სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა "ფაიზერის" ვაქცინით გახდება შესაძლებელი" - რაზე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრი აშშ-ის ელჩს
"საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა "ფაიზერის" ვაქცინით გახდება შესაძლებელი" - რაზე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრი აშშ-ის ელჩს

სა­ქარ­თვე­ლო­ში უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის აცრა „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნით გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, - ამის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელჩთან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ამე­რი­კელ დიპ­ლო­მატს დე­ტა­ლუ­რად მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო COVID-19-ის პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­სა და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­კითხს.

„ელჩთან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. ვი­სა­უბ­რეთ პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებ­ზე, ეპიდ­ვი­თა­რე­ბა­სა და ტეს­ტი­რე­ბა­ზე. შეხ­ვედ­რის მთა­ვა­რი თემა ვაქ­ცი­ნა იყო. ჩვენ კო­ვაქს პლატ­ფორ­მას­თან აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ და გვაქვს გარ­კვე­უ­ლი წინსვლა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის აცრა „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი“ - გა­ნა­ცხა­და ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ.

აშშ-ს ელჩმა კელი დეგ­ნან­მა, თა­ვის მხრივ, სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ის შე­კა­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი შე­ა­ფა­სა.

„ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო შეხ­ვედ­რა გვქონ­და, სა­დაც მი­ვი­ღე გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ პან­დე­მი­ის მარ­თვის კუ­თხით 2021 წელს. ახლა ყვე­ლა ელის მჭიდ­რო კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გეგ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მკა­ფიო გეგ­მის არ­სე­ბო­ბა, არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ში, არა­მედ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, იმი­სათ­ვის რომ უზ­რუნ­ველ­ვყოთ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა და რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გან­ხორ­ცი­ელ­დეს ეკო­ნო­მი­კის აღ­დგე­ნა, თუ სკო­ლე­ბის გახ­სნა“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგ­ნან­მა გა­ნა­ცხა­და.

შეხ­ვედ­რას ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნია ეს­წრე­ბო­და.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუსო
10

ვაი თქვენს პატრონს, ვინ მოგცემთ თქვენ ვაქცინას,ევროპის ქვეყნები რიგში დგანან და გაწერილია უკვე ვის რამდენი ეკუთვნის, მილიონები აქვთ გადახდილი ჯერ კიდევ კვლევის პერიოდში.

gia
7

Didi cinsvlaa, didi!))))))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა "ფაიზერის" ვაქცინით გახდება შესაძლებელი" - რაზე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრი აშშ-ის ელჩს

"საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა "ფაიზერის" ვაქცინით გახდება შესაძლებელი" - რაზე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრი აშშ-ის ელჩს

საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით.

საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვაქცინაციის საკითხს.

„ელჩთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, ეპიდვითარებასა და ტესტირებაზე. შეხვედრის მთავარი თემა ვაქცინა იყო. ჩვენ კოვაქს პლატფორმასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გვაქვს გარკვეული წინსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა, თავის მხრივ, საქართველოში COVID-19-ის შეკავების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შეაფასა.

„ძალიან სასარგებლო შეხვედრა გვქონდა, სადაც მივიღე განახლებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გეგმების შესახებ პანდემიის მართვის კუთხით 2021 წელს. ახლა ყველა ელის მჭიდრო კოორდინაციას ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა, არამხოლოდ საქართველოსა და აშშ-ში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, იმისათვის რომ უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს ეკონომიკის აღდგენა, თუ სკოლების გახსნა“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ესწრებოდა.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"მთელი საარჩევნო გაყალბების სქემა პირადად მასთან იყო შეთანხმებული" - შალვა ნათელაშვილი კელი დეგნანზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"