სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ახალი წერილი სმიტებისგან არ მიმიღია, როცა გამომიგზავნეს, იქ ბიბლიაც იყო“ -  რას წერს უმძიმეს დანაშაულში მსჯავრდებული მალხაზ კობაური
"ახალი წერილი სმიტებისგან არ მიმიღია, როცა გამომიგზავნეს, იქ ბიბლიაც იყო“ -  რას წერს უმძიმეს დანაშაულში მსჯავრდებული მალხაზ კობაური

"რა­ი­ა­ნის მა­მამ ბა­ი­რონ­მა და მე გა­ვა­კე­თეთ არ­ჩე­ვა­ნი, რომ გა­პა­ტი­ოთ ჩვე­ნი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლის რა­ი­ა­ნის, ჩვე­ნი სათ­ნო, საზ­რი­ა­ნი რძლის ლო­რას და ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი 4 წლის შვი­ლიშ­ვი­ლის ქე­ლე­ბის მკვლე­ლო­ბე­ბე­ბი. ჩვენ არ გვინ­და შენს მი­მართ მი­უ­ტევ­ლო­ბის, სიმ­წა­რის, ზი­ზღის ან ბო­რო­ტე­ბის მარ­წუ­ხებ­ში ცხოვ­რე­ბა. ჩვენ ავირ­ჩი­ეთ, რომ გვჯე­რო­დეს ღმერ­თის და გვქონ­დეს იმის იმე­დი, რომ ჩვენს გუ­ლებ­ში ამ უზარ­მა­ზარ სი­ცა­რი­ე­ლეს ამო­ავ­სებს და შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნებს ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­თა და და­ნა­კარ­გით“, - ეს არის ამო­ნა­რი­დი ხა­დას ხე­ო­ბა­ში მოკ­ლუ­ლი რა­ი­ან სმი­ტის დე­დის ლინ სმი­ტის წე­რი­ლი­დან, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბა­ში დღეს უკვე მსჯავ­რდე­ბულ მალ­ხაზ კო­ბა­ურს 2018 წლის 1-ლ ოქ­ტომ­ბერს გა­მო­უგ­ზავ­ნა.

ლინ სმი­ტი წე­რილ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნავ­და, რომ მოკ­ლულ­თა ოჯა­ხის სურ­ვი­ლია, მალ­ხაზ კო­ბა­ურ­მა სა­პყრო­ბი­ლე­ში 30 წელი გა­ა­ტა­როს ან იქ სა­მუ­და­მოდ დარ­ჩეს, რათა მის­გან საფრ­თხე სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც არ შე­ექ­მნათ.

გარ­და ამი­სა, რა­ი­ან სმი­ტის დედა ბრალ­დე­ბულ მწყემსს ლოც­ვის­კენ მო­უ­წო­დებ­და და ურ­ჩევ­და, ღმერ­თის­თვის შენ­დო­ბა ეთხო­ვა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ხა­დას ხე­ო­ბა­ში მომ­ხდა­რი უსას­ტი­კე­სი მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი მწყემ­სი, მალ­ხაზ კო­ბა­უ­რი დღეს უვა­დო პა­ტი­მა­რია.

მის ოჯახ­სა და ად­ვო­კატს პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­სი­ის დღემ­დე არ სჯე­რათ.

და­ნა­შა­უ­ლი 2018 წლის 4 ივ­ლისს მოხ­და. ამე­რი­კე­ლი ოჯა­ხის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მწყემ­სი მალ­ხაზ კო­ბა­უ­რი მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს. მან 8 ივ­ლისს გა­მომ­ძი­ე­ბელს აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მის­ცა (ეს ჩვე­ნე­ბა ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რით ჩა­ი­წე­რა). ამ ჩვე­ნე­ბა­ში მწყემ­სი ყვე­ბა, რო­გორ შე­ლა­პა­რაკ­დნენ ის და რა­ი­ან სმი­ტი თო­ფის არას­წო­რად ჭე­რის გამო, შემ­დეგ რო­გორ ეს­რო­ლა მას, მერე რო­გორ ეს­რო­ლა მტი­რალ ბავ­შვს და რო­გორ გა­იქ­ცა ამის შემ­ხედ­ვა­რე ლორა სმი­ტი ად­გი­ლი­დან...

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს ჩვე­ნე­ბა მალ­ხაზ კო­ბა­ურ­მა შეც­ვა­ლა. მის ჩვე­ნე­ბა­ში გაჩ­ნდა უცხო შავი მან­ქა­ნა, სა­ი­და­ნაც 2 ადა­მი­ა­ნი გად­მო­დის და სმი­ტებს საქ­მეს ურ­ჩევს და ზო­გა­დად, ვერ­სია, რომ კო­ბა­უ­რი სმი­ტე­ბის მკვლე­ლო­ბის შემ­სწრე გახ­და და არა მო­ნა­წი­ლე.

თუმ­ცა ეს ვერ­სია სა­სა­მარ­თლომ არ გა­ი­ზი­ა­რა. ის დღეს სას­ჯელს უვა­დო პა­ტიმ­რის­თვის გან­კუთ­ვნილ სა­კან­ში იხ­დის.

"ახა­ლი წე­რი­ლი სმი­ტე­ბის­გან არ მი­მი­ღია, როცა გა­მო­მიგ­ზავ­ნეს წე­რი­ლი, იქ ბიბ­ლი­აც იყო“, - ამ­ბობს ის ambebi.ge-სთვის გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში კო­ბა­უ­რი.

ცი­ხე­ში ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ კი წერს:

"დი­ლა­ო­ბით ვვარ­ჯი­შობ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სამ­კა­უ­ლებს ვამ­ზა­დებ, ძი­რი­თა­დად, პლასტმა­სის­გან და ბი­ჟუ­ტე­რი­ის­გან, სახ­ლში ვგზავ­ნი სამ­კა­უ­ლებს და შე­გიძ­ლი­ათ ჩემ­თან მიხ­ვი­დეთ და იქაც ნა­ხოთ ჩემი დამ­ზა­დე­ბუ­ლი სამ­კა­უ­ლე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ით ვარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ბო­ლოს "უქარ­ქა­შო ხმლე­ბი“ წა­ვი­კი­თხე“.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
26

ასე უნდა ესმოდეს ყველა მართლმადიდებელს ქრისტიანობა და ტოლერანტობა, როგორც ამ ამერიკელ ხალხს და არა ისე, როგორც საქართველოში ესმით - ერთ ლოყაში რომ გაგარრტამენ, ისეთი უნდა დაუბრუნო, ფეხზე ვერ წამოდგესო! ასე ცხივრობს ბევრი ჩვენგანი, ჩვენდა სამარცხვინოდ და სამწუხაროდ! 

ქეთი
20

სიციცხლის ბოლომდე უნდა იჯდეს ეს პირუტყვი ციხეში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ახალი წერილი სმიტებისგან არ მიმიღია, როცა გამომიგზავნეს, იქ ბიბლიაც იყო“ -  რას წერს უმძიმეს დანაშაულში მსჯავრდებული მალხაზ კობაური

"ახალი წერილი სმიტებისგან არ მიმიღია, როცა გამომიგზავნეს, იქ ბიბლიაც იყო“ -  რას წერს უმძიმეს დანაშაულში მსჯავრდებული მალხაზ კობაური

"რაიანის მამამ ბაირონმა და მე გავაკეთეთ არჩევანი, რომ გაპატიოთ ჩვენი არაჩვეულებრივი შვილის რაიანის, ჩვენი სათნო, საზრიანი რძლის ლორას და ჩვენი ძვირფასი 4 წლის შვილიშვილის ქელების მკვლელობებები. ჩვენ არ გვინდა შენს მიმართ მიუტევლობის, სიმწარის, ზიზღის ან ბოროტების მარწუხებში ცხოვრება. ჩვენ ავირჩიეთ, რომ გვჯეროდეს ღმერთის და გვქონდეს იმის იმედი, რომ ჩვენს გულებში ამ უზარმაზარ სიცარიელეს ამოავსებს და შეგვაძლებინებს ცხოვრების გაგრძელებას ჩვენი ტკივილითა და დანაკარგით“, - ეს არის ამონარიდი ხადას ხეობაში მოკლული რაიან სმიტის დედის ლინ სმიტის წერილიდან, რომელიც მკვლელობაში დღეს უკვე მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს 2018 წლის 1-ლ ოქტომბერს გამოუგზავნა.

ლინ სმიტი წერილში ასევე აღნიშნავდა, რომ მოკლულთა ოჯახის სურვილია, მალხაზ კობაურმა საპყრობილეში 30 წელი გაატაროს ან იქ სამუდამოდ დარჩეს, რათა მისგან საფრთხე სხვა ადამიანებსაც არ შეექმნათ.

გარდა ამისა, რაიან სმიტის დედა ბრალდებულ მწყემსს ლოცვისკენ მოუწოდებდა და ურჩევდა, ღმერთისთვის შენდობა ეთხოვა.

მოგეხსენებათ, ხადას ხეობაში მომხდარი უსასტიკესი მკვლელობისთვის მსჯავრდებული მწყემსი, მალხაზ კობაური დღეს უვადო პატიმარია.

მის ოჯახსა და ადვოკატს პროკურატურის ვერსიის დღემდე არ სჯერათ.

დანაშაული 2018 წლის 4 ივლისს მოხდა. ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი მალხაზ კობაური მალევე დააკავეს. მან 8 ივლისს გამომძიებელს აღიარებითი ჩვენება მისცა (ეს ჩვენება ფარული ჩანაწერით ჩაიწერა). ამ ჩვენებაში მწყემსი ყვება, როგორ შელაპარაკდნენ ის და რაიან სმიტი თოფის არასწორად ჭერის გამო, შემდეგ როგორ ესროლა მას, მერე როგორ ესროლა მტირალ ბავშვს და როგორ გაიქცა ამის შემხედვარე ლორა სმიტი ადგილიდან...

მოგვიანებით ეს ჩვენება მალხაზ კობაურმა შეცვალა. მის ჩვენებაში გაჩნდა უცხო შავი მანქანა, საიდანაც 2 ადამიანი გადმოდის და სმიტებს საქმეს ურჩევს და ზოგადად, ვერსია, რომ კობაური სმიტების მკვლელობის შემსწრე გახდა და არა მონაწილე.

თუმცა ეს ვერსია სასამართლომ არ გაიზიარა. ის დღეს სასჯელს უვადო პატიმრისთვის განკუთვნილ საკანში იხდის.

"ახალი წერილი სმიტებისგან არ მიმიღია, როცა გამომიგზავნეს წერილი, იქ ბიბლიაც იყო“, - ამბობს ის ambebi.ge-სთვის გამოგზავნილ წერილში კობაური.

ციხეში ცხოვრების შესახებ კი წერს:

"დილაობით ვვარჯიშობ, მეგობრებთან ერთად, სამკაულებს ვამზადებ, ძირითადად, პლასტმასისგან და ბიჟუტერიისგან, სახლში ვგზავნი სამკაულებს და შეგიძლიათ ჩემთან მიხვიდეთ და იქაც ნახოთ ჩემი დამზადებული სამკაულები. საქართველოს ისტორიით ვარ დაინტერესებული, ბოლოს "უქარქაშო ხმლები“ წავიკითხე“.

"ამირხანაშვილმა ისაუბრა, რომ ბრალდებულები მანქანაში ეკითხებოდნენ: კარგად იცოდა შაქარაშვილმა ცურვა, როგორც დარბოდა? - ეს მან  დაუკავშირა იმ ფაქტს, რომ მათ მიერ იყო შაქარაშვილი გადაგდებული წყალში" - პროკურორი

რატომ დააკავეს ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე?

სუნამოების მოპარვის მცდელობისთვის იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს