლო იქ მუდამ ის გეყოლება საიდანაც მოგდის უსტარები. ეს მანამდის იქნება, სანამ მთლიანად არ შეიცვლება სურათი, ხოლო ამას გადასახადის გაგება მიეცემა. შენ არევ ახლა ამ ქვეყანას და შენ მოხვალ მერე ხელისუფლებაში ეს ზღაპარია. ამ გაგებით უკვე ღიადაა ის სივრცე პოლიტიკისა და ელოდება შესაბამის სუბიეტის შექმნას.
ერთი ცუციკი სექტანტი ხარ!