სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ნიკა მელიას ადვოკატებს პარლამენტში შესვლის უფლებას არ აძლევენ
ნიკა მელიას ადვოკატებს პარლამენტში შესვლის უფლებას არ აძლევენ

„რუ­სე­თი­ზა­ცი­ის 9 წელი“ - ამ სლო­გა­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის უკა­ნა შე­სას­ვლელ­თან სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბი აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ.

ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ პრო­ტესტს გა­მო­ხა­ტა­ვენ იმ პრო­ცე­სი­სად­მი, რო­მე­ლიც დღეს პარ­ლა­მენ­ტში უნდა გა­ი­მარ­თოს, კერ­ძოდ, კი,სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რის, ნიკა მე­ლი­ას მი­მართ სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტის შე­ჩე­რე­ბის სა­კი­თხზე უნდა იმ­სჯე­ლოს.

პარ­ლა­მენ­ტთან მი­ვიდ­ნენ ნიკა მე­ლი­ას ად­ვო­კა­ტე­ბი გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვი­ლი, დიტო სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლი და ბექა ბა­სი­ლა­ია, თუმ­ცა მათ შე­ნო­ბა­ში შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცათ და ამ დრომ­დე შე­ნო­ბის გა­რეთ დგა­ნან.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და, მათი პარ­ლა­მენ­ტში არ­შეშ­ვე­ბის მი­ზე­ზი არის ის, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რეს და უმ­რავ­ლე­სო­ბას დაც­ვის მხა­რის კრი­ტი­კუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის მოს­მე­ნა არ უნდა.

"არა­ნა­ი­რი მი­ზე­ზი არ უთ­ქვამთ, საშ­ვის მო­თხოვ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც კი არ გვაძ­ლე­ვენ, რომ მი­ვი­დეთ საშვთა ბი­უ­რო­ში. პარ­ლა­მენ­ტის შიდა ნომ­რე­ბი არ გვპა­სუ­ხობს, ასე­ვე საშ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვინც არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი, ვე­სა­უბ­რეთ და გა­ნა­ცხა­და, რომ ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში არ არის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი და­უშ­ვას საშ­ვი, მაგ­რამ საქ­მის კურ­სში ჩა­ა­ყე­ნებს შე­სა­ბა­მის პი­რებს. თუმ­ცა, ამ დრომ­დე, არა­ნა­ი­რი პა­სუ­ხი არ გაგ­ვაჩ­ნია, რაც აბ­სურ­დი და სა­მარ­ცხვი­ნოა. ადა­მი­ა­ნის იმუ­ნი­ტე­ტის და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა­ზე დგე­ბა სა­კი­თხი და ამ დროს დაც­ვის მხა­რეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ეძ­ლე­ვა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს. არ გვიშ­ვე­ბენ იმი­ტომ, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რეს, უმ­რავ­ლე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ჩვე­ნი კრი­ტი­კუ­ლი კი­თხვე­ბით და სა­მარ­თლებ­რი­ვი არ­გუ­მენ­ტე­ბით მსჯე­ლო­ბით არ უნ­დათ, რომ დის­კომ­ფორ­ტი შე­ექ­მნათ, რა­საც ვა­პი­რებ­დით შეს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში", - გა­ნა­ცხა­და ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
GVF
3

თქვენც კარგი უნამუსოები ხართ

Вовочка
2

Ребята!

Молодцы!

Так держать!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ნიკა მელიას ადვოკატებს პარლამენტში შესვლის უფლებას არ აძლევენ

ნიკა მელიას ადვოკატებს პარლამენტში შესვლის უფლებას არ აძლევენ

„რუსეთიზაციის 9 წელი“ - ამ სლოგანით, საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო მოძრაობის წევრები აქციას მართავენ.

ისინი აცხადებენ, რომ პროტესტს გამოხატავენ იმ პროცესისადმი, რომელიც დღეს პარლამენტში უნდა გაიმართოს, კერძოდ, კი,საქართველოს პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხზე უნდა იმსჯელოს.

პარლამენტთან მივიდნენ ნიკა მელიას ადვოკატები გიორგი კონდახიშვილი, დიტო საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია, თუმცა მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მიეცათ და ამ დრომდე შენობის გარეთ დგანან.

როგორც „ინტერპრესნიუსს" ბექა ბასილაიამ განუცხადა, მათი პარლამენტში არშეშვების მიზეზი არის ის, რომ ბრალდების მხარეს და უმრავლესობას დაცვის მხარის კრიტიკული მოსაზრებების მოსმენა არ უნდა.

"არანაირი მიზეზი არ უთქვამთ, საშვის მოთხოვნის შესაძლებლობასაც კი არ გვაძლევენ, რომ მივიდეთ საშვთა ბიუროში. პარლამენტის შიდა ნომრები არ გვპასუხობს, ასევე საშვებთან დაკავშირებით ვინც არის პასუხისმგებელი პირი, ვესაუბრეთ და განაცხადა, რომ ასეთ ვითარებაში არ არის უფლებამოსილი დაუშვას საშვი, მაგრამ საქმის კურსში ჩააყენებს შესაბამის პირებს. თუმცა, ამ დრომდე, არანაირი პასუხი არ გაგვაჩნია, რაც აბსურდი და სამარცხვინოა. ადამიანის იმუნიტეტის და უფლებამოსილების შეჩერებაზე დგება საკითხი და ამ დროს დაცვის მხარეს შესაძლებლობა არ ეძლევა მონაწილეობა მიიღოს. არ გვიშვებენ იმიტომ, რომ ბრალდების მხარეს, უმრავლეობის წარმომადგენლებს ჩვენი კრიტიკული კითხვებით და სამართლებრივი არგუმენტებით მსჯელობით არ უნდათ, რომ დისკომფორტი შეექმნათ, რასაც ვაპირებდით შესვლის შემთხვევაში", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

"თეა უკვე ხვდება ხელოვნების წარმომადგენლებს, თეატრებში, მუზეუმებში იყო მისული" - რას ამბობს ოქიტაშვილი წულუკიანის შესაძლო კულტურის მინისტრობაზე

გიორგი ვაშაძე ათეულობით ბიტკოინს ფლობს - როგორია პოლიტიკოსის ქონებრივი დეკლარაცია

"ნიკა მელიას ზედმეტები მოსდის, თუმცა ამას მძიმე ემოციურ ფონს მივაწერ" - ალეკო ელისაშვილი