სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ფრენების აღდგენასთან ერთად საქართველოში შემოსვლის წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის შემსუბუქდება - რა იცვლება 1 თებერვლიდან?
ფრენების აღდგენასთან ერთად საქართველოში შემოსვლის წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის შემსუბუქდება - რა იცვლება 1 თებერვლიდან?

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 1-ელი თე­ბერ­ვლი­დან, რე­გუ­ლა­რუ­ლი ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნას­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის წე­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის შემ­სუ­ბუქ­დე­ბა, ხოლო უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ზუს­ტდე­ბა.

რო­გორც ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა ნა­თია თურ­ნა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის კო­ვიდ­ვაქ­ცი­ნის სრუ­ლი კურ­სის ჩა­ტა­რე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ქო­ნის შემ­თხვე­ვა­ში უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლას უპ­რობ­ლე­მოდ შეძ­ლე­ბენ. ხოლო არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ვი­ზი­ტო­რებს სა­ზღვარ­ზე, ბოლო 72 სა­ათ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი PCR ტეს­ტი­რე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი პა­სუ­ხის ჩვე­ნე­ბა მო­უ­წევთ და ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლი­დან მე­სა­მე დღეს გან­მე­ო­რე­ბით PCR ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ.

“მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 1-ლი თე­ბერ­ვლი­დან რე­გუ­ლა­რუ­ლი ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნა ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბი­თა და თა­ოს­ნო­ბით მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი ვმუ­შა­ობ­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­მოს­ვლის რე­ჟი­მის გა­და­ხედ­ვა­სა და ამ ახალ რე­ა­ლო­ბა­ზე მორ­გე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის დღემ­დე მოქ­მე­დებს ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლის იმ­დაგ­ვა­რი წესი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ისი­ნი შე­მო­დი­ან ან ნე­გა­ტი­უ­რი პი­სი­არ ტეს­ტით და ამ შემ­თხვე­ვა­ში, 8 -დღი­ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­დი­ან ან თუ მათ არ აქვთ პი­სი­არ ტეს­ტი წარ­დგე­ნი­ლი, 12- დღი­ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან და ჩვენ ამ პრო­ცესს ვა­კონ­ტრო­ლებთ. 1-ლი თე­ბერ­ვლი­დან, რე­გუ­ლა­რუ­ლი ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნას­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი შემ­სუ­ბუ­ქე­ბა ხდე­ბა. კერ­ძოდ, მათ ექ­ნე­ბათ არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა- შე­მო­ვიდ­ნენ ქვე­ყა­ნა­ში ნე­გა­ტი­უ­რი პსრ ტეს­ტით და ან ძვე­ლე­ბუ­რად 8- დღი­ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლონ ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის ნაც­ვლად, მე­სა­მე დღეს, სა­კუ­თა­რი ხარ­ჯით, კი­დევ ერთი პსრ ტეს­ტი ჩა­ი­ტა­რონ, რის შემ­დე­გაც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ხოლო ისი­ნი ვი­საც არ ექ­ნე­ბათ შე­მოს­ვლი­ას ნე­გა­ტი­უ­რი პსრ ტეს­ტის პა­სუ­ხი, 12 -დღი­ა­ნი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის ნაც­ვლად, 8- დღი­ა­ნი თვი­თი­ზო­ლა­ცია წეს­დე­ბა და ამ ნა­წილ­ში მივ­ყვე­ბით ევ­რო­პის სტან­დარ­ტებს.

რაც შე­ე­ხე­ბა უცხო ქვეყ­ნის ვი­ზი­ტო­რებს, ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის კო­ვიდ­ვაქ­ცი­ნის სრუ­ლი კურ­სის ანუ 2 სრუ­ლი დო­ზის გა­კე­თე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის სა­ზღვარ­ზე წარ­დგე­ნით, ყვე­ლა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს შე­ეძ­ლე­ბა უპი­რო­ბოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა. ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მსოფ­ლი­ო­ში იზ­რდე­ბა და ეს არის ჩვე­ნი პირ­ვე­ლი სა­მიზ­ნე ჯგუ­ფი, თუნ­დაც, მწვა­ნე აჭა­რა­ში ჩა­საყ­ვა­ნად.

რაც შე­ე­ხე­ბა არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ვი­ზი­ტო­რე­ბის, ევ­რო­კავ­ში­რის, ისა­რა­ე­ლის, შვე­ი­ცა­რი­ის, აშშ-ის, სა­უ­დის არა­ბე­თის, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის, ბაჰ­რე­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და რე­ზი­დენ­ტებს ასე­ვე, იმ პი­რებს, ვინც ტრან­ზი­ტუ­ლად შე­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქვე­ყა­ნა­ში შე­ეძ­ლე­ბათ შე­მო­ვიდ­ნენ ბოლო 72 სა­ათ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი PCR ტეს­ტის პა­სუ­ხით და ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლის შემ­დეგ მე­სა­მე დღეს სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ ჩა­ი­ტა­რონ PCR ტეს­ტი. ჩვენ აქ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ვა­უქ­მებთ. მათ ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩა­ი­ტა­რონ მე­სა­მე დღეს ტეს­ტი­რე­ბა და კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნონ თავი სა­ქარ­თვე­ლო­ში", - გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბქს321
5

რაღას ხსნით თქვე დალოცვილებო მაშინ სულ ნუ გახსნით ამდენ მოთხოვნას თუ უყენებთ შემომსვლელსაც და გამსვლელსაც ასეთ გახსნას რა აზრი აქვს ჩამოსულმა და წამსვლელმა pcr ტესტებზე უნდა ირბინოს? ყველაფერს აკეთებენ რომ ვაქცინა გააკეთებინონ ხალხს

ედობუა
8

თქვე დალოცვილებო,ყველაფერი გვინდა,უცხოეთიც,ფრენებიც,სიარულიც,დასვენებაც და მაინცდამაინც PCR ტესტის გაკეთება გაღელვებთ? მე რატომ არ მკითხავთ,ჩვეულებრივ მოქალაქეს,რომელსაც ჯერ კოვიდი არ მქონია და არც მინდა რომ მქონდეს .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ფრენების აღდგენასთან ერთად საქართველოში შემოსვლის წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის შემსუბუქდება - რა იცვლება 1 თებერვლიდან?

ფრენების აღდგენასთან ერთად საქართველოში შემოსვლის წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის შემსუბუქდება - რა იცვლება 1 თებერვლიდან?

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი თებერვლიდან, რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად, საქართველოში შემოსვლის წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის შემსუბუქდება, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ზუსტდება.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის ქონის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას უპრობლემოდ შეძლებენ. ხოლო არავაქცინირებულ ვიზიტორებს საზღვარზე, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტირების ნეგატიური პასუხის ჩვენება მოუწევთ და ქვეყანაში შემოსვლიდან მესამე დღეს განმეორებით PCR ტესტის ჩატარების ვალდებულება ექნებათ.

“მოგეხსენებათ, 1-ლი თებერვლიდან რეგულარული ფრენების აღდგენა ხდება. შესაბამისად, ჩვენ პრემიერ-მინისტრის დავალებითა და თაოსნობით მთელი ეს პერიოდი ვმუშაობდით საქართველოში როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლის რეჟიმის გადახედვასა და ამ ახალ რეალობაზე მორგებასთან დაკავშირებით. საქართველოს მოქალაქეებისთვის დღემდე მოქმედებს ქვეყანაში შემოსვლის იმდაგვარი წესი, რომლის მიხედვითაც, ისინი შემოდიან ან ნეგატიური პისიარ ტესტით და ამ შემთხვევაში, 8 -დღიან თვითიზოლაციაში გადადიან ან თუ მათ არ აქვთ პისიარ ტესტი წარდგენილი, 12- დღიან თვითიზოლაციას ექვემდებარებიან და ჩვენ ამ პროცესს ვაკონტროლებთ. 1-ლი თებერვლიდან, რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისთვის გარკვეული შემსუბუქება ხდება. კერძოდ, მათ ექნებათ არჩევანის უფლება- შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური პსრ ტესტით და ან ძველებურად 8- დღიან თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით, კიდევ ერთი პსრ ტესტი ჩაიტარონ, რის შემდეგაც თვითიზოლაციიდან თავისუფლები იქნებიან. ხოლო ისინი ვისაც არ ექნებათ შემოსვლიას ნეგატიური პსრ ტესტის პასუხი, 12 -დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად, 8- დღიანი თვითიზოლაცია წესდება და ამ ნაწილში მივყვებით ევროპის სტანდარტებს.

რაც შეეხება უცხო ქვეყნის ვიზიტორებს, ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ანუ 2 სრული დოზის გაკეთების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით, ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება უპირობოდ საქართველოში შემოსვლა. ვითვალისწინებთ იმას, რომ ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში იზრდება და ეს არის ჩვენი პირველი სამიზნე ჯგუფი, თუნდაც, მწვანე აჭარაში ჩასაყვანად.

რაც შეეხება არავაქცინირებული ვიზიტორების, ევროკავშირის, ისარაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს ასევე, იმ პირებს, ვინც ტრანზიტულად შემოდის საქართველოში, ქვეყანაში შეეძლებათ შემოვიდნენ ბოლო 72 საათში გაკეთებული ნეგატიური PCR ტესტის პასუხით და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მესამე დღეს სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR ტესტი. ჩვენ აქ თვითიზოლაციის ვალდებულებას ვაუქმებთ. მათ ექნებათ შესაძლებლობა ჩაიტარონ მესამე დღეს ტესტირება და კომფორტულად იგრძნონ თავი საქართველოში", - განაცხადა თურნავამ.

კორონავირუსით 535 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება და რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

"გირჩის" მიერ შექმნილი "ბიბლიური თავისუფლების" წევრებს ეკრძალებათ ზიარება, ჯვრისწერა, ნათლობა... - სინოდის განჩინება

"ჩემი დის მეუღლეა... არ მსურს, მისმა პატარებმა უსამართლობა ნახონ" - რას წერს პეტრე კოლხი დეკანოზ ჭიღლაძეზე, რომლის განცხადებები სინოდმა შეურაცხმყოფელად მიიჩნია