ავტორი:

აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საფრანგეთში, არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას

აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საფრანგეთში, არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას

არაღიარებული ქვეყნების ფეხბურთის ასოციაციათა კონფედერაციამ (ConIFA) "ევროპის თასის" მონაწილეთა სია გამოაქვყნა. არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატს ფეხბურთში 2021 წლის 9 ივნისიდან 19 ივნისამდე ნიცა (საფრანგეთი) უმასპინძლებს. აღნიშნულ ინფორმაციას conifa.org ავრცელებს.

სიაში არიან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ნაკრებებიც". ჩემპიონატში მათ გარდა 10 თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ნაკრები მიიღებს მონაწილეობს. ესენია: ნიცის საგრაფო, პადანია, საპმი, დასავლეთ სომხეთი, ჩრდილოეთ კვიპროსი, არცახი (მთიანი ყარაბაღი), სზეკელი, ჩამერია, სარდინია და კორნუოლი.

როგორც ConIFA-ს ვებ-გვერდზეა აღნიშნული, არის ასევე სარეზერვო ნაკრებები - ორი სიცილია, კარპატები და რომას ხალხი. ეს იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე ნაკრები ვერ შეძლებს ჩემპიონატში მონაწილეობას.

ჩემპიონატის მონაწილეებს საფრანგეთში გამგზავრებამდე COVID-ტესტების გავლა მოუწევთ.

ცნობისთვის, ConIFA-ს ფიფა არ აღიარებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის "ნაკრებები" კი ConIFA-ს ტურნირებში რეგულარულად მონაწილეობენ.

2019 წელს ევროპის არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატის გამარჯვებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ნაკრები" გახდა. 2016 წელს კი ტურნირი აფხაზეთის ტერიტორიაზე გაიმართა და ის მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა.

როგორ უპასუხეს ოკუპირებულ რეგიონებში ტიკარაძის შეთავაზებას მოსახლეობის ვაქცინაციის თაობაზე

"ჩვენი შეცდომების გამო, რაც მეტი დრო გავა, მეტი ახალგაზრდა იტყვის, რომ აფხაზეთი საქართველოა" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები, 19 წლის გოგონას სკანდალურ ვიდეოს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ში ბოდიში მოახდევინეს გოგონას, რომელმაც თქვა, რომ "აფხაზეთი საქართველოა" - "ძალიან ვნანობ და პატიებას ვითხოვ"