ავტორი:

"პეკინი პასუხს აგებს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ძირის გამოთხრის გამო!" - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

"პეკინი პასუხს აგებს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ძირის გამოთხრის გამო!" - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ჩინეთი ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის, განსაკურებით სინძიანში, ტიბეტსა და ჰონგ-კონგში, პასუხს აგებს.

ბლინკენის ინფორმაციით, მაღალი რანგის ჩინელ დიპლომატთან, იან ჯიჩთან გამართულ შეხვედრაზე მან გარკვევით განაცხადა, რომ აშშ დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს.

„გარკვევით განვაცხადე, რომ აშშ დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, მხარს დაუჭერს საკუთარ დემოკრატიულ ღირებულებებს და პასუხს აგებინებს პეკინს საერთაშორისო სისტემის შეურაცხყოფის გამო. პეკინი პასუხს აგებს ინდო-წყნარი რეგიონის სტაბილურობის საფრთხის შექმნისკენ მიმართული მცდელობებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ძირის გამოთხრის გამო”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პეკინში, აშშ-ჩინეთის ურთიერთობების კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ ფორუმზე, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური საგარეო საქმეთა კომისიის დირექტორმა იან ჯიჩმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის საშინაო საქმეებში ჩარევა უნდა შეწყვიტოს, მათ შორის ჰონგ-კონგის, ტიბეტის და სინძიანის საკითხებთან დაკავშირებით.

სამხრეთ კორეაში, სპორტდარბაზებში, სწრაფი, რიტმული მუსიკის ჩართვა აკრძალეს - რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი

"არ მსურს, ვინმემ ისეთი სიძულვილი გამოსცადოს, როგორიც ჩვენ" - სოციალურ ქსელში ინგლისელი ფეხბურთელების რასისტული შეურაცხყოფის გამო 5 ადამიანი დააკავეს

"აშშ და გერმანია ერთიანნი არიან, დაეხმარონ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ" - მერკელისა და ბაიდენის მთავარი გზავნილი თეთრი სახლიდან