მომღერალი ნეკა სებისკვერაძე პოლიციას სწრაფი რეაგირებისთვის მადლობას უხდის. აღნიშნულთან დაკავშირებით ის სოციალურ ქსელში წერს. როგორც მომღერალი ამბობს, რამდენიმე დღის წინ მისი აგარაკი გაქურდეს და მცხეთის პოლიციამ საქმე უსწრაფესად გახსნა.
"მადლობა არასდროსაა ზედმეტი... რამდენიმე დღის წინ ჩემი აგარაკი გაქურდული დამხვდა, ვისაც ეს გამოცდილი გაქვთ, გეცოდინებათ რამხელა სტრესიცაა.
წარმოუდგენლად სწრაფად შეძლო პოლიციამ საქმის გახსნა და მოპარული ნივთების აღმოჩენა, დიდი მადლობა წყნეთის პოლიციის თანამშრომლებს თავდაუზოგავი და ოპერატიული შრომისათვის, გამიმართლა, რომ საქმე ასეთი პროფესიონალების ხელში მოხვდა.
განსაკუთრებული მადლობა წყნეთის პოლიციის ხელმძღვანელს მალხაზ გოგიაშვილს, მისი გუნდი სამაგალითო აღმოჩნდა! შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia", - წერს ნეკა სებისკვერაძე.
მეც ვეთანხმები ნეკას. პოლიცია უნდა იდგეს ხალხის სამსახურში.
შენ კი არა, პოლიციას გაუმართლა რო დებილები შესულან გასააურდაფ მაგათი გახსნილიბსაქმევარ გაი შვა:)) ესებუა სიღეთ მაგალითად. ჩვენი პოლიცია მარტო არადწორად ჯარიმების წერაშია მაგარი.