სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
13 წლის ილია ფილფანის ოჯახმა დაკარგულის ძებნა ენგურჰესში დაიწყო
13 წლის ილია ფილფანის ოჯახმა დაკარგულის ძებნა ენგურჰესში დაიწყო

13 წლის ილია ფილ­ფა­ნის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ოჯახ­მა თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­ნა­ახ­ლა.

რო­გორც და­კარ­გუ­ლი მო­ზარ­დის მამა და­ვით ფილ­ფა­ნი AMBEBI.GE-სთან სა­უბრში აცხა­დებს, ამ დრო­ის­თვის არც ოჯახს და არც გა­მო­ძი­ე­ბას რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე და წინსვლა არ აქვთ.

"მას შემ­დეგ, რაც ენ­გურ­ჰე­სი გა­ა­ჩე­რეს და კაშ­ხალ­თან წყლის დო­ნემ და­იკ­ლო, ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ვი­წყეთ. ტე­რი­ტო­რია ძა­ლი­ან დი­დია და წყლის დო­ნის დაკ­ლე­ბის შემ­დეგ იქ ისე­თი ტა­ლა­ხია და ყველ­გან ფე­ხით მის­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რის გა­მოც სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელს ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დრო­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ვთხო­ვე და შე­ას­რუ­ლეს.

სა­ერ­თოდ, ჩვე­ნი ძა­ლე­ბით ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებს, თუმ­ცა თუ დახ­მა­რე­ბა დაგ­ვჭირ­დე­ბა, ვთხოვთ შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს" - ამ­ბობს და­ვით ფილ­ფა­ნი.

უგზო-უკვლოდ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ბი­ჭის საქ­მე­ში "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრია" ჩარ­თუ­ლი. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ად­ვო­კა­ტის დი­მიტ­რი ნო­ზა­ძის თქმით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბილ­მა ოჯახ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან საქ­მის მა­სა­ლე­ბი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში უნდა მი­ი­ღოს.

"ჩვენ სექ­ტემ­ბრი­დან ჩა­ვერ­თეთ ამ საქ­მე­ში. იმ ეტაპ­ზე ოჯახს არ ჰქონ­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი და ჩვე­ნი მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ა­ნი­ჭეს. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცესს, ამ დრო­ის­თვის ვე­რა­ფერს გე­ტყვით, რად­გან არ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია რა გა­ა­კე­თეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებ­მა და რა სი­ახ­ლე­ე­ბი იკ­ვე­თე­ბა. იმე­დი მაქვს, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მი­ვი­ღებთ საქ­მის მა­სა­ლებს და გვე­ცო­დი­ნე­ბა ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დე­კემ­ბერ­ში სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ საპ­რო­ცე­სო კო­დექსში ცვლი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც და­ზა­რა­ლე­ბულკს აქვს უფ­ლე­ბა მი­ი­ღოს საქ­მის მა­სა­ლე­ბის ქსე­რო­ას­ლე­ბი. აქამ­დე მხო­ლოდ ად­გილ­ზე გაც­ნო­ბა და ხე­ლით გად­მო­წე­რა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვე­ლო­დე­ბით საქ­მის ქსე­რო­ას­ლებს და უკვე გვექ­ნე­ბა ნა­თე­ლი წარ­მოდ­გე­ნა რა მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს გა­მო­ძი­ე­ბა - რა გა­კეთ­და და რა უნდა გა­ა­კე­თონ" - აცხა­დებს AMBEBI.GE-სთან დი­მიტ­რი ნო­ზა­ძე.

ცნო­ბის­თვის, 13 წლის ილია ფილ­ფა­ნი სახ­ლი­დან 2020 18 ივ­ლისს, ვე­ლო­სი­პე­დით გა­ვი­და და მას შემ­დეგ არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. მო­ზარდს ინ­ტერ­პო­ლის ყვი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რი­თაც ეძე­ბენ. ოჯახ­მა ბავ­შვის პოვ­ნი­სათ­ვის ფუ­ლა­დი ჯილ­დოც და­ა­წე­სა.

ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 143-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Lola
1

Vutanagrznob ilias ojahs, mjera sascaulis rom bavshvi sheizleba egamochndes ert dges, msgavsi istoriebi aris cnobili roca bavshvi clebis shemdeg gamochenila.

ნენე
19

კი მაგრამ რატომ პასიურობენ ასე? უწყებები რას აკეთებენ აქამდე? აქ რაღაცაშია საქმე.გამძლეობა ოჯახს,ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

13 წლის ილია ფილფანის ოჯახმა დაკარგულის ძებნა ენგურჰესში დაიწყო

13 წლის ილია ფილფანის ოჯახმა დაკარგულის ძებნა ენგურჰესში დაიწყო

13 წლის ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები ოჯახმა თავისი ინიციატივით განაახლა.

როგორც დაკარგული მოზარდის მამა დავით ფილფანი AMBEBI.GE-სთან საუბრში აცხადებს, ამ დროისთვის არც ოჯახს და არც გამოძიებას რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე და წინსვლა არ აქვთ.

"მას შემდეგ, რაც ენგურჰესი გააჩერეს და კაშხალთან წყლის დონემ დაიკლო, ამ ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები დავიწყეთ. ტერიტორია ძალიან დიდია და წყლის დონის დაკლების შემდეგ იქ ისეთი ტალახია და ყველგან ფეხით მისვლა შეუძლებელია, რის გამოც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელს ამ ტერიტორიების დრონების მეშვეობით დათვალიერება ვთხოვე და შეასრულეს.

საერთოდ, ჩვენი ძალებით ვახორციელებთ სამძებრო სამუშაოებს, თუმცა თუ დახმარება დაგვჭირდება, ვთხოვთ შესაბამის უწყებებს" - ამბობს დავით ფილფანი.

უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ბიჭის საქმეში "ადამიანის უფლებათა ცენტრია" ჩართული. ორგანიზაციის ადვოკატის დიმიტრი ნოზაძის თქმით, დაზარალებულად ცნობილმა ოჯახმა პროკურატურისგან საქმის მასალები უახლოეს მომავალში უნდა მიიღოს.

"ჩვენ სექტემბრიდან ჩავერთეთ ამ საქმეში. იმ ეტაპზე ოჯახს არ ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი და ჩვენი მიმართვის საფუძველზე მიანიჭეს. რაც შეეხება გამოძიების პროცესს, ამ დროისთვის ვერაფერს გეტყვით, რადგან არ გვაქვს ინფორმაცია რა გააკეთეს საგამოძიებო უწყებებმა და რა სიახლეები იკვეთება. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში მივიღებთ საქმის მასალებს და გვეცოდინება ამ კითხვებზე პასუხები.

მოგეხსენებათ, დეკემბერში საკონსტიტუციო სასამართლომ საპროცესო კოდექსში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც დაზარალებულკს აქვს უფლება მიიღოს საქმის მასალების ქსეროასლები. აქამდე მხოლოდ ადგილზე გაცნობა და ხელით გადმოწერა იყო შესაძლებელი. უახლოეს მომავალში ველოდებით საქმის ქსეროასლებს და უკვე გვექნება ნათელი წარმოდგენა რა მიმართულებით მუშაობს გამოძიება - რა გაკეთდა და რა უნდა გააკეთონ" - აცხადებს AMBEBI.GE-სთან დიმიტრი ნოზაძე.

ცნობისთვის, 13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 2020 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. მოზარდს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარითაც ეძებენ. ოჯახმა ბავშვის პოვნისათვის ფულადი ჯილდოც დააწესა.

ფაქტზე გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს წინასწარი შეცნობით.

გურჯაანში დაკარგული მამა-შვილი სახლში დაბრუნდა

თბილისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

რა ვერსიებზე საუბრობენ ბათუმში გარდაცვლილი ქალის და მამაკაცის მეზობლები - ახალი დეტალები