ავტორი:

ბიძინა ივანიშვილი შვილიშვილთან ერთად - რა ვიდეოს აქვეყნებს ბერა

ბიძინა ივანიშვილი შვილიშვილთან ერთად - რა ვიდეოს აქვეყნებს ბერა

რეპერი ბერა ივანიშვილი "ინსტაგრამზე" მამის ბიძინა ივანიშვილის და პატარა ბერუკას თამაშის ვიდეოს ავრცელებს.

ეს "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის პირველი გამოჩენაა მას შემდეგ, რაც პოლიტიკიდან მეორედ და ამჯერად, როგორც ამბობს საბოლოოდ წავიდა. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ახლა მთლიანად ოჯახითაა დაკავებული და პოლიტიკური ცხოვრებისგან იზოლირებული შვილიშვილთან თამაშში მეტ დროს ატარებს.

ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ვაჟი ბერუკა 2019 წლის ნოემბერში დაიბადა. მაშინ AMBEBI.GE-იმ მოიპოვა ინფორმაცია, რომ ივანიშვილების რძალმა საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში, მილიარდერის რეზიდენციაში იმშობიარა.

ცხადია, სახლში მშობიარობა სპონტანურად არ მომხდარა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილებმა სპეციალურად ავსტრიიდან ჩამოიყვანეს მეან-გინეკოლოგი და სანიტრების ჯგუფი.

"45 641 შემთხვევა გვქონდა გუშინ! აქაც "კარგად" იმუშავეს ხალხის დასაპანიკებლად, როგორც ჩვენთან იმ ვაი-ექსპერტმა!" - რას წერს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი

"82 წლის გელა ჩარკვიანი იკეთებს "ასტრაზენეკას" ვაქცინას" - თეონა ჩარკვიანი კლინიკიდან ფოტოს აქვეყნებს

"მადლობას ვუხდი ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას" - განათლების სამინისტროს მაღალჩინოსანი თანამდებობას ტოვებს