სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"რა მაგარი ამბავია, მუშაობა ეზარებათ პარლამენტში და ყველა სიკეთე უნდათ, რაც კი არსებობს დედამიწაზე... დგანან და გვწყევლიან" - ალეკო ელისაშვილი
"რა მაგარი ამბავია, მუშაობა ეზარებათ პარლამენტში და ყველა სიკეთე უნდათ, რაც კი არსებობს დედამიწაზე... დგანან და გვწყევლიან" - ალეკო ელისაშვილი

რა მა­გა­რი ამ­ბა­ვია - მუ­შა­ო­ბა ეზა­რე­ბათ პარ­ლა­მენ­ტში და ყვე­ლა სი­კე­თე უნ­დათ, რაც კი არ­სე­ბობს დე­და­მი­წა­ზე, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს პარ­ლა­მენ­ტში სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო ჯგუ­ფის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ელი­საშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ოპო­ზი­ცია, რო­მე­ლიც ბო­ი­კოტს აცხა­დებს პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ო­ბა­ზე, „წყევ­ლის“ ოპო­ზი­ცი­ის მე­ო­რე ნა­წილს, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შე­თან­ხმე­ბას ცდი­ლობს.

„მი­ზა­ნი არის ის, რომ ბო­ლოს და ბო­ლოს მი­ვი­ღოთ ისე­თი არ­ჩევ­ნე­ბი, სა­არ­ჩევ­ნო წესი, პრო­ცე­დუ­რე­ბი, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია, რო­მელ­საც ვენ­დო­ბით. 30 წე­ლია გვინ­და ეს და ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მი­ვაღ­წი­ეთ. დღეს რა პრო­ცე­სიც და­ი­წყო, ამან 1-ელ მარ­ტამ­დე კა­ნონპ­რო­ექ­ტის სახე უნდა მი­ი­ღოს და 1-ელ მა­ი­სამ­დე მოქ­მე­დი კა­ნო­ნი გახ­დეს. ამ ყვე­ლა­ფერ­მა უნდა მო­ი­ტა­ნოს სან­დო არ­ჩევ­ნე­ბი და ეს იქ­ნე­ბა ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი მიღ­წე­ვა ქვე­ყა­ნა­ში და წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი. თუ არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა პა­ტი­ოს­ნად, ეს გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ ეს ქვე­ყა­ნა უკე­თე­სი გახ­დე­ბა და მერე შევ­ძლებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის შეც­ვლას არ­ჩევ­ნე­ბის გზით ისე, რომ მე­ო­რე დღეს არ იყოს რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბი, გა­დატ­რი­ა­ლე­ბე­ბი, არ იყოს ბო­ი­კო­ტი და ქუ­ჩა­ში აქ­ცი­ე­ბი.

თუ ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი მი­ვი­ღეთ ისე, რო­გორც მე­მო­რან­დუმ­შია ჩა­წე­რი­ლი, ეს ავ­ტო­მა­ტუ­რად ნიშ­ნავს, რომ თა­მარ ჟვა­ნია აღარ უნდა იყოს ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე. სა­მუ­შაო ჯგუ­ფი იმის­თვის იქ­მნე­ბა, რომ ამ სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე­თი დე­ტა­ლე­ბი გავ­წე­როთ, რომ თა­მარ ჟვა­ნია კი­დევ ახალ­მა თა­მარ ჟვა­ნი­ამ არ ჩა­ა­ნაც­ვლოს. ოპო­ზი­ცი­ის ნა­წილს რა­ტომ აქვთ ბო­ი­კო­ტი გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და თან პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვთ - თუ ჩვენ პარ­ლა­მენ­ტში არ ვიქ­ნე­ბით, მა­შინ ცეს­კო­ში, სა­ოლ­ქო და სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­ში უნდა ვი­ყო­თო. ეგ რა მა­გა­რი ამ­ბა­ვია - მუ­შა­ო­ბა ეზა­რე­ბათ პარ­ლა­მენ­ტში და ყვე­ლა სი­კე­თე უნ­დათ, რაც კი არ­სე­ბობს დე­და­მი­წა­ზე. არ ვიცი მე რას შვე­ბი­ან. ერ­თა­დერ­თი, რი­თიც არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი - ჩვენ რომ რა­ღა­ცას ვა­კე­თებთ, მე­მო­რან­დუმ­ზე ვთან­ხმდე­ბით, სა­მუ­შაო პრო­ცე­სი მი­დის, დგა­ნან და გვწყევ­ლი­ან. მერე მოვა თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი და გა­მარ­თულ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ. რო­გორ არ შერ­ცხვე­ბათ, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სას­წავ­ლად დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნას და მუ­შა­ო­ბას, ელი­საშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი“ არ აპი­რე­ბენ.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ და „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი“ რომ ვერ ასა­ბუ­თებს არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის მას­შტაბს, უხერ­ხუ­ლია იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ამ სამ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას ჰყავ­და 3800-ვე უბან­ზე ბი­უ­ჯე­ტის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი და მათ ად­გი­ლას მე მაგ­რად შემ­რცხვე­ბო­და, რომ ვერ და­მე­სა­ბუ­თე­ბი­ნა არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის მას­შტა­ბი. ჩვენ პარ­ტი­ას, რო­გორც ახალ­რე­გის­ტრი­რე­ბულ პარ­ტი­ას გვყავ­და რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი, თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი, მო­ხა­ლი­სე დამ­კვირ­ვე­ბე­ლი და კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით სა­ბურ­თა­ლო­ზე. თა­ვი­სი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი კო­მი­სია შექ­მნან და და­ამ­ტკი­ცონ [გა­ყალ­ბე­ბა]!“ - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პარ­ლა­მენ­ტში სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო ჯგუ­ფის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა.მმარ­თველ­მა გუნ­დმა სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შექ­მნის ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მელ­მაც სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა­ზე უნდა იმუ­შა­ოს, წინა კვი­რას და­ა­ნონ­სა.

შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენტს 2021 წლის 1-ელ მარ­ტამ­დე წა­რედ­გი­ნე­ბა, ხოლო კა­ნონპ­რო­ექ­ტი მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა არა­უგ­ვი­ა­ნეს 2021 წლია 1-ელი მა­ი­სი­სა.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
41

საბოლოოდ ჩეი . . . ვი ალიკ!

უცნობი
54

ალეკო მაგარი უსაქმური ხარ! შინი გაკეთებული არ გაიშვა რა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"რა მაგარი ამბავია, მუშაობა ეზარებათ პარლამენტში და ყველა სიკეთე უნდათ, რაც კი არსებობს დედამიწაზე... დგანან და გვწყევლიან" - ალეკო ელისაშვილი

"რა მაგარი ამბავია, მუშაობა ეზარებათ პარლამენტში და ყველა სიკეთე უნდათ, რაც კი არსებობს დედამიწაზე... დგანან და გვწყევლიან" - ალეკო ელისაშვილი

რა მაგარი ამბავია - მუშაობა ეზარებათ პარლამენტში და ყველა სიკეთე უნდათ, რაც კი არსებობს დედამიწაზე, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტს აცხადებს პარლამენტში მუშაობაზე, „წყევლის“ ოპოზიციის მეორე ნაწილს, რომელიც საარჩევნო რეფორმაზე ხელისუფლებასთან შეთანხმებას ცდილობს.

„მიზანი არის ის, რომ ბოლოს და ბოლოს მივიღოთ ისეთი არჩევნები, საარჩევნო წესი, პროცედურები, საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელსაც ვენდობით. 30 წელია გვინდა ეს და ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ. დღეს რა პროცესიც დაიწყო, ამან 1-ელ მარტამდე კანონპროექტის სახე უნდა მიიღოს და 1-ელ მაისამდე მოქმედი კანონი გახდეს. ამ ყველაფერმა უნდა მოიტანოს სანდო არჩევნები და ეს იქნება ჩემი აზრით, ყველაზე სერიოზული მიღწევა ქვეყანაში და წინ გადადგმული ნაბიჯი. თუ არჩევნები ჩატარდება პატიოსნად, ეს განაპირობებს იმას, რომ ეს ქვეყანა უკეთესი გახდება და მერე შევძლებთ ხელისუფლებების შეცვლას არჩევნების გზით ისე, რომ მეორე დღეს არ იყოს რევოლუციები, გადატრიალებები, არ იყოს ბოიკოტი და ქუჩაში აქციები.

თუ ეს კანონპროექტი მივიღეთ ისე, როგორც მემორანდუმშია ჩაწერილი, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ თამარ ჟვანია აღარ უნდა იყოს ცესკოს თავმჯდომარე. სამუშაო ჯგუფი იმისთვის იქმნება, რომ ამ სამი კვირის განმავლობაში ისეთი დეტალები გავწეროთ, რომ თამარ ჟვანია კიდევ ახალმა თამარ ჟვანიამ არ ჩაანაცვლოს. ოპოზიციის ნაწილს რატომ აქვთ ბოიკოტი გამოცხადებული და თან პრეტენზიები აქვთ - თუ ჩვენ პარლამენტში არ ვიქნებით, მაშინ ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში უნდა ვიყოთო. ეგ რა მაგარი ამბავია - მუშაობა ეზარებათ პარლამენტში და ყველა სიკეთე უნდათ, რაც კი არსებობს დედამიწაზე. არ ვიცი მე რას შვებიან. ერთადერთი, რითიც არიან დაკავებული - ჩვენ რომ რაღაცას ვაკეთებთ, მემორანდუმზე ვთანხმდებით, სამუშაო პროცესი მიდის, დგანან და გვწყევლიან. მერე მოვა თვითმმართველობის არჩევნები და გამართულ საარჩევნო სისტემაში მონაწილეობას მიიღებენ. როგორ არ შერცხვებათ, ძალიან მაინტერესებს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესასწავლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას და მუშაობას, ელისაშვილი აცხადებს, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას „მოქალაქეები“ არ აპირებენ.

„ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“ რომ ვერ ასაბუთებს არჩევნების გაყალბების მასშტაბს, უხერხულია იმიტომ, რომ საქართველოს მასშტაბით ამ სამ ოპოზიციურ პარტიას ჰყავდა 3800-ვე უბანზე ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული კომისიის წევრები და მათ ადგილას მე მაგრად შემრცხვებოდა, რომ ვერ დამესაბუთებინა არჩევნების გაყალბების მასშტაბი. ჩვენ პარტიას, როგორც ახალრეგისტრირებულ პარტიას გვყავდა რამდენიმე ათეული, თითზე ჩამოსათვლელი, მოხალისე დამკვირვებელი და კონცენტრირებული ვიყავით საბურთალოზე. თავისი ალტერნატიული კომისია შექმნან და დაამტკიცონ [გაყალბება]!“ - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება.მმართველმა გუნდმა სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა, რომელმაც საარჩევნო რეფორმაზე უნდა იმუშაოს, წინა კვირას დაანონსა.

შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს 2021 წლის 1-ელ მარტამდე წარედგინება, ხოლო კანონპროექტი მიღებული იქნება არაუგვიანეს 2021 წლია 1-ელი მაისისა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

პრემიერ-მინისტრმა 4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა