სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შეთქმულების თეორიები ეშმაკზე, კანიბალ ლიდერსა და დონალდ ტრამპზე, რომელმაც ხალხი უნდა "იხსნას" - რა არის მოძრაობა QAnon და ვინ დგას მის უკან?
შეთქმულების თეორიები ეშმაკზე, კანიბალ ლიდერსა და დონალდ ტრამპზე, რომელმაც ხალხი უნდა "იხსნას" - რა არის მოძრაობა QAnon და ვინ დგას მის უკან?

QAnon - ასე ჰქვია მოძ­რა­ო­ბას, რომ­ლის მიმ­დევ­რებ­საც სჯე­რათ, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი აწარ­მო­ებს სა­ი­დუმ­ლო ომს სა­ტა­ნის თაყ­ვა­ნის­ცე­მე­ლი პე­დო­ფი­ლე­ბი­სა და მათი მფარ­ვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც მა­თი­ვე თქმით, მრავ­ლად არი­ან შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბა­ში, ბიზ­ნეს­სა და მე­დი­ა­ში. მოძ­რა­ო­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ულტრა მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც სჯე­რათ, რომ მსოფ­ლი­ოს მარ­თავს სა­ტა­ნის მო­ცი­ქუ­ლი კა­ნი­ბა­ლი, რო­მე­ლიც ხელ­მძღვა­ნე­ლობს გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით ბავ­შვთა ტრე­ფი­კინ­გის ქსელს, ტრამ­პი კი მას­თან მებ­რძო­ლია.

QAnon-ის შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, სა­ტა­ნის მიმ­დე­ვარ­თა ჯგუ­ფი და­კა­ვე­ბუ­ლია ბავ­შვე­ბის სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ით და ასე­ვე თვლი­ან, რომ ისი­ნი ბავ­შვე­ბის სის­ხლით მა­რა­დი­უ­ლი ახალ­გაზ­რდო­ბის ელექ­სირს ამ­ზა­დე­ბენ.

ცნო­ბი­ლი "რქი­ა­ნი შა­მა­ნი", QAnon-ის მიმ­დე­ვა­რი 6 იან­ვარს კა­პი­ტო­ლი­უმ­ში

მოძ­რა­ო­ბის მიმ­დევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მალე იქ­ნე­ბა გან­კი­თხვის დღე, რო­მელ­საც თა­ვად "ქა­რიშ­ხალს“ უწო­დე­ბენ და ამ დღეს ეშ­მა­კის ათა­სო­ბით მო­ცი­ქულს და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ. მათ შო­რის, ლი­ბე­რალ ჰო­ლი­ვუ­დელ მსა­ხი­ო­ბებს, "დე­მოკ­რა­ტე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს და მა­ღა­ლი რან­გის პო­ლი­ტი­კო­სებს, რომ­ლე­ბიც ეშ­მა­კის მო­ცი­ქუ­ლის მიმ­დევ­რე­ბი არი­ან.

სჯე­რათ, რომ "ქა­რიშ­ხლის“ დროს ეშ­მა­კის ათა­სო­ბით მიმ­დე­ვარს გუ­ან­ტა­ნა­მოს ცი­ხე­ში ჩას­ვა­მენ, ან სამ­ხედ­რო ტრი­ბუ­ნა­ლის წი­ნა­შე წა­რად­გე­ნენ, ძა­ლა­უფ­ლე­ბას სამ­ხედ­რო­ე­ბი აი­ღე­ბენ ხელ­ში, შე­დე­გი კი იქ­ნე­ბა ხსნა და უტო­პია დე­და­მი­წა­ზე. მოძ­რა­ო­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნი, ბა­რაკ ობა­მა და ჯორჯ სო­რო­სი არი­ან. რო­გორც BBC წერს, ეს არის ძი­რი­თა­დი თე­ო­რია, თუმ­ცა არ­სე­ბობს კი­დევ უამ­რა­ვი შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია, რომ­ლი­საც ამ მოძ­რა­ო­ბის მიმ­დევ­რებს სჯე­რათ - "სია უზარ­მა­ზა­რია და თე­ო­რი­ე­ბი ხში­რად წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი", - წერს გა­მო­ცე­მა.

  • სა­ი­დან და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი?

წლე­ბია, რაც ბავ­შვთა ტრე­ფი­კინგზე, ეშ­მა­კის მმარ­თვე­ლო­ბა­ზე, კა­ნი­ბალ ლი­დერ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობს შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბი, თუმ­ცა მოძ­რა­ო­ბა QAnon-ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის თა­რი­ღად 2017 წლის ოქ­ტომ­ბე­რი მი­იჩ­ნე­ვა, რო­დე­საც ანო­ნი­მურ­მა მომ­ხმა­რე­ბელ­მა შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის ინ­ტერ­ნეტპ­ლატ­ფორ­მა­ზე - 4chan გა­ნა­თავ­სა შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის მთე­ლი სე­რია და და­ტო­ვა ინი­ცი­ა­ლი "Q". დღეს აღ­ნიშ­ნუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ცნო­ბი­ლია სა­ხე­ლით - Q Clearance Patriot.

მის მიერ და­ტო­ვე­ბულ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს "Q drops"-ს უწო­დე­ბენ. ის და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ხში­რად აქ­ვეყ­ნე­ბენ და­შიფ­რულ წე­რი­ლებს, რომ­ლე­ბიც, რო­გორც წესი, დო­ნალდ ტრამ­პის მხარ­და­სა­ჭე­რია ხოლ­მე.

QAnon-ის მიმ­დევ­რე­ბი 6 იან­ვარს, კა­პი­ტო­ლი­უმ­ში

მოძ­რა­ო­ბის მიმ­დევ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში იყე­ნე­ბენ ჰეშ­თეგს #WWG1WGA, რაც ასე იშიფ­რე­ბა - "Where We Go One, We Go All“ (სა­დაც მი­დის ერთი, მი­დის ყვე­ლა).

FBI-მ მოძ­რა­ო­ბა შიდა ტე­რო­რიზ­მის წყა­როდ და­ა­სა­ხე­ლა.

  • ვინ დგას QAnon-ის უკან?

ამ სა­კი­თხზე არ არ­სე­ბობს ზუს­ტი პა­სუ­ხი. რო­გორც CBSnews წერს, შე­საძ­ლოა, მოძ­რა­ო­ბის უკან იდ­გეს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლი, მა­იკლ ფლი­ნი. ზო­გი­ერთს სჯე­რა, რომ მოძ­რა­ო­ბის უკან თა­ვად პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი დგას. CBS-ის ცნო­ბით, არ­სე­ბობს კი­დევ ერთი თე­ო­რია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ჯონ ფი­ცჯე­რალდ კე­ნე­დი უმ­ცრო­სი ცო­ცხა­ლია და ახლა ის ფა­რუ­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ტყო­ბი­ნე­ბებს უგ­ზავ­ნის. ოფი­ცი­ა­ლუ­რად სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მიერ მოძ­რა­ო­ბის ფუ­ძემ­დებ­ლე­ბი გა­მოვ­ლე­ნილ­ნი არ არი­ან.

ტრამ­პის მხარ­დამ­ჭე­რი QAnon-ის მა­ი­სუ­რით
  • ვის სჯე­რა QAnon-ის შეთთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბის?

შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ებს ასო­ბით ათა­სი მიმ­დე­ვა­რი ჰყავ­და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში - Facebook-ზე, Twitter-ზე, Reddit-სა და YouTube-ზე, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის დროს კი მათ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ კი­დევ უფრო მო­ი­მა­ტა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა გა­ამ­კაც­რეს წე­სე­ბი და მოძ­რა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ასო­ბით ან­გა­რი­ში წა­შა­ლეს. მაგ­რამ სხვა­დას­ხვა კვლე­ვე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს უამ­რა­ვი ან­გა­რი­ში, რო­მე­ლიც QAnon-თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და უფრო მე­ტიც, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს სჯე­რა მოძ­რა­ო­ბის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე თე­ო­რი­ის მა­ინც.

და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ებს ახა­სი­ა­თე­ბენ, რო­გორც უსა­ფუძ­ვლოს. QAnon-ის მომ­ხრე­თა ლექ­სი­კა სავ­სეა რე­ლი­გი­ურ კონ­ცეფ­ცი­ებ­თან და აპო­კა­ლიფსთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტერ­მი­ნე­ბით. ისი­ნი სა­უბ­რო­ბენ "ქა­რიშ­ხალ­სა“ და "დიდ გა­მოღ­ვი­ძე­ბა­ზე“. დო­ნალდ ტრამპს გა­ნი­ხი­ლა­ვენ, რო­გორც "არა­ჯე­რო­ვან ქრის­ტი­ანს“ (ან ნაკ­ლო­ვან ქრის­ტი­ანს), თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად, მას ღვთის­გან მოვ­ლე­ნილ მე­სი­ას უწო­დე­ბენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ QAnon-ის მოძ­რა­ო­ბა აშშ-ში და­ი­წყო, თუმ­ცა ახლა შტა­ტებს გა­რე­თა­ცაა ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ევ­რო­პა­ში.

  • რა გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე?

მოძ­რა­ო­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იყე­ნე­ბენ ჰეშ­თე­გებს და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად აყე­ნე­ბენ შე­უ­რა­ცხყო­ფას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც თა­ვად ბო­რო­ტე­ბად და სა­ტა­ნის მო­ცი­ქუ­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ. მათი სა­მიზ­ნე რო­გორც წესი, არი­ან პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ვარ­სკვლვე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ისი­ნი პე­დო­ფი­ლე­ბის მფარ­ვე­ლე­ბად ასა­ხე­ლე­ბენ.

რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, საფრ­თხე გა­ცი­ლე­ბით დი­დია, ვიდ­რე მხო­ლოდ ონ­ლა­ინ თავ­დას­ხმა ამა თუ იმ ადა­მი­ან­ზე. მა­გა­ლი­თად, Twitter-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ მოძ­რა­ო­ბამ, მათი მიმ­დევ­რე­ბის აზ­რებ­მა შე­საძ­ლოა, სა­ში­ში სახე მი­ი­ღოს ინ­ტერ­ნეტს მიღ­მა, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც. აღ­ნიშ­ნუ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ერთ-ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა 2018 წელს მოხ­და, რო­დე­საც მძი­მედ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა ჰუ­ვე­რის ხიდი გა­და­კე­ტა. ის QAnon-ის სა­ხე­ლით მოქ­მე­დებ­და. მა­მა­კა­ცი ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

Qanon-ის მიმ­დე­ვარ­თა მთა­ვა­რი სლო­გა­ნი

2020 წლის სექ­ტემ­ბერ­ში A Pew Research Center-ის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვარს სმე­ნია QAnon-ის შე­სა­ხებ, ხოლო იმ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, რომ­ლებ­საც ამ მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ სმე­ნი­ათ, მე­ხუ­თედს პო­ზი­ტი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვს მათი თე­ო­რი­ე­ბი­სად­მი.

რო­გორც BBC წერს, სჯე­რათ, რომ Qanon-ი ქმნის სა­ფუძ­ველს დო­ნალდ ტრამ­პის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­თვის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ QAnon-ის ერთ-ერთი ღიად მხარ­დამ­ჭე­რი ჯორ­ჯი­ის შტა­ტი­დან, მარ­ჯო­რი ტე­ი­ლორ გრი­ნი, ნო­ემ­ბერ­ში აშშ-ის კონ­გრეს­მე­ნად აირ­ჩი­ეს.

QAnon-ის ბა­ნე­რით დო­ნალდ ტრამ­პის მხარ­დამ­ჭე­რი
  • გა­უქ­მე­ბუ­ლი 70 000 ან­გა­რი­ში Twitter-ზე

ბოლო დღე­ე­ბია, რაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ სიმ­კაც­რეს იჩე­ნენ QAnon-ის მიმ­დე­ვარ­თა ან­გა­რი­შე­ბის მი­მართ. მა­გა­ლი­თად, "ტვი­ტერ­მა" აღ­ნიშ­ნულ მოძ­რა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი 70 000-მდე ან­გა­რი­ში წა­შა­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან. მოძ­რა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მი­მართ ზო­მე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ გამ­კაცრ­და, რაც აღ­მოჩ­ნდა, რომ 6 იან­ვარს კა­პი­ტო­ლი­უმ­ში შეჭ­რილ ადა­მი­ა­ნებს შო­რის ამ მოძ­რა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იყ­ვნენ.

სტა­ტია მომ­ზა­დე­ბუ­ლია Wikipedia-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მა­სა­ლებ­ზე, cbsnews.com-სა და BBC.com-ზე დაყ­რდნო­ბით.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რობერტი
14

ნაც სექტის შემხედვარე ესენი რა გასაკვირია, ბელადის მეტამორფოზა დაიჯერეს და მის მეორედ მოსვლას ელოდებიან რა ხანაია, უკრაინიდან უნდა ჩამობრძანდეს ღრუბელ-ღრუბელ დიდებით. ან მეორე სექტა კიდევ უკვე რა ხანია ელოდება ბელადმა წყალობა მოიღოს და ფულები დაურიგოს, აი იმ ბელადმა იმ პირველი სექტის სათაყვანებელი კაციჭამია რომ გააძევა ქვეყნიდან და ამის გამო რომ ყველაფერი ეპატიება. 

სუხია
14

სატანა არ ვიცი, მაგრამ ბაიდენი და მისი სასტავი რომ ლგბტ-ს აქტიური მხარდამჭერები არიან ცნობილია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

შეთქმულების თეორიები ეშმაკზე, კანიბალ ლიდერსა და დონალდ ტრამპზე, რომელმაც ხალხი უნდა "იხსნას" - რა არის მოძრაობა QAnon და ვინ დგას მის უკან?

შეთქმულების თეორიები ეშმაკზე, კანიბალ ლიდერსა და დონალდ ტრამპზე, რომელმაც ხალხი უნდა "იხსნას" - რა არის მოძრაობა QAnon და ვინ დგას მის უკან?

QAnon - ასე ჰქვია მოძრაობას, რომლის მიმდევრებსაც სჯერათ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აწარმოებს საიდუმლო ომს სატანის თაყვანისცემელი პედოფილებისა და მათი მფარველების წინააღმდეგ, რომლებიც მათივე თქმით, მრავლად არიან შეერთებული შტატების მთავრობაში, ბიზნესსა და მედიაში. მოძრაობის მხარდამჭერები ულტრა მემარჯვენეები არიან, რომლებსაც სჯერათ, რომ მსოფლიოს მართავს სატანის მოციქული კანიბალი, რომელიც ხელმძღვანელობს გლობალური მასშტაბით ბავშვთა ტრეფიკინგის ქსელს, ტრამპი კი მასთან მებრძოლია.

QAnon-ის შეთქმულების თეორიის მიხედვით, სატანის მიმდევართა ჯგუფი დაკავებულია ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციით და ასევე თვლიან, რომ ისინი ბავშვების სისხლით მარადიული ახალგაზრდობის ელექსირს ამზადებენ.

ცნობილი "რქიანი შამანი", QAnon-ის მიმდევარი 6 იანვარს კაპიტოლიუმში

მოძრაობის მიმდევრები ამბობენ, რომ მალე იქნება განკითხვის დღე, რომელსაც თავად "ქარიშხალს“ უწოდებენ და ამ დღეს ეშმაკის ათასობით მოციქულს დააპატიმრებენ. მათ შორის, ლიბერალ ჰოლივუდელ მსახიობებს, "დემოკრატების“ წარმომადგენლებს და მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, რომლებიც ეშმაკის მოციქულის მიმდევრები არიან.

სჯერათ, რომ "ქარიშხლის“ დროს ეშმაკის ათასობით მიმდევარს გუანტანამოს ციხეში ჩასვამენ, ან სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარადგენენ, ძალაუფლებას სამხედროები აიღებენ ხელში, შედეგი კი იქნება ხსნა და უტოპია დედამიწაზე. მოძრაობის მხარდამჭერების მთავარი სამიზნე ჰილარი კლინტონი, ბარაკ ობამა და ჯორჯ სოროსი არიან. როგორც BBC წერს, ეს არის ძირითადი თეორია, თუმცა არსებობს კიდევ უამრავი შეთქმულების თეორია, რომლისაც ამ მოძრაობის მიმდევრებს სჯერათ - "სია უზარმაზარია და თეორიები ხშირად წინააღმდეგობრივი", - წერს გამოცემა.

  • საიდან დაიწყო ყველაფერი?

წლებია, რაც ბავშვთა ტრეფიკინგზე, ეშმაკის მმართველობაზე, კანიბალ ლიდერზე საზოგადოებაში არსებობს შეთქმულების თეორიები, თუმცა მოძრაობა QAnon-ის ჩამოყალიბების თარიღად 2017 წლის ოქტომბერი მიიჩნევა, როდესაც ანონიმურმა მომხმარებელმა შეტყობინებების ინტერნეტპლატფორმაზე - 4chan განათავსა შეტყობინებების მთელი სერია და დატოვა ინიციალი "Q". დღეს აღნიშნული მომხმარებელი ცნობილია სახელით - Q Clearance Patriot.

მის მიერ დატოვებულ შეტყობინებებს "Q drops"-ს უწოდებენ. ის და მისი მხარდამჭერები ხშირად აქვეყნებენ დაშიფრულ წერილებს, რომლებიც, როგორც წესი, დონალდ ტრამპის მხარდასაჭერია ხოლმე.

QAnon-ის მიმდევრები 6 იანვარს, კაპიტოლიუმში

მოძრაობის მიმდევრები სოციალურ მედიაში იყენებენ ჰეშთეგს #WWG1WGA, რაც ასე იშიფრება - "Where We Go One, We Go All“ (სადაც მიდის ერთი, მიდის ყველა).

FBI-მ მოძრაობა შიდა ტერორიზმის წყაროდ დაასახელა.

  • ვინ დგას QAnon-ის უკან?

ამ საკითხზე არ არსებობს ზუსტი პასუხი. როგორც CBSnews წერს, შესაძლოა, მოძრაობის უკან იდგეს ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, მაიკლ ფლინი. ზოგიერთს სჯერა, რომ მოძრაობის უკან თავად პრეზიდენტი ტრამპი დგას. CBS-ის ცნობით, არსებობს კიდევ ერთი თეორია, რომლის მიხედვითაც, ჯონ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი ცოცხალია და ახლა ის ფარულად საზოგადოებას შეტყობინებებს უგზავნის. ოფიციალურად სამართალდამცველთა მიერ მოძრაობის ფუძემდებლები გამოვლენილნი არ არიან.

ტრამპის მხარდამჭერი QAnon-ის მაისურით
  • ვის სჯერა QAnon-ის შეთთქმულების თეორიების?

შეთქმულების თეორიებს ასობით ათასი მიმდევარი ჰყავდა სოციალურ ქსელებში - Facebook-ზე, Twitter-ზე, Reddit-სა და YouTube-ზე, კორონავირუსის პანდემიის დროს კი მათმა რაოდენობამ კიდევ უფრო მოიმატა.

მოგვიანებით სოციალური ქსელების ხელმძღვანელებმა გაამკაცრეს წესები და მოძრაობასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში წაშალეს. მაგრამ სხვადასხვა კვლევები მიუთითებს, რომ ჯერ კიდევ არსებობს უამრავი ანგარიში, რომელიც QAnon-თანაა დაკავშირებული და უფრო მეტიც, მილიონობით ადამიანს სჯერა მოძრაობის მიერ შეთავაზებული რამდენიმე თეორიის მაინც.

დასავლურ მედიაში შეთქმულების თეორიებს ახასიათებენ, როგორც უსაფუძვლოს. QAnon-ის მომხრეთა ლექსიკა სავსეა რელიგიურ კონცეფციებთან და აპოკალიფსთან დაკავშირებული ტერმინებით. ისინი საუბრობენ "ქარიშხალსა“ და "დიდ გამოღვიძებაზე“. დონალდ ტრამპს განიხილავენ, როგორც "არაჯეროვან ქრისტიანს“ (ან ნაკლოვან ქრისტიანს), თუმცა ამავდროულად, მას ღვთისგან მოვლენილ მესიას უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ QAnon-ის მოძრაობა აშშ-ში დაიწყო, თუმცა ახლა შტატებს გარეთაცაა ფართოდ გავრცელებული, განსაკუთრებით კი ევროპაში.

  • რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებაზე?

მოძრაობის მხარდამჭერები იყენებენ ჰეშთეგებს და კოორდინირებულად აყენებენ შეურაცხყოფას სოციალურ ქსელებში იმ ადამიანებს, რომლებსაც თავად ბოროტებად და სატანის მოციქულებად მიიჩნევენ. მათი სამიზნე როგორც წესი, არიან პოლიტიკოსები, ვარსკვლვები, ჟურნალისტები, რომლებსაც ისინი პედოფილების მფარველებად ასახელებენ.

როგორც სოციალური ქსელების ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, საფრთხე გაცილებით დიდია, ვიდრე მხოლოდ ონლაინ თავდასხმა ამა თუ იმ ადამიანზე. მაგალითად, Twitter-ის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მოძრაობამ, მათი მიმდევრების აზრებმა შესაძლოა, საშიში სახე მიიღოს ინტერნეტს მიღმა, რეალურ ცხოვრებაშიც. აღნიშნულის დამადასტურებელი ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევა 2018 წელს მოხდა, როდესაც მძიმედ შეიარაღებულმა მამაკაცმა ჰუვერის ხიდი გადაკეტა. ის QAnon-ის სახელით მოქმედებდა. მამაკაცი ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს.

Qanon-ის მიმდევართა მთავარი სლოგანი

2020 წლის სექტემბერში A Pew Research Center-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის თითქმის ნახევარს სმენია QAnon-ის შესახებ, ხოლო იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც ამ მოძრაობის შესახებ სმენიათ, მეხუთედს პოზიტიური შეხედულებები აქვს მათი თეორიებისადმი.

როგორც BBC წერს, სჯერათ, რომ Qanon-ი ქმნის საფუძველს დონალდ ტრამპის მხარდამჭერებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ QAnon-ის ერთ-ერთი ღიად მხარდამჭერი ჯორჯიის შტატიდან, მარჯორი ტეილორ გრინი, ნოემბერში აშშ-ის კონგრესმენად აირჩიეს.

QAnon-ის ბანერით დონალდ ტრამპის მხარდამჭერი
  • გაუქმებული 70 000 ანგარიში Twitter-ზე

ბოლო დღეებია, რაც სოციალური ქსელების ადმინისტრაციები განსაკუთრებულ სიმკაცრეს იჩენენ QAnon-ის მიმდევართა ანგარიშების მიმართ. მაგალითად, "ტვიტერმა" აღნიშნულ მოძრაობასთან დაკავშირებული 70 000-მდე ანგარიში წაშალა სოციალური ქსელიდან. მოძრაობის წარმომადგენელთა მიმართ ზომები განსაკუთრებით მას შემდეგ გამკაცრდა, რაც აღმოჩნდა, რომ 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეჭრილ ადამიანებს შორის ამ მოძრაობის წარმომადგენლებიც იყვნენ.

სტატია მომზადებულია Wikipedia-ში გამოქვეყნებულ მასალებზე, cbsnews.com-სა და BBC.com-ზე დაყრდნობით.

რუსულმა ვაქცინამ კორონავირუსის წინააღმდეგ 91.6%-იანი ეფექტურობა აჩვენა - მედია

"ცუდო გოგო, ამბობენ, რომ საზოგადოებრივ წესრიგს არღვევ, ვამაყობ შენით!" - ნავალნის მიმართვა ცოლს და სასამართლო პროცესი დაკავებების ფონზე

კორონავირუსის ბრიტანულმა ვარიანტმა კვლავ მუტაცია განიცადა - რა არის ცნობილი ვირუსის კიდევ ერთი ახალი ვერსიის შესახებ