კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, თამარ კორკოტაშვილი მსოფლიოს წამყვანი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო.
ინფორმაციას სკოლის "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
"მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT) - მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც აშშ-ში, მასაჩუსეტსში, ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს.
მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. 2021 წელს, ისევე როგორც მრავალი წლის განმავლობაში MIT საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა და პირველი ადგილი დაიკავა QS World University Rankings-ში. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული კომპანიების საერთო შემოსავალი რომ შეიკრიბოს, ის სიმდიდრით მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილზე იქნებოდა.
MIT - ის სწავლის გადასახადი ჯამში 300 000 დოლარამდე აღწევს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან MIT - ში ყოველწლიურად კომაროვის სკოლის ერთი კურსდამთავრებული მაინც აგრძელებს სწავლას. თამარი MIT - ში ჩარიცხული სკოლის მეშვიდე კურსდამთავრებულია" - ნათქვამია ინფორმაციაში.
სკოლის ადმინისტრაცია ნიჭიერი კურსდამთავრებულის შესახებაც ავრცელებს დამატებით ინფორმაციას.
თამარი:
- Intel International Science and Engineering Fair (Intel ISEF) - ში რობოტიკის კატეგორიაში მეოთხე საპრიზო ადგილის მფლობელია!
- 2016 წელს ლეონარდო და ვინჩის გამომგონებელთა კონკურსში მესამე ადგილის მფლობელია!
- 2016 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მეორე ადგილის მფლობელია!
- ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადაზე (EGMO) ორი ვერცხლის მედლის და საპატიო სიგელის მფლობელია (2016-2019)!
- 2020 წლის ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადის (IZhO) ბრინჯაოს მედლის მფლობელია!
- 2018 წლის საქართველოს ეროვნული ოლიმპიადის მესამე ადგილოსანია მათემატიკაში!
- ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულია (ათეულის წევრი)!
- 2018 წელს სამეცნიერო საზაფხულო ბანაკიდან გაემგზავრა პოლონეთში, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში!
- 2017, 2018 და 2019 წლებში მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის საქართველოს ნაკრების რეზერვისტია!
- „წიგნების თაროს“ ფინალისტია!
- ვაკე-საბურთალოს რაიონის „რა? სად? როდის?“ კონკურსის გამარჯვებულია!
- საყვარელი ფრაზა: “If you can't do great things, do small things in a great way.”