ავტორი:

"ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი... გოგომ სთხოვა შეხვედრა და მოუყვა თავის მძიმე ცხოვრებაზე" - რას ყვება ადვოკატი ბრალდებულისა და გარდაცვლილის ურთიერთობაზე

"ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი... გოგომ სთხოვა შეხვედრა და მოუყვა თავის მძიმე ცხოვრებაზე" - რას ყვება ადვოკატი ბრალდებულისა და გარდაცვლილის ურთიერთობაზე

9 თებერვალს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში 14 წლის გოგონა ბაბუამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. არასრულწლოვანის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა. გოგონას თვითმკვლელობამდე თითქმის ორი თვით ადრე, საქმეზე გამოძიება 140-ე მუხლით დაიწყო, რაც 16 წელს მიუწეველთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს.

არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ბრალდებული 23 წლის მამაკაცი პოლიციამ მხოლოდ მას შემდეგ დააკავა, რაც გოგონას გარდაცვალების ამბავი გახმაურდა. ამ ტრაგედიამდე სულ მცირე ორი თვით ადრე პოლიციამ იცოდა, რომ გოგონა სავარაუდოდ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, მისთვის ცნობილი იყო ბრალდებულის ვინაობაც, თუმცა საგამოძიებო უწყებას არც შემაკავებელი ორდერი გამოუწერია და არც ვინმე დაუკავებია.

23 წლის ბრალდებულის ადვოკატი AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კატეგორიულად უარყოფს მოზარდთან სექსუალურ კავშირს. შვილის მხრიდან ძალადობას გამორიცხავენ დაკავებულის მშობლები და ძალადობაში არასრულწლოვნის ბაბუას ადანაშაულებენ.

"ბაბუა სისტემატურად ძალადობდა ამ გოგოზე, თვრებოდა და ძალადობდა. ეს ყველაფერი გაუმხილა ჩემს შვილს. მეგობრობდნენ ჩემი ბიჭი და ეს გოგო. გაუმხილა და უთხრა, მიშველე, წამიყვანეო. ჩემს შვილს თითი არ აქვს ძალადობით დაკარებული" - ამბობს დაკავებული ბიჭის დედა.

დაკავებულის მამა ამბობს, რომ მათ "ბავშვის დანიშვნა" უნდოდათ:

"მე როცა გავიგე, რომ არასრულწლოვანი იყო, ვიცით, საქართველოში როგორიცაა ეს და მინდოდა ამ გოგოს პატრონობა, რომ არ გაზვიადებულიყო საქმე. მერე, როგორც წესი და რიგია, როცა გახდებოდა სრულწლოვანი, უნდა დაგვენიშნა და წამოვიყვანდით. მაგრამ სასტიკი უარი თქვეს. დაურეკა ჩემს შვილს გოგომ, მიშველეო. საშველად გავაგზავნე ხალხი და ეს ხალხი სასტიკი უარით დაბრუნდნენ, არ ღირს მაგათთან მისვლაო. გოგომ ერთხელ დარეკა, მას შემდეგ ტელეფონი მას აღარ ჰქონდა" - აცხადებს მედიასთან დაკავებულის მამა.

AMBEBI.GE-სთან საუბრისას დაკავებულის ადვოკატი ირაკლი შავაძე ამბობს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ოფიციალურად ბრალი ჯერ არ წარდგენია:

"სექსუალური ძალადობა რომ ყოფილიყო, საქმეს სსკ-ის 140-ე მუხლით რატომ აღძრავდნენ?! მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო ამ მუხლის შინაარსი, რადგან არასწორად გაშუქდა მედიით. ამ მუხლის განმარტება ასეთია: 16 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალური კონტაქტი შეღწევით, ნებაყოფლობით. აშუქებენ ისე, თითქოს ბიჭმა სექსუალურად იძალადა არასრულწლოვანზე. როგორც ჩანს, სახალხო დამცველმაც არ იცის, რომ 140-ე მუხლი სექსუალურ ძალადობას არ გულისხმობს. მან თავისი განცხადებით, ჩემი დაცვის ქვშ მყოფის უფლებები უხეშად დაარღვია და ახლა რომ მეცალოს, წესით უნდა ვუჩიოდე სასამრთლოში.

ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ძალადობას რომ ჰქონოდა ადგილი, ეს გოგონა ხომ იტყოდა პოლიციაში გამოკითხვაზე და შესაბამისი მუხლით აღიძრებოდა საქმე? თუ ბავშვი იტყოდა, რომ ბიჭმა აიძულა, დაემუქრა ან მისი უმწეო მდგომარეობით ისარგებლა, მაშინ გაუპატიურების მუხლით უნდა აღძრულიყო საქმე ან შემაკავებელი ორდერი მაინც გამოეწერათ. სექსუალურ კი არა ფსიქოლოგიურ ძალადობასაც რომ ჰქონოდა ადგილი, პოლიცია აუცილებლად გამოსცემდა შემაკავებელ ორდერს.

- რას ამბობს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი?

- ის ამბობს, რომ საერთოდ არ ჰქონია სექსუალური კონტაქტი ამ გოგონასთან არც ძალით და არც შეთანხმებით. ასე რომ ყოფილიყო, პოლიცია აქამდე არ დააკავებდა? მას არავინ ჰყავს გავლენიანი ახლობელი. პირველად 2020 წლის 10 დეკემბერს მოწმის სტატუსით დაიბარეს დაკითხვაზე და მე რომ მივყევი, პოლიციელმა უთხრა, შენ თუ პატიოსანი კაცი ხარ, ადვოკატი რად გინდოდაო. ამით იმის თქმა მინდა, რომ მას ხელს არავინ დააფარებდა, მტკიცებულებები რომ ჰქონოდათ. მაშინვე მოგვთხოვეს ნერწყვის ნიმუში და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა უპრობლემოდ ჩააბარა, თავს რომ დამნაშავედ თვლიდეს, ხომ არ მისცემდა? არც მანამდე მიმალულა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და არც მას შემდეგ, რაც ბავშვმა თავი მოიკლა. ჩვენ დაკითხვას ვითხოვდით მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, ჩვენების მიცემაზე უარი არ გვითქვამს.

- რა სახის ურთიერთობა ჰქონდა მოზარდთან?

- მათ გაიცნეს ერთმანეთი ინტერნეტით, სოციალურ ქსელში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ როცა ამ გოგონამ სთხოვა შეხვედრა და შეხვდა, იგი მას მოუყვა თავისი მძიმე ცხოვრების შესახებ, რომ იყო ძალადობის მსხვერპლი ოჯახში. შემდეგ ხვდებოდნენ ერთმანეთს, ჰქონდათ გარკვეული მეგობრული ურთიერთობა.

- რა სახის ძლადობაზე უყვებოდა ბავშვი?

- იყო ძალადობის შემთხვევები, უფრო მეტად ვერ დაგიკონკრეტებთ. ამის მტკიცებულებებიც გვაქვს. აუდიოჩანაწერი, რომელიც არაკანონიერი გზებით არის მოპოვებული, თუმცა დასტურდება, რომ ბავშვზე ნამდვილად ძალადობდნენ ოჯახში.

- ბიჭის მშობლებმა განაცხადეს, რომ აპირებდნენ გოგონა დაენიშნათ - თუ მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ რა საჭირო იყო ასეთი გადაწყვეტილების მიღება? ამას როგორ ხსნით?

- ბავშვი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ეუბნებოდა, რომ ავიწროვებდნენ ოჯახში და სთხოვდა დახმარებას. ამიტომ აპირებდნენ ამ ყველაფერს. უნდოდათ, რომ დახმარებოდნენ გოგონას. მამამისი იმას კი არ ამბობს, რომ ასეთ კავშირს ჰქონდა ადგილიო, გოგომ შემოუთვალა მიშველეო და აბა რა უნდა ექნათ? ერთხელ თურმე გოგონას შეაგვიანდა და ოჯახმა ძებნა დაუწყო. გოგონამ უთქვამს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად იყო. ამას მოჰყვა ოჯახის წევრების უკმაყოფილება და წამოვიდა საუბარი იმაზე, რომ მათ ოჯახი შეექმნათ. ჩემი კლიენტი თანახმა იყო ცოლად მოეყვანა, გოგოს დედასაც კი დაურეკა თურქეთში და ჩააყენა საქმის კურსში. არც დედა იყო წინააღმდეგი ამათი კავშირის.

- გამოძიება მესამე თვეა მიმდინარეობს. როგორ ფიქრობთ ახლა რატომ დააკავეს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი, თუ ამის საჭიროება იყო აქამდე რატომ არ მოხდა?

- საზოგადოების გულის მოსაგებად, რადგან დიდი რეზონანსი გამოიწვია ამ ტრაგედიამ. ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის მოსული, არანაირი მტკიცებულება არ აქვთ და რატომ გააკეთეს ეს? სჯობდა პოლიციას ის გაეკეთებინა, რაც ევალებოდა. გამოეკვლიათ დეტალურად ამ ბავშვის პრობლემები, თუ ვინმე ემუქრებოდა, გამოეწერათ შემაკავებელი ორდერი, თუ ოჯახში ძალადობდნენ განერიდებინათ და გადაეყვანათ სოციალურ საცხოვრისში. ჩაერთოთ ფსიქოლოგები. ან სკოლის ფსიქოლოგი სად იყო, ან სოციალური მომსახურების სააგენტო?!

მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ ვატო ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

"8 საათის განმავლობაში ვერ წყვეტდნენ რა უნდა ექნათ, მითხრეს, რომ საქართველოში ჩემი ყოფნა არ იყო სასურველი" - ვატო ყიფიანი

"ბრალდება განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე წარედგინა" - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა ვატო ყიფიანთან დაკავშირებით