ავტორი:

"აშშ გმობს რუსეთის ხელისუფლების მიერ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ მკაცრ ტაქტიკას" - ბლინკენი კრემლს ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

"აშშ გმობს რუსეთის ხელისუფლების მიერ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ მკაცრ ტაქტიკას" - ბლინკენი კრემლს ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გმობს რუსეთის ხელისუფლების მკაცრ ქმედებებს საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გამოვიდნენ.

"აშშ გმობს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეთა და ჟურნალისტთა წინააღმდეგ მკაცრი ტაქტიკის მუდმივ გამოყენებას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ზედიზედ მეორე კვირის განმავლობაში.

კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს, გაათავისუფლოს საკუთარი უფლებების დაცვისთვის დაკავებულები, კერძოდ კი ალექსეი ნავალნი“, - წერს ენტონი ბლინკენი "ტვიტერის“ გვერდზე.

ცნობისთვის, რუსეთში საპროტესტო გამოსვლებზე დაკავებულთა რიცხვი 1600-ს აღწევს. დაკავებულთა შორის არის ალექსეი ნავალნის მეუღლე.

"მე აქ თავს არაფრით მოვიტყუებდი" - რას ამბობს პუტინი ბაიდენთან მომავალი შეხვედრის შესახებ

"ირაკლი ღარიბაშვილის, ჩვენი ქართველი ძმების ძალისხმევით ისინი სომხეთში არიან" - რას ამბობს ნიკოლ ფაშინიანი სომეხი სამხედრო ტყვეების სამშობლოში დაბრუნებაზე

ენტონი ბლინკენი საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის - რას წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი "ტვიტერში" სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საქართველოს შუამდგომლობაზე