სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ისრაელში ვაქცინაცია უკვე 2 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა - Bloomberg-ის მონაცემები მსოფლიოს ქვეყნებში აცრილი ადამიანების შესახებ
ისრაელში ვაქცინაცია უკვე 2 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა - Bloomberg-ის მონაცემები მსოფლიოს ქვეყნებში აცრილი ადამიანების შესახებ

ბოლო 2 თვის მან­ძილ­ზე ის­რა­ელ­ში ვაქ­ცი­ნა­ცია უკვე 2 მი­ლი­ონ­ზე მეტ ადა­მი­ანს ჩა­უ­ტარ­და, რაც მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 25%-ს აღე­მა­ტე­ბა.

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის­რა­ე­ლი დღეს­დღე­ო­ბით ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვე სა­ხელ­მწი­ფოა მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც ვაქ­ცი­ნა­ცია დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცია, Pfizer-ის ვაქ­ცი­ნით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლი გახ­დე­ბა პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ო­ში, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუსს და­ა­მარ­ცხებს.

გა­მო­ცე­მა Bloomberg-ის ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ამ დრო­ის­თვის მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია 42 მი­ლი­ონ­ზე მეტ ადა­მი­ანს ჩა­უ­ტარ­და. მათ შო­რის, აშშ-ში 14 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი აიც­რა, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის 4.3%-ს შე­ად­გენს.

მას ჩი­ნე­თი მოჰ­ყვე­ბა 10 მი­ლი­ონ­ზე მეტი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტით, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის 0.71%-ს შე­ად­გენს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის­რა­ე­ლის გარ­და ვაქ­ცი­ნა­ცია ყვე­ლა­ზე სწრა­ფი ტემ­პით არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­სა და ბაჰ­რე­ინ­ში მი­მი­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სად, მო­სახ­ლე­ო­ბის 17.5 და 9.5%-ს ვაქ­ცი­ნა­ცია უკვე ჩა­უ­ტარ­დათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ისრაელში ვაქცინაცია უკვე 2 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა - Bloomberg-ის მონაცემები მსოფლიოს ქვეყნებში აცრილი ადამიანების შესახებ

ისრაელში ვაქცინაცია უკვე 2 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა - Bloomberg-ის მონაცემები მსოფლიოს ქვეყნებში აცრილი ადამიანების შესახებ

ბოლო 2 თვის მანძილზე ისრაელში ვაქცინაცია უკვე 2 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 25%-ს აღემატება.

BBC-ის ინფორმაციით, ისრაელი დღესდღეობით ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა მსოფლიოში, სადაც ვაქცინაცია დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.

ქვეყანაში ვაქცინაცია, Pfizer-ის ვაქცინით მიმდინარეობს. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი გახდება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც კორონავირუსს დაამარცხებს.

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 42 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 14 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 4.3%-ს შეადგენს.

მას ჩინეთი მოჰყვება 10 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 0.71%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის გარდა ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინში მიმიდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 17.5 და 9.5%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდათ.

"არ შეგეშინდეთ, გამოდით ქუჩაში, არა ჩემთვის, არამედ თქვენივე თავისა და მომავლისთვის" - მოსკოვში დაბრუნებული ნავალნის მიმართვა რუს ხალხს

მამაკაცი 3 თვე აეროპორტში ცხოვრობდა და "კოვიდის შიშის გამო" სახლში არ ბრუნდებოდა - უჩვეულო დანაშაული ჩიკაგოში

"ალბათ ბაბუას ბუნკერში იმდენად ეშინია, რომ სისხლის სამართლის კოდექსი დემონსტრაციულად გადახიეს" - ალექსეი ნავალნი პუტინზე