სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რას აცხადებს შიდა ქართლის პოლიციის ახალდანიშნული უფროსი, რომელსაც ბრალს დებენ, რომ 2012-წლამდე "ოცნებას" "ატერორებდა"
რას აცხადებს შიდა ქართლის პოლიციის ახალდანიშნული უფროსი, რომელსაც ბრალს დებენ, რომ 2012-წლამდე "ოცნებას" "ატერორებდა"

შიდა ქარ­თლის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სად და­ი­ნიშ­ნა ილია კვა­ღი­ნი­ძე, რო­მე­ლიც, რიგი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მტკი­ცე­ბით, კუ­დის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო და 2012 წლამ­დე ოპო­ზი­ცი­ის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი "ქარ­თულ ოც­ნე­ბის" კონ­ტრო­ლი და მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა ევა­ლე­ბო­და.

ვე­ბპორ­ტა­ლი qartli.ge აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებს, რო­მელ­ზეც, მათი მტკი­ცე­ბით, კვა­ღი­ნა­ძე სწო­რედ ოპო­ზი­ცი­ის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის დრო­საა აღ­ბეჭ­დი­ლი.

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ებს „ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი და წერს:

"დღეს სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მხრი­დან ვრცელ­დე­ბა გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი და მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცია ჩემ შე­სა­ხებ, მათ შო­რის ვრცელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ფო­ტო­სუ­რა­თი, რა­ზეც მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში სა­უბ­რო­ბენ, რომ მე ვარ. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მხო­ლოდ ერთ ფო­ტო­ზე ვჩან­ვარ, რო­მე­ლიც გა­და­ღე­ბუ­ლია ჩემი მე­გობ­რის სახ­ლის აი­ვან­ზე.

ასე­ვე, ვრცელ­დე­ბა ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს­და მე ვმუ­შა­ობ­დი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში. ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ, რომ ჩემი 16-წლი­ა­ნი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არას­დროს მი­მუ­შა­ვია აღ­ნიშ­ნულ დე­პარ­ტა­მენ­ტში. რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბას, თით­ქოს და მე "ვა­ტე­რო­რებ­დი“ რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ასე­ვე არის ტყუ­ი­ლი.

თუკი სად­მე, რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის აქ­ცი­ა­ზე ვყო­ფილ­ვარ, ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვის მიზ­ნით".

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
5

აუფ, ახალი ამბავი. "ოცნების' ძირითადი მასა პორტირებული გნაცები არაა, აბა ვინაა?

კოჭოია
2

და მერე რა ჯარშიც ეგრე არ არის კალმახელიძე ყოფილი ზონდერი დღეს დასავლეთ სარდლის მოადგილეა და ამერიკაში გააგზავნეს და საერთოდ ნაციონალები არიან ჯარში ყველა თანამდებობაძე. იგივე ტერორში ყავთ საწყალი ჯარისკაცები რაც ადრე იყო ნაცების დროს.ამ ქვეყანას არაფერი ეშველება.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რას აცხადებს შიდა ქართლის პოლიციის ახალდანიშნული უფროსი, რომელსაც ბრალს დებენ, რომ 2012-წლამდე "ოცნებას" "ატერორებდა"

რას აცხადებს შიდა ქართლის პოლიციის ახალდანიშნული უფროსი, რომელსაც ბრალს დებენ, რომ 2012-წლამდე "ოცნებას" "ატერორებდა"

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსად დაინიშნა ილია კვაღინიძე, რომელიც, რიგი მედიასაშუალებების მტკიცებით, კუდის თანამშრომელი იყო და 2012 წლამდე ოპოზიციის, განსაკუთრებით კი "ქართულ ოცნების" კონტროლი და მეთვალყურეობა ევალებოდა.

ვებპორტალი qartli.ge აქვეყნებს ფოტოებს, რომელზეც, მათი მტკიცებით, კვაღინაძე სწორედ ოპოზიციის მეთვალყურეობის დროსაა აღბეჭდილი.

ამ ინფორმაციებს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეხმაურება სამხარეო პოლიციის უფროსი და წერს:

"დღეს სხვადასხვა მედიასაშუალების მხრიდან ვრცელდება გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია ჩემ შესახებ, მათ შორის ვრცელდება სხვადასხვა ფოტოსურათი, რაზეც მტკიცებით ფორმაში საუბრობენ, რომ მე ვარ. მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ ერთ ფოტოზე ვჩანვარ, რომელიც გადაღებულია ჩემი მეგობრის სახლის აივანზე.

ასევე, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა მე ვმუშაობდი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩემი 16-წლიანი კარიერის განმავლობაში არასდროს მიმუშავია აღნიშნულ დეპარტამენტში. რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს და მე "ვატერორებდი“ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე არის ტყუილი.

თუკი სადმე, რომელიმე პოლიტიკური პარტიის აქციაზე ვყოფილვარ, ეს განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით".

"სპარში" შეიარაღებული არასრულწლოვნები შეიჭრნენ - დაკავებულია 2 პირი

რატომ დაიბარეს დავით დარჩიაშვილი გენერალურ პროკურატურაში?

წამებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე დაკავებულ 3 ყოფილ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა