ავტორი:

"სიძნეელეების გადალახვის ფონზე, მგონი არაგვიშავს..." - ცოტნე გამსახურდიას ახალ ფოტოს კლინიკიდან მისი მეუღლე ავრცელებს

"სიძნეელეების გადალახვის ფონზე, მგონი არაგვიშავს..." - ცოტნე გამსახურდიას ახალ ფოტოს კლინიკიდან მისი მეუღლე ავრცელებს

უკვე რამდენიმე თვეა ცოტნე გამსახურდია გერმანიაში, შმიდერის კლინიკაში მკურნალობას გადის. მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად ავრცელებს მისი მეუღლე ანა ჯაბაური. როგორც ჩანს, ცოტნეს მდგომარეობა გაუმჯობესდა და მკურნალობის პროცესიც კარგად მიდის.

ცოტა ხნის წინ ანა ჯაბაურმა კლინიკიდან მეუღლესთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა.

"საავადმყოფოებში ერთწლიანი "გამოკეტილობის", ტოტალური გერმანული "ლოქდაუნის", საყოველთაო პამდემიური ისტერიისა და მუდმივად ურთულესი სიძნელეების გადალახვის ფონზე, მგონი არაგვიშავს.

მადლობა კლინიკის ადმინისტრაციას ცოტნეს პოზიტიური განწყობის შენარჩუნებისთვის, გამონაკლისის სახით მასთან ჩემი 24 საათიან რეჟიმში ყოფნის დაშვებით" - წერს ანა ჯაბაური ფოტოს კომენტირებისას.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მისი დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული. ცოტნე გამსახურდიას გერმანიის კლინიკაში მკურნალობენ.

"ერთი წუთით არ სცილდება, ბავშვივით უვლის... სკამებზე იძინებდა, როცა პალატაში არ უშვებდნენ. გმირი ქალია. ცოტნეს ერთგულების გამო ხალხი მტრად მოეკიდა" - რას წერს ცოტნე გამსახურდიას მომვლელი

"უკვე თავისით დადის..." - სოფო ნიჟარაძე შვილთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს

"ვიცი, რომ გოგოს მშობლები სხვანაირად ბედნიერები და განებივრებულები ხართ“ - როგორ პასუხობს ანუკი არეშიძე "გოგო შვილთან" დაკავშირებულ კითხვას